მოგესალმები, სტუმარი · RSS










მთავარი » ჯანსაღი კვება
კატეგორია: ჯანსაღი კვება | დათვალიერება: 1890 | თარიღი: 13.03.2009 | რეიტინგი: 4.0/3

კატეგორია: ჯანსაღი კვება | დათვალიერება: 1566 | თარიღი: 26.02.2009 | რეიტინგი: 5.0/1

არსებობს 100-მდე მინერალური ნივთიერება, რომელთაგან 20 ადამიანის ზრდა-განვითარებისთვის აუცილებელია. ზუსტი რიცხვისა რა მოგახსენოთ, მაგრამ ისინი ბავშვს ძალიან რომ სჭირდება, ყველა მშობელმა იცის. “ვაშლში რკინაა”, “რძე კალციუმითაა მდიდარი”, – ამგვარი ჭეშმარიტებანი ყველა დედიკოს ახსოვს და აქტიურადაც იყენებს.
მოდი, თვალი გადავავლოთ მინერალური ნივთიერებების ჩამონათვალს, გავარკვიოთ, სად შეიძლება მათი პოვნა, რკინასა და მისი დეფიციტით განპირობებულ ანემიაზე კი გაცილებით ვრცლად გესაუბრებით.

მაგნიუმი ცილებისა და ნახშირწყლების სინთეზისთვის საჭირო ფერმენტების შემადგენლობაში შედის. მას დამამშვიდებელი, სისხლძარღვების გამაფართოებელი და შარდმდენი მოქმედება აქვს.
სამ წლამდე ასაკის ბავშვებისთვის Mg-ს დღიური ნორმა 140 მგ-ია, 4-დან 6 წლამდე – 220, 7-დან 10 წლამდე – 300, ხოლო 11-13 წლის ასაკისთვის – 400 მგ.
მაგნიუმით მდიდარია მცენარეული სურსათი, განსაკუთრებით – ქატო, სოიის ფქვილი, ტკბილი ნუში, ნიგოზი, ბარდა, ხორბალი, გარგარი, თეთრთავა კომბოსტო.
კალიუმი ნივთიერებათა ცვლის პროცესებში აქტიურად მონაწილეობს. გარდა ამისა, იგი აუცილებელია გულის კუნთის მუშაობისთვის.
კალიუმი უხვადაა გარგარის ჩირში (კურაგაში), ლეღვში, ფორთოხალში, მანდარინში, კარტოფილში (500 გ კარტოფილი კალიუმის დღიურ მოთხოვნილებას მთლიანად აკმაყოფილებს. ასე რომ, მშობლებს ვურჩევთ, ნუ ეტყვიან პატარებს უარს შემწვარი კარტოფილის მომზადებაზე). K-ით მდიდარია ასკილი, შავი მოცხარი, მარწყვი, საზამთრო, ნესვი, სოია, ალუჩა, კიტრი, ბრიუსელის კომბოსტო, თხილი, ნიგოზი, ოხრახუში, ქიშმიში, ქლიავი, ჭვავის პური და შვრია.
კალც ... გააგრძელე კითხვა »
კატეგორია: ჯანსაღი კვება | დათვალიერება: 1681 | თარიღი: 26.02.2009 | რეიტინგი: 0.0/0

A ვიტამინი (რეტინოლი)

მდიდარია:თევზის ქონი, ღვიძლი, თირკმელები, კვერცხი, რძე და რძის პროდუქტები. რეტინოლს ბეტა-კაროტინის (A ვიტამინის წინამორბედის) სახით შეიცავს სტაფილო, ბულგარული და ჩვეულებრივი ცხარე წიწაკა, პომიდორი, სხვადასხვა ჯიშის კომბოსტო, გოგრა, პარკოსნები (სოია, ბარდა), ატამი, გარგარი, ვაშლი, ყურძენი, საზამთრო, ნესვი, ასკილი, ქაცვი.
დეფიციტის დროს თავს იჩენს მხედველობის პრობლემები: მხედველობის გაუარესება შებინდებისას, ახლომხედველობა, თვალების იოლი დაღლა; უხეშდება კანი, სუსტდება იმუნიტეტი.

B1 ვიტამინი

მდიდარია: ხორბალი, უხეშად ნაფქვი ხორბლის პური, დაუმუშავებელი ბრინჯი, ქერი, ღორის ხორცი, პარკოსნები, კარტოფილი, ღვიძლი, ლუდის საფუარი, რძე, კვერცხი.
დეფიციტის დროს თავს იჩენს: იოლად დაღლა, უძილობა, თავის ტკივილი, დეპრესია, კონცენტრაციის დაქვეითება, გულისცემის გახშირება, ტკივილი გულის არეში, გულისრევა, მუცლის ტკივილი, მადის დაქვეითება, ყაბზობა.

B2 ვიტამინი (რიბოფლ ... გააგრძელე კითხვა »
კატეგორია: ჯანსაღი კვება | დათვალიერება: 2310 | თარიღი: 26.02.2009 | რეიტინგი: 0.0/0

რძეში და რძის პროდუქტებში Ca-ის გარდა უხვად არის სხვა მინერალებიც: ფოსფორი, სპილენძი, თუთია...
ვიტამინებიდან კი მის შემადგენლობაში შედის: A, B1, B2, B5, B12, D, K...
თუმცა აღსანიშნავია, რომ ეს ვიტამინები და მინერალები სხვა პროდუქტების შემადგენლობაშიც შედის. მაგ: Ca უამრავ პროდუქტშია, მაგრამ ყველაზე იოლად მაინც რძის ნაწარმიდან შეითვისება (კალციუმის შეთვისებაში კი D ვიტამინი მონაწილეობს). დღიური მოთხოვნილების დაკმაყოფილებისთვის საკმარისია ნახევარი ლიტრი რძე ან 100 გრამი ყველი. გარდა რძის პროდუქტებისა,
კალციუმს უხვად შეიცავს ლობიო, სიოა, ოხრახუში, ხახვი, გარგარის ჩირი, ვაშლი, ტკბილი ნუში, კვერცხის გული.
კატეგორია: ჯანსაღი კვება | დათვალიერება: 2038 | თარიღი: 26.02.2009 | რეიტინგი: 0.0/0

ტვინის საკვებად აუცილებლად საჭიროა გლუკოზა.მაგრამ ყველანაირი არა.მაგალითად,გამოცდების დროს საჭიროა ,,ნელი" ნახშირწყლები.ისინი არის ბურღულეულსა და ბოსტნეულში.ეს ნახშირწყლები ნელა იშლება ორგანიზმში,მაგრამ ენერგია,რომელსაც ისინი აწვდიან ტვინს დიდხანს ყოფნის.,,სწრაფი" ნახშირწყლები არ იძლევა ასეთ ეფექტს .ტვინისთვის ძალიან სასარგებლოა წითელი თევზი.გლუკოზას შეიცავს ტკბილი ხილი ,ბანანი,ფინიკი,მწიფე მსხალი ქიშმიში
კატეგორია: ჯანსაღი კვება | დათვალიერება: 1172 | თარიღი: 04.02.2009 | რეიტინგი: 0.0/0





ციტრუსების სახელწოდება წარმოდგება ბერძნული სიტყვიდან «ცედროს», რაც არომატულ ყვავილებს ნიშნავს. მოგვიანებით ბერძნებმა ასე უწოდეს მათთვის უცნობ არომატულ ხილსაც. რომაელებისათვის ეს სიტყვა გადაიქცა «ციტრუსად».
დღეისათვის მსოფლიოში მოყავთ ციტრუსების 28 სახეობა: ფორთოხალი, გრეიპფრუტი, მანდარინი, ლიმონი, ბერგამოტი, პომელო, ციტრონი, ლაიმი, კუმკვატი და სხვ. არსებობს მრავალი შუალედური ჰიბრიდიც, როგორიცაა მაგ. მანდარინისა და ფორთოხლის ნაჯვარი.
ციტრუსების ნაყოფი შეიცავს ლიმონმჟავას, შაქარს, ვიტამინებს: C (60 მგ%-ზე მეტი), PP, B და კაროტინს (პროვიტამინი A). თანამედროვე გამოკვლევების შედეგებით დადასტურებულია, რომ ციტრუსები აძლიერებენ იმუნურ სისტემას, აფერხებენ ან სრულიად აჩერებენ კიბოს უჯრედების ზრდის პროცესს.
ციტრუსების შემადგენლობაში შემავალი ვიტამინი C მიეკუთვნება ე.წ. ანტიოქსიდანტებს, რომელიც იცავს უჯრედებს თავისუფალი რადიკალებისაგან და ხელს უწყობს ქოლესტერინს დაშლას. ვიტამინი C ასევე აუცილებელია ცილა კოლაგენის მისაღებად, რომელიც ამაგრებს სისხლძარღვების კედლებს, ძვლოვან ქსოვილს, კანს და ხელს უწყობს ჭრილობების შეხორცებას. იაპონელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ მათ, ვინც რეგულარულად მიირთმევს ციტრუსებს, ინსულტი არ ემუქრებათ. საგულისხმოა, რომ ცირტუსების ქერქში მეტია C ვიტამინი, ვიდრე რბილობში. ციტრუსების ქერქის შემადგენლობაში შედიან ასევე ბიოფლავონოიდები, რომლებიც უზრუნველყოფენ ... გააგრძელე კითხვა »
კატეგორია: ჯანსაღი კვება | დათვალიერება: 1721 | თარიღი: 04.02.2009 | რეიტინგი: 0.0/0

იტალიელი მეცნიერები 3 წლის მანძილზე ატარებდნენ ცდებს ცხოველებზე და დაადგინეს, რომ კოკაინი და ექსტაზი ნარკოდამოკიდებულებისა და კიბოს განვითარებასთან ერთად იწვევს გენეტიკურ მუტაციებს.
«აღმოჩნდა, რომ კოკაინი და ექსტაზი გაცილებით უფრო საშიშნი არიან, ვიდრე ვვარაუდობდით» - განაცხადა ბიოტექნიკური კვლევების ნაციონალური ცენტრის მთავარმა სპეციალისტმა ჯორჯო ბრონზეტმა. ეს ნარკოტიკები თავისი ტოქსიკოლოგიური ზემოქმედების ზენიტში უტევენ დნმ-ს და იწვევენ გენეტიკური მასალის ცვლილებებსა და მუტაციებს.

გაეროს მონაცემებით, 1995-2000 წლებში ზემოაღნიშნული ნარკოტიკების, ასევე, ამფეტამინების მოხმარება 70%-ით გაიზარდა. მაგ.: მოხმარების ინტენსივობისა და მავნებლობის ხარისხის მიხედვით ექსტაზი გაუტოლდა უმძიმეს ნარკოტიკებს და აღმოჩნდა იმ პრეპარეტების სიაში, რომლებიც ყველაზე სწრაფმზარდ გლობალურ საშიშროებას წარმოადგენენ.
კატეგორია: ჯანსაღი კვება | დათვალიერება: 1185 | თარიღი: 04.02.2009 | რეიტინგი: 0.0/0

როგორც ცნობილია, სტრესი, განსაკუთრებით ხშირი სტრესი, იწვევს გულ-სისხლძარღვთა ისეთი დაავადებების განვითარების პროვოცირებას, როგორიცაა არტერიული ჰიპერტონია და ათეროსკლეროზი. აღმოჩნდა, რომ ისინი ასევე დიდ როლს ასრულებენ გაცილებით უფრო საშიში დაავადებების განვითარებაშიც. კერძოდ, ჰოლანდიელმა მეცნიერებმა დაასაბუთეს, რომ სტრესი ნერვული სისტემის უმძიმესი და პრაქტიკულად განუკურნებელი დაავადების - გაფანტული სკლეროზის რისკ-ფაქტორია.
გამოკვლევებმა აჩვენეს, რომ ადამიანებში, რომლებიც რეგულარულად იმყოფებიან სტრესის ქვეშ, გაფანტული სკლეროზის შემთხვევები ორჯერ უფრო ხშირია. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ეს მოვლენა სტრესის შედეგად ადამიანის იმუნური სისტემის ფუნქციის დარღვევასთანაა დაკავშირებული, რაც, თავის მხრივ, გაფანტული სკლეროზისათვის დამახასიათებელი მოვლენის - ადამიანის იმუნური სისტემის უჯრედების თავისივე საკუთარ ნერვულ ქსოვილს მიმართ აგრესიულობის, საფუძველი შეიძლება იყოს
კატეგორია: ჯანსაღი კვება | დათვალიერება: 1380 | თარიღი: 04.02.2009 | რეიტინგი: 5.0/3


დიეტა ცხიმების, განსაკუთრებით ნაჯერი ცხიმების, დაბალი შემცველობით ე.წ. ცხოვრების ჯანსაღი წესის აუცილებელ ელემენტად არის მიჩნეული. მაგრამ, როგორც ჩანს, აღნიშნული დიეტებით უზომოდ გატაცებამ შეიძლება საპირისპირო შედეგებამდე მიგვიყვანოს - ასეთია ნიუ-იორკის (აშშ) სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერების მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები.
ამერიკელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ იმ ადამიანების სისხლში, რომლებიც პრაქტიკულად არ იყენებდნენ ცხიმებს (ცდის მონაწილეები იცავდნენ დიეტას, რომელშიც ცხიმების შემცველობა პროდუქტების საერთო კალორიულობის მხოლოდ 19%-ს შეადგენდა) ქვეითდებოდა არა მხოლოდ ე.წ. «მავნე» ქოლესტერინი, რომელიც მონაწილეობს ათეროსკლეროზული ფოლაქების ფორმირებაში, არამედ «სასარგებლო» ფორმებიც, რომლებიც სისხლძარღვებს ათეროსკლეროზისაგან იცავენ. როგორც მკვლევარები აღნიშნავენ, რაციონში ცხიმების შედარებით «ზომიერი» - 40-50%-ის შემცველობის შემთხვევაში, ეფექტი შედარებით კეთილსაიმედოა: ქოლესტერინის «მავნე» ფორმების ე.ი. დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების შემცველობის დაქვეითებას თან არ ახლავს «სასარგებლო» - მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების დაკარგვა.
«მიღებული მონაცემების საფუძველზე შეიძლება ითქვას, რომ ყველაზე ეფექტურია დიეტა, რომელიც შეიცავს 35-40% ცხიმს» - ასეთ კომენტარს უკეთებს აღნიშნულ კვლევას მისი ერთ-ერთი ავტორი, დოქტორი დევიდ პენდერგასტი - «ამ ციფრებიდან გადახვევა მიმართულებების მიუხედავად, აქვეითებს მის ეფექტურობას და არსასურველ გვერდით მოვლენებამდე მივყავართ. თუმცა, ეს ერთხელ კიდევ ადასტურებს ცნობილ თეზისს - ყველაფერში, მკურნა ... გააგრძელე კითხვა »
კატეგორია: ჯანსაღი კვება | დათვალიერება: 1146 | თარიღი: 04.02.2009 | რეიტინგი: 5.0/1

1 2 3 »
Copyright MyCorp © 2020