მოგესალმები, სტუმარი · RSS










მთავარი » საშარდე სისტემის დაავადებები
წინამდებარე ჯირკვლის ადენომა კეთილ-თვისებიანი სიმსივნეა, რომელიც ხშირია 50 წელს გადაცილებულ მამაკაცებში. სიმსივნე ნელა იზრდება და თანდათან აწვება შარდსავალ გზებს. ძნელდება შარდის გამოყოფა.

ამ დაავადების პირველი დამახასიათებელი სინპტომია გახშირებული შარდვა, განსაკუთრებით ღამით, შარდის ნაკადი ხდება წვრილი, იცვლება მისი ტრაექტორიაც - ავადმყოფი ხშირად ფეხებს ისველებს. ეს სიმპტომები თანდათან ძლიერდება და შეიძლება სრულად შეწყდეს შარდის გამოყოფა. პირველი სიმპტომების გაჩენისთანავე უნდა მიაკითხოთ ექიმ-უროლოგს.

სასარგებლოა რძის პროდუქტები და მცენარეული კვება.

ავადმყოფმა თავი უნდა შეიკავოს შემდეგი პროდუქტების მიღებისგან: ხორცეული, კვერცხი, წიწაკა, მდოგვი, ალკოჰოლი, შებოლილი პროდუქტები და კონსერვები.

ძალიან მავნეა აგრეთვე გაციება და სიმძიმის აწევა.


კატეგორია: საშარდე სისტემის დაავადებები | დათვალიერება: 1430 | თარიღი: 09.02.2009 | რეიტინგი: 0.0/0

მწვავე პროსტატიტი პროსტატის ჯირკვლის ანთებაა, რომელიც შეიძლება გამოიწვიოს საშარდე გზებისობფექციურმა ვენერიულმა დაავადებებმა და სხვა. ხშირად მწვავე პროსტატიტის მიზეზი ადგილობრივი გაციება ხდება. მაგ. სველ მიწაზე ჯდომა, სველი საცვლების ტანზე გაშრობა და სხვა. არც თუ იშვიათად ამ დაავადების წარმოშობა სქესობრივი ცხოვრების დარღვევითა და უმოძრაობითაც ხდება.

უყურადღებობით მწვავე პროსტატიტი ქრონიკულში გადადის, რომლის განკურნება შეუძლებელია.

პროსტატის ჯირკვლის ნებისმიერი დაავადების დროს ხდება შარდის შეფერხებით გამოყოფა. ამიტომ შარდის ბუშტში გროვდება ნარჩენი შარდი. ეს კი იწვევს მთელი ორგანიზმის თანდათან მოწამვლას.

მწვავე პროსტატიტის ნიშნებია: მომატებული ტემპერატურა, შარდის გამოყოფის გაძნელება, წვა, ტკივილი სწორ ნაწლავში დეფეკაციის დროს. იმ შემთხვევაში, თუ ინფექცია მეზობელ ორგანოებსა და ქსოვილებზე გავრცელდა, შეიძლება წარმოიშვას სეფსისი

მწვავე პროსტატიტის გადასვლამ ქრონიკულ ფორმაში, შეიძლება გამოიწვიოს სასქესო ორგანოების ფუნქციის დარღვევა _ იმპოტენცია, უნაყოფობა.

კატეგორია: საშარდე სისტემის დაავადებები | დათვალიერება: 1442 | თარიღი: 09.02.2009 | რეიტინგი: 0.0/0

შარდით ორგანიზმიდან გამოიყოფა ნივთიერებათა ცვლის უსარგებლო და შხამიანი ნარჩენები. ამ ნივთიერებებს შარდი ზენაჯერი კონცენტრაციით შეიცავს. მათ დალექვას აკავებს ე.წ. დამცველი კოლოიდები. ამიტომ არის რომ, ახლად მიღებული გამჭვირვალე შარდი ჰაერზე დგომის და გაცივების შემდეგ ნალექს გამოყოფს. იმ შემთხვევაში თუ ნალექის გამოყოფა მოხდა საშარდე გზებში, წარმოიშობა კენჭები. კენჭები სხვა და სხვა შედგენილობისაა, იგი შეიძლება შეიცავდეს შარდ მჟავას (ურატი), მჟაუნმჟავას (ოქსალატი), კალციუმს, ფოსფორ. კენჭი იშვიათად ერთეულია, უფრო ხშირად კი მრავლობითი.

თუ კენჭი თირკმლის მენჯში და ფიალებშია შეიძლება დიდი ხნის მანძილზე არ აწუხებდეს ადამიანს, ავადმყოფობის შეგრძნება ხდება მაშინ, როცა კენჭი დაიწყებს მოძრაობას, გადაადგილდება შარდსაწვეთისკენ, გააღიზიანებს, გაკაწრავს ლორწოვანს, გამოიწვევს შარდსაწვეთის კუნთების სპასტიურ შეკუმშვას და შარდის შეგუბებას, რასაც მოჰყვება მის ზემოთ მდებარე შარდსაწვეთის ნაწილის და თირკმლის მენჯის დაჭიმვა. ეს ყველაფერი გამოვლინდება თირკმლის ჭვალის სახით.

ჭვალის შეტევა იწყება უეცრად, ზოგჯერ სიმძიმის აწევის, ბევრი სიარულის, ფიზიკური დაღლის, ემოციური დაძაბვის, გაცივების შემდეგ. ადამიანი წელის არეში (დაავადებულ მხარეს) გრძნობს ძლიერ ტკივილს, რომელიც ვრცელდება წინ და ქვემოთ, შარდსაწვეთის მიმართულებით, სასქესო ორგანოებსა და ბარძაყის შიგა ზედაპირისაკენ. ტკივილი აუტანელია, ხან ძლიერდება, ხან კი რამდენადმე მცირდბა, ავადმყო ... გააგრძელე კითხვა »

კატეგორია: საშარდე სისტემის დაავადებები | დათვალიერება: 2732 | თარიღი: 31.01.2009 | რეიტინგი: 3.0/3

Copyright MyCorp © 2023