მოგესალმები, სტუმარი · RSS










მთავარი » სახსრების დაავადებები

რევმატოიდული ართრიტი ხშირი დაავადებაა იგი უმეტესად ქალებს ემართებათ 30-40 წლის ასაკის შემდეგ, თუმცა ახალგაზრდებშიც გვხვდება ხოლმე. ავადმყოფს აქვს სახსრებში ტკივილი, დილით უჭირს ლოგინიდან წამოდგომა, შემდეგ სახსრები შესივდება და დროთა განმავლობაში შეიძლება მოხდეს მათი დეფორმაცია, მოძრაობის შეზღუდვა.

რევმატოიდული ართრიტი სხვა დაავადებაა ვიდრე რევმატიზმი და ართროზი და თავისებურ მკურნალობას მოითხოვს. ამიტომ სახსრებში ტკივილის აღმოცენების შემთხვევაში ავადმყოფმა უნდა მიმართოს ექიმს, რომელიც დაავადების ზუსტ დიაგნოზს დასვამს. ექიმივე ნიშნავს წამლით მკურნალობას. თვითმკურნალობა ყოვლად დაუშვბელია, რადგან ამ დროს იხმარება აქტიურად მოქმედი საშუალებები, რომლებმაც არასწორი მიღების შემთხვევაში შეიძლება ზიანი მოუტანოს ავადმყოფს.

რევმატოიდული ართრიტის წარმატებით მკურნალობისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს ექიმის და ავადმყოფის ერთობლივ თანამშრომლობას. ავადმყოფს მართებს დანიშნულების ზუსტი შესრულება. საწოლში წოლა მხოლოდ დაავადების გამწვავების პერიოდშია მიზანშეწონილი, მაშინ როდესაც აღინიშნება მწვავე ტკივილი სახსრებში, მკვეთრად შეზღუდულია მოძრაობა, მომატებულია სხეულის ტემპერატურა. როგორც კი მდგომარეობა გაუმჯობესდება ავადმყოფმა უნდა დაიწყოს აქტიური მოძრაობა და ამისთვის სახსრების ტკივილიც დაძლიოს, სისტემატიურად შეასრულოს სამკურნალო ვარჯიშები, ფეხით იაროს. ავადმყოფი უნდა ერიდოს ცივ წყალს. ხელ-პირის დაბანა, ჭურჭლის რეცხვა მხოლოდ თბილი წყლ ... გააგრძელე კითხვა »

კატეგორია: სახსრების დაავადებები | დათვალიერება: 2793 | თარიღი: 31.01.2009 | რეიტინგი: 5.0/2

ხშირად ამბობენ, ადამინი მარილების ჩალაგებით ავადმყოფობსო. მედიცინაში ასეთი სახის დაავადება ცალკე სახელწოდებით არ არის ცნობილი, მაგრამ ადამიანის ქსოვილებში უხსნადი მარილების ჩალაგება საკმაოდ ხშირი მოვლენაა.  ასე ხდება სახსართა დისტროფიული (გადაგვარება) დაავადების-ართროზის დროს. ეს დაავადება გავრცელებულია მოხუცებულებში, მაგრამ იშვიათად როდი გვხვდება მოწიფულობის ასაკშიც. ართროზი ხშირად უვითარდებათ იმ პირებს ვისაც აქვთ ათეროსკლეროზი, შაქრიანი დიაბეტი. მის განვითარებას ხელს უწყობს ტრამვა სახსრის გადატვირთვა, უმოძრაო ცხოვრება, ზედმეტი ჭარბი სიმსუქნე,  გარკვეული მნიშვნელობა აქვს მემკვიდრეობასაც.

ქსოვილებში ლაგდება კალციუმის და ფოსფორის მარილები, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ძვლოვანი წანაზარდები სახსრის არეში, სასახსრე პარკში, იოგებში, მყესებში, იშვიათად კი კუნთებშიც. ახლად წარმოშობილი ძვლოვანი წანაზარდები (ეგზოტოზები) აწვებიან ირგვლივ მდებარე ქსოვილებს და იწვევენ ტკივილს, სახსართა მოქმედების შეზღუდვას. განსაკუთრებით მტკივნეული და შემაწუხებელია ნერვულ დაბოლოებებზე ზეწოლა, ხშირად ერთდროულად ვითარდება შესაბამისი სახსრების ანთებითი ცვლილებები.

დაავადების გამოვლინების სურათი იმაზეა დამოკიდებული, თუ რომელი სახსარია დაზიანებული და რა სიმძიმისაა ცვლილებები. ხშირად მარილების გროვებს და ძვლოვან წანაზარდებს რენდგენოლოგიური გამოკვლევისას ნახულობენ, თუმცა ადამიანს არაფერი არ აწუხებს. თუ ცვლილებები ხერხემალშია, ე.წ. სპო ... გააგრძელე კითხვა »

კატეგორია: სახსრების დაავადებები | დათვალიერება: 5431 | თარიღი: 31.01.2009 | რეიტინგი: 2.7/11

Copyright MyCorp © 2020