მოგესალმები, სტუმარი · RSS










მთავარი » გაფრთხილდით
კატეგორია: გაფრთხილდით | დათვალიერება: 1305 | თარიღი: 13.03.2009 | რეიტინგი: 5.0/2

კატეგორია: გაფრთხილდით | დათვალიერება: 1201 | თარიღი: 13.03.2009 | რეიტინგი: 5.0/1

ნარკომანია, თანამედროვე საერთაშორისო ტერმინოლოგიით - წამალდამოკიდებულება, საქართველოში ბოლო დროს მართლაც თეთრ ჭირად იქცა. ვერც რელიგია, ვერც სქესი  და ასაკი, ვერც მატერიალური მდგომარეობა თუ საზოგადოებრივი სტატუსი ვერ აბრკოლებს ამ სენის გავრცელებას. შეიძლება ითქვას, მან ისეთ მასშტაბს მიაღწია, რომ უკვე საფრთხეს უქმნის ადამიანთა კეთილდღეობას.

ამიტომაც გვსურს, მკითხველის ყურადღება კიდევ ერთხელ შევაჩეროთ ნარკოტიკული ნივთიერებების მავნეობაზე და ამასთანავე გაგაცნოთ აღკვეთის სინდრომის მკურნალობის მნიშვნელოვანი ეტაპი - დეტოქსიკაცია. საკითხში უკეთ გარკვევის მიზნით მივმართეთ კლინიკა
"ბემონის" ექიმს, ნარკოლოგსა და ფსიქოთერაპევტს ლადო ჩანტლაძეს.

 

- ბატონო ლადო, რომელი ნარკოტიკებია გავრცელებული ამჟამად საქართველოში?

- უმთავრესად - ჰეროინი, სუბუტექსი, მეტადონი. ბოლო დროს ასევე ხშირად მოიხმარენ კუსტარულ სტიმულატორებს, კერძოდ, ვინტსა და ჯეფს. შეინიშნება ანტიდეპრესანტების ბოროტად გამოყენებაც, თუმცა მხოლოდ ცალკეულ შემთხვევებში.

 

- მოდი, მოკლედ დავახასიათოთ თითოეული საშუალება და მათი მკურნალობის პირველ ეტაპზე - დეტოქსიკაციაზეც ვისაუბროთ.

- საკითხს სხვაგვარად თუ მივუდგებით, მკურნალობის პირველ ეტაპად შეიძლება განვიხილოთ თავად პაც ... გააგრძელე კითხვა »

კატეგორია: გაფრთხილდით | დათვალიერება: 1695 | თარიღი: 21.02.2009 | რეიტინგი: 5.0/1

ორი მთავარი პარადოქსი
არც ერთი მეთოდი არ გამოდგება, თუ ადამიანმა თვითონ არ მოისურვა მოწევისთვის თავის დანებებაო, ირწმუნებიან სპეციალისტები. არამწეველები თანხმობის ნიშნად თავს იქნევენ, მავნე ჩვევის ტყვეები კი ღიზიანდებიან და ამბობენ: "დიახ, გვინდა! გვინდა, მაგრამ არ შეგვიძლია!" ისინი არ ცრუობენ - სიგარეტის მიტოვება ნამდვილად სურთ. მოტივაციის უქონლობა შეიძლება ვუსაყვედუროთ მხოლოდ მოზარდებს, რომლებმაც ეს-ესაა დაიწყეს მოწევა. სიგარეტის ტყვეს კარგად ესმის, რამდენად ბრიყვული, უგუნური და საზიანოა მისი საქციელი, მაგრამ ვერ ეშვება, მიუხედავად იმისა, რომ, როგორც ნარკოლოგები ამტკიცებენ, თამბაქო იწვევს უფრო სუსტ ფიზიკურ დამოკიდებულებას, ვიდრე ალკოჰოლი და ნარკოტიკები. ასეთია პირველი პარადოქსი.
არსებობს თამბაქოს ტყვეობიდან თავის დასაღწევი უამრავი საშუალება, მაგრამ ძირითადია სამი მიმართულება: ფსიქოთერაპია, რეფლექსოთერაპია და მედიკამენტური თერაპია. მათი ერთმანეთთან შედარება და ყველაზე ეფექტურის გამოყოფა შეუძლებელია. არც მეცნიერები ცდილობენ ამის გაკეთებას. რატომ? იმიტომ, რომ თითოეული ადამიანის სიგარეტისადმი დამოკიდებულება ინდივიდუალური ხასიათისაა. მეთოდი, რომელიც გამოადგება ერთს, სრულიად გამოუსადეგარია მეორისთვის.

გადააგდე სიგარეტი!
მოწევისთვის თავის დანებების ყველა ხერხი ორ ძირითად პრინციპამდე დაიყვანება: ერთბაშად და თანდათან. რომელი სჯობს? ერთმნიშვნელოვნად პირველი. თუ მიტოვებაა, მიტოვება იყოს! სიგარეტის რაოდენობის შემცირებით მხოლოდ გავაჭიანურებთ დასასრულს. მოსაზრება, თითქ ... გააგრძელე კითხვა »

კატეგორია: გაფრთხილდით | დათვალიერება: 1198 | თარიღი: 21.02.2009 | რეიტინგი: 0.0/0

 ჯადოსნური სიტყვა

მოწევაზე უარის თქმის უამრავი საშუალება არსებობს. სხვა საქმეა, თანაბრად მისაღებია თუ არა ისინი ყველასთვის. ჯადოსნურ სიტყვას ეძებენ ჰიპნოზიორები და ფსიქოთერაპევტები, 25-ე კადრის თეორიის მომხრეები და თამბაქოს საწინააღმდეგო კამპანიების იდეოლოგები... ისინი ცდილობენ, ამა თუ იმ ფორმით შთააგონონ ადამიანს, რომ მას მოწევა არ სურს, რომ შესანიშნავად შეუძლია, იცხოვროს სიგარეტის გარეშე, რომ თამბაქოს სუნიც კი ეზიზღება.

ფსიქოთერაპიის ერთ-ერთი სახეობაა წიგნები, რომელთაგან ყველაზე პოპულარულია ალენ კარის ”სიგარეტის გადაგდების იოლი გზა”. ამ წიგნის საოცარი პოპულარობის მიზეზი გაუგებარია, მის ავტორს ამერიკა არ აღმოუჩენია. უბრალოდ, კარმა, გამოუსწორებელმა მწეველმა, რომელმაც რამდენიმე წარუმატებელი მცდელობის შემდეგ შეძლო მოწევისთვის თავის დანებება, ეს ყველაფერი მწეველთათვის გასაგებ ენაზე აღწერა. ადამიანებს, რომელთაც აქვთ თვითშთაგონების უნარი, ეს წიგნი მართლაც დაეხმარა, თუმცა თვით ბესტსელერის ავტორი 2006 წლის დეკემბერში ფილტვის კიბოთი გარდაიცვალა.
ვის არ ვურჩევთ ამ მეთოდის გამოყენებას: მათ, ვინც შთაგონებას არ ექვემდებარება. ისინი უბრალოდ ვერ შევლენ იმ მდგომარეობაში, რომელიც ექიმს სჭირდება. მაშინაც კი, როცა ადამიანი ადვილად ემორჩილება ჰიპნოზს, ამ მეთოდმა შესაძლოა არ გაჭრას. ასეთ ადამიანებს ქვეცნობიერ დონეზე არ სურთ, შეცდომაში შეიყვანონ, მოატყუონ, განწყობა შეუქმნან. ჰიპნოზიორმა (წიგნის წაკითხვაც ჰიპნოზის თავისებური ნაირსახეობაა) რომც შეძლოს ჰიპნოზუ ... გააგრძელე კითხვა »

კატეგორია: გაფრთხილდით | დათვალიერება: 1261 | თარიღი: 21.02.2009 | რეიტინგი: 5.0/1

სანდრა კალმიენისა (Sandra Kalmijn)და უტრეხტის (ნიდერლანდები) საუნივერსიტეტო სამედიცინო ცენტრის თანამშრომლების მიერ გამოკვლეული იყო საშუალო ასაკის 1927 ადამიანის კოგნიტიური ფუნქციები. კვლევის დაწყებამდე ხუთი წლით ადრე მეცნიერებმა განსაზღვრეს მონაწილეთა დამოკიდებულება თამბაქოს მოწევისა და ალკოჰოლის მიღებისადმი. აზროვნების სისწრაფისა და მოქნილობის განმსაზღვრელი ტესტების მიხედვით მწეველებმა არამწეველებთან შედარებით აჩვენეს უარესი შედეგები. მწეველები Fფიქრობდნენ ისე ნელა, როგორც მათზე ოთხი წლით უფროსი ადამიანები. ყოფილი მწეველების მონაცემებმა შუალედური ადგილი დაიკავეს მწეველთა და არამწეველთა შორის.

ამავე დროს, ალკოჰოლის ზომიერად მომხმარებელმა პირებმა არამსმელებთან შედარებით უკეთესი მონაცემები აჩვენეს. ეს ტენდენცია განსაკუთრებით გამოხატული იყო ქალებში. ადრე ჩატარებულმა კვლევებმა (უპირატესად ხანშიშესული ასაკის პირებში) აჩვენეს, რომ ზომიერი მოხმარება სპირტიანი სასმელებისა და არამწეველობა იცავს ადამიანის კოგნიტიურ ფუნქციებს ასაკობრივი ცვლილებებისაგან. უეჭველია, ეს დამცავი ეფექტი დაკავშირებულია ალკოჰოლისა და თამბაქოს სისხლძარღვებზე მოქმედებასთან. კერძოდ კი, მოწევამ შეიძლება გამოიწვიოს საძილე და ტვინის სისხლძარღვების კედლების გამკვრივება და სანათურის შევიწროება. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ალკოჰოლი მცირე და ზომიერ დოზებში ქოლესტერინის დონის შემცირებისა და თრომბოზის პროფილაქტიკის ხარჯზე სასიკეთოდ მოქმედებს გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე.
კატეგორია: გაფრთხილდით | დათვალიერება: 1317 | თარიღი: 04.02.2009 | რეიტინგი: 0.0/0

ჟურნალების "The New Scientist" და "Addictive Behaviours" ბოლო ნომრებში გამოქვეყნებული იყო აბერდინის უნივერსიტეტის (შოტლანდია) მეცნიერების მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები, რომლის თანახმადაც თამბაქოს მოწევა იწვევს IQ-ს (ინტელექტუალობის კოეფიციენტი) დაქვეითებას. თუმცა, ეს ხდება საკმაოდ ნელა და თანდათანობით.
მკვლევარებმა 1947 წელს შეისწავლეს ინტელექტუალობის კოეფიციენტი 465 მოხალისეში, რომელთაც იმ დროისათვის შეუსრულდათ 11 წელი. 2002 წელს კვლევა გაიმეორეს (გამოსაკვლევი პირები უკვე 64 წლისანი იყვნენ). მოხალისეთა შორის ნახევარი მწეველი იყო, მეორე ნახევარი კი არამწეველი. დადგენილი იქნა, რომ მწეველებში IQ დამაჯერებლად ნაკლები იყო, ვიდრე არამწეველებში. არსებული განათლების დონის, ასევე მუშაობისა და ალკოჰოლის მოხმარების ფაქტორების გათვალისწინებით ინტელექტი თავისთავადაც ქვეითდება დაახლოებით 1%-თ.
კვლევების ხელმძღვანელის, აბერდინის უნივერსიტეტის პროფესორ Lawrence Whally-ს აზრით, მეცნიერებს ჯერჯერობით უძნელდებათ ახსნან თამბაქოს ასეთი ზეგავლენა.



კატეგორია: გაფრთხილდით | დათვალიერება: 1137 | თარიღი: 04.02.2009 | რეიტინგი: 0.0/0

იმისათვის რომ ნარკომანი და ნარკომანია შედგეს, აუცილებელია სამი კომპონენტის არსებობა: თვითონ ნარკოტიკის, გარემო ფაქტორების და პიროვნული თვისებების. არსებობს დამცავი ფაქტორებიც, რომლებიც ამ მავნე ჩვევისგან გვიცავს.

ფაქტორები რომლებიც ხელს უწყობს ნარკომანის და ნარკომანიის ჩამოყალიბებას:

პიროვნული ფაქტორები:

• ადამიანი შესაძლოა რთული პრობლემების წინაშე იდგეს და მიმართოს ნარკოტიკებს, როგორც პრობლემებისგან გაქცევის საშუალებას
• ადამიანი არ არის პიროვნულად განვითარებული და ჩამოყალიბებული, არ შეუძლია გადაწყვეტილების მიღება, აქვს დაბალი თვითშეფასება, რის შედეგადაც ვერ უძლებს სხვა ადამიანის ძალდატანებას და თანხმდება ნარკოტიკების გასინჯვაზე
• პრობლემურ პიროვნულ ფაქტორს წარმოადგენს ასევე გარდატეხის ასაკი, როდესაც მოზარდები საკუთარი თავის დამკვიდრებასა და საკუთარი ადგილის პოვნას ცდილობენ. ხშირად ამისათვის დიდი დროა საჭირო და შესაძლოა მოზარდს ეჭვი შეეპაროს საკუთარ შესაძლებლობაში, ამ ყველაფრის დასავიწყებლად კი ნარკოტიკი გამოიყენოს, მეორეს მხრივ გარდატეხის ასაკში მოზარდი მიდრეკილია ახლის ძიებისკენ და ამან შეიძლება ნარკოტიკების მოხმარების პროვოცირება მოახდინოს.


გარემო ფაქტორები:

• ადამიანი ცხოვრობს ოჯახში, რომლის ერთი ან რამდენიმე წევრი ნარკოტიკის მომხმარებელია. ეს ახალგაზრდებს უბიძგებს დაიჯერონ, რომ ამგვარი სიტუაცია ნორმალურია და პრობლემების გადაჭრა ამ გზით სრულიად შესაძლებელია.
• ადამიანს არ ჰყავს ოჯახი და ახლობლები
• პიროვნება განიცდის ფიზიკურ, გონებრივ, სექსუალურ და სიტყვიერ ზეწოლას და შეურ ... გააგრძელე კითხვა »
კატეგორია: გაფრთხილდით | დათვალიერება: 1249 | თარიღი: 31.01.2009 | რეიტინგი: 5.0/1

ახალ ზელანდიელი მეცნიერების გამოკვლევით კანაბისის სახელით ცნობილი ნარკოტიკის ერთი პაპიროსის მოწევა ადამიანის ფილტვებზე იგივე მავნე ზემოქმედებას ახდენს რასაც 5 ღერი სიგარეტი.

ბრიტანულ ჟურნალ “სორაქსში” გამოქვეყნებულ სტატიაში მეცნიერები ამტკიცებენ, რომ ეს ნარკოტიკი ფილტვების ნორმალურ ფუნქციონირებას უშლის ხელს.

ექსპერიმენტში 339 მოხალისე მონაწილეობდა, რომლებშიც არა მწეველებთან ერთად კანაბისის და თამბაქოს მოყვარულებიც შედიოდნენ. კანაბისის მწეველებს ძლიერი ხველება, ქშენა და მკერდის არეში ტკივილები აღენიშნებოდათ. გამოკვლევამ ასევე აჩვენა რომ ემპიზემის სახელით ცნობილ ფილტვების დაავადებას მხოლოდ თამბაქოს მოხმარება იწვევს.

კატეგორია: გაფრთხილდით | დათვალიერება: 1282 | თარიღი: 31.01.2009 | რეიტინგი: 5.0/1

ილიონობით ადამიანი გულგრილად უყურებს იმ ჭეშმარიტებას, რომ თამბაქო შხამია ორგანიზმისთვის. "თამბაქო საოცრად გავრცელებული მომაკვდინებელი იარაღია" - ასეთი განაჩენი გამოუტანა თამბაქოს ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ. იშვიათად ხდება, რომ სხვადასხვა ქვეყნისა და სხვადასხვა სპეციალობის მეცნიერები ასეთი ერთსულოვანნი იყვნენ რაიმე მავნე ჩვევის შეფასებაში.

უკანასკნელ ათწლეულში სიგარეტის ყოველწლიური მოხმარება განვითარებულ ქვეყნებში შემცირდა 1,4%-ით, ხოლო განვითარებად ქვეყნებში გაიზარდა 1.7%-ით.

სტატისტიკური მონაცემების თანახმად, მსოფლიოში საშუალო ასაკის სამი გარდაცვლილი მამაკაციდან ერთი სიგარეტის წევის მსხვერპლია, ხოლო ქალებში - რვა გარდაცვლილი ქალიდან ერთი.

1995 წელს თამბაქოს მავნე ზემოქმედების შედეგად გარდაიცვალა სამი მილიონი მწეველი, ანუ ყოველ ათ წამში ერთი მწეველი. პროგნოზით ნავარაუდებია, რომ 2005 წლისათვის ამ მიზეზით გარდაცვლილთა რაოდენობა იქნება ათ მილიონი, ანუ ყოველ ოთხ წამში ერთი მწეველი.

თამბაქოს წევა არის ერთ-ერთი ძირითადი ფაქტორი, რომელიც ახლო მომავალში განსაკუთრებულ სირთულეებს შეუქმნის საზოგადოების ჯანმრთელობის მდგომარეობას.

 

მოკლე ისტორიული ცნობები თამბაქოს ... გააგრძელე კითხვა »

კატეგორია: გაფრთხილდით | დათვალიერება: 2672 | თარიღი: 31.01.2009 | რეიტინგი: 5.0/3

1 2 »
Copyright MyCorp © 2020