მოგესალმები, სტუმარი · RSS










მთავარი » ჯანმრთელობა დ სექსი
სურვილი ნელ-ნელა ქრება, ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ თქვენი სიყვარულიც მასავით ჩაქრება?  სულაც არა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ სურვილი და სიყვარული ერთმანეთთან პირდაპირ კავშირშია.
  სურვილი ძალიან ფაქიზი გრძნობაა. ის შეიძლება ჩაქრეს, როგორც ფიზიოლოგიური (სხვადასხვა ავადმყოფობა), ასევე ფსიქოლოგიური (სტრესი, ნერვოზი, დეპრესია) მიზეზების გამო.  შეიძლება განელდეს თქვენი და თქვენი პარტნიორის უთანხმოების, დაღლილობის, ოჯახური და სამსახურეობრივი პრობლემების გამოც. რაც უფრო ხანგრძლივია ურთიერთობა, მით მეტად ხდება ისე, რომ ხანდახან სურვილი ნელდება, ეს განგაშის ნიშანი ნამდვილად არ არის.
  ამ ”სიმშვიდის პერიოდში”, ჯობია იპოვოთ მისი მიზეზი და არავითარ შემთხვევაში არ უნდა მივიღოთ ნაჩქარევი გადაწყვეტილება. თუ ვნება და ერექცია აღარ გაქვთ, ან ქრება მაშინვე, როგორც კი თქვენ სექსით დაკავდებით, უმეტეს შემთხვევაში არ ნიშნავს იმას, რომ თქვენი პარტნიორი მამაკაცი გაცივდა თქვენს მიმართ. დააკვირდით თქვენს თავსაც და მის ფიზიკურ და ფსიქიკურ მდგომარეობას, იპოვეთ მიზეზი და ეცადეთ მოთმინებით და ალერსით ანუგეშოთ ის, დაეხმარეთ მას (თუ ეს თქვენ შეგიძლიათ) ამ პრობლემის მოგვარებაში. გახსოვდეთ, რომ სხვადასხვა დაავადებები და მითუფრო სტრესი, ასევე სხვადასხვა სახის მედიკამენტები,  საგრძნობლად მოქმედებს მამაკაცის პოტენციაზე. ასეთ დროს აუცილებელია მიმართოთ ექიმს, რათა დროულად გაუწიოთ დახმარება, ქართველი მამაკაცების დაყოლიება, ექიმთან ამ პრობლემით მისვლაზე, საკმაოდ ძნელია, მაგრამ თქვენ  თბილად და ყოველგვარი პანიკის გარეშე უნდა აუხსნათ თქვენს მეუღლეს, პროფესიონალი ექიმი კო ... გააგრძელე კითხვა »
კატეგორია: ჯანმრთელობა დ სექსი | დათვალიერება: 1534 | თარიღი: 06.04.2009 | რეიტინგი: 5.0/1

 - დავიწყოთ იმით, რომ ქალის სექსუალური სიცივე - ფრიგიდულობა, არცთუ იშვიათად წარმოადგენს სხვადასხვა ენდოკრინული ან ფსიქონევროლოგიური პათოლოგიის გამოვლინებას. მას შეიძლება იწვევდეს აგრეთვე ქრონიკული ინტოქსიკაცია, ვიტამინების ნაკლებობა, გადაღლა. პირველ რიგში უნდა გამოირიცხოს ეს ფაქტორები. მათი არსებობის შემთხვევაში კი სათანადო მკურნალობა უნდა ჩატარდეს.
სექსოლოგთა მონაცემებით მათთან მისული ქალების 40% უჩივის ორგაზმის არარსებობას. ამ დროს მკვეთრადაა დაქვეითებული ქალის სექსუალური ლტოლვა. ანორგაზმია შემთხვევათა მხოლოდ ერთ მესამედშია განპირობებული ქალის ორგანიზმის თავისებურებებით, დანარჩენ ორ მესამედში კი მიზეზი მეუღლეთა ურთიერთობის დისჰარმონიაა. ასეთი დისჰარმონია სავსებით ჯანმრთელ ისეთ მეუღლეთა ურთიერთობის დროსაც წარმოიქმნება ხოლმე, რომლებიც სიყვარულით დაქორწინდნენ და ერთმანეთის მიმართ კეთილგანწყობილნი არიან. ამის მიზეზი კი უხშირესად მამაკაცის არასწორი ქცევა ან მის მიერ ქალის ფსიქოლოგიისა და ფიზიოლოგიის უცოდინრობა, საჭირო ინტუიციის უქონლობა და ინტიმურ სფეროში ურთიერთგაგების დეფიციტია.

ქალის ფსიქოტიპი რადიკალურად განსხვავდება მამაკაცის ფსიქოტიპისაგან. ჯერ კიდევ ოჯახის შექმნამდე გოგონები ოცნებობენ რომანტიკულ თაყვანისმცემელზე, მეგობარზე, დამცველზე, პლატონურ ურთიერთობებზე, ბიჭები კი ჩქარობენ ფიზიკურ სიახლოვეს. ოჯახის შექმნიდან რამდენიმე წლის შემდეგაც კი ქალები აფასებენ მეუღლეში სიყვარულის, სიკეთის, ყურადღების გამოხატვის უნარს. მამაკაცის უყურადღებობა, არადელიკატურობა, უაზრო კამათი ყოველგვარ წვრილმანზე ა ... გააგრძელე კითხვა »

კატეგორია: ჯანმრთელობა დ სექსი | დათვალიერება: 2288 | თარიღი: 14.02.2009 | რეიტინგი: 5.0/1

როგორც ექიმები ირწმუნებიან, თანამედროვე ადამიანის ფიზიკური მდგომარეობისა და ჯანმრთელობის გაუარესებას, უპირველეს ყოვლისა, დაძაბული თანამედროვე ცხოვრება და სტრესებით აღსავსე ყოველდღიურობა იწვევს. ამის საწინააღმდეგო წამლის გამოგონება კი ჯერჯერობით ადამიანის ძალებს აღემატება.

და მაინც, ფრანგი მეცნიერები, რომლებმაც დაწვრილებით შეისწავლეს ადამიანის ორგანიზმში მიმდინარე ძვრები, ამტკიცებენ, რომ ათასი დაავადების წამალი… სიყვარული და მისით ტკბობაა.

სიყვარული სასარგებლოა გულისათვის
როცა ჩვენ სიყვარულით ვტკბებით, გულისცემა ხშირდება, რაც გგულსისხლძვარღვთა შესანიშნავი ვარჯიშია, თავისებური ~გულის აერობიკა~. ამრიგად, სიამოვნების მიღებასთან ერთად, ჩვენ ვავარჯიშებთ ორგანოს, რომელზედაც დამოკიდებულია ჩვენი სიცოცხლე, მაგრამ ეს სასარგებლოა მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა პარტნიორები არ ცდილობენ ~კამასუტრას~ მთელი კომპლექსის შესრულებას.

სიყვარული, როგორც ღვთიური შეგრძნება
სექსუალური აღგზნება ხელს უწყობს ქიმიური ნივთიერების, ენდორფინის გამოყოფას. მას კი ~ბედნიერების ჰორმონს~ უწოდებენ. სწორედ იგი ეხმარება ადამიანს ~მეშვიდე ცის დაპყრობაში~. შევნიშნავთ, რომ ასეთი თრობა და გაბრუება გაცილებით უფრო სასარგებლოა, ვიდრე ალკოჰოლის ან ნარკოტიკების მიღება. თან სრულიად უფასოა.

სიყვარული - საუკეთესო წამ ... გააგრძელე კითხვა »

კატეგორია: ჯანმრთელობა დ სექსი | დათვალიერება: 1474 | თარიღი: 04.02.2009 | რეიტინგი: 5.0/1


 თანამედროვე ვაჟების სქესობრივი მომწიფება 15-18 წლის ასაკში სრულდება. ამავე ასაკიდან აღელვებთ მათ ნებისმიერი ასაკის მამაკაცისთვის აქტუალური პრობლემა - ერექციული დისფუნქცია, რომელიც შეიძლება მძიმე და ხანგრძლივი დეპრესიის მიზეზად იქცეს. ამ პრობლემის მიზეზი ცოტამ თუ იცის...

მამაკაცის სქესობრივ წარუმატებლობას ხშირად იმპოტენციას უწოდებენ, რაც შეცდომაა. ექიმები იმპოტენციას უწოდებენ მდგომარეობას, როდესაც მამაკაცს არავითარ ვითარებაში არ შეუძლია სქესობრივი აქტის განხორციელება (საბედნიეროდ, ასეთი რამ იშვიათია), ერექციის შემთხვევითი ან პერიოდული პრობლემები კი ერექციულ დისფუნქციად განიხილება. მას რამდენიმე მიზეზი იწვევს, რომელთა შორის განასხვავებენ ენდოკრინულ, მედიკამენტურ, ნევროლოგიურ, ფსიქოგენურ და სისხლძარღვოვან ფაქტორებს.
ერექციული დისფუნქციის უმთავრესი ენდოკრინული მიზეზია ჰიპოგონადიზმი - სასქესო ჯირკვლების უკმარისობა, რაც ჰორმონ ტესტოსტერონის გამომუშავების დაქვეითებით გამოიხატება. ამ დროს, გარდა ერექციის პრობლემებისა, აღინიშნება ხმის ტემბრის ცვლილება, თმის ზრდის შეჩერება სახესა და ტანზე, ცხიმის დაგროვება გულმკერდზე, თეძოებსა და მუცელზე. ასეთ შემთხვევაში აუცილებელია ენდოკრინოლოგის ჩარევა.
მეორე მიზეზია ჰიპოფიზის - შინაგანი სეკრეციის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ჯირკვლის - სიმსივნე. ამ შემთხვევაში დიაგნოსტიკისთვის ჰორმონული სტატუსის გამოკვლევასთან ერთად აუცილებლად ტარდება თავის ტვინის კომპიუტერული ტო ... გააგრძელე კითხვა »

კატეგორია: ჯანმრთელობა დ სექსი | დათვალიერება: 2061 | თარიღი: 04.02.2009 | რეიტინგი: 3.0/1


აღმოჩნდა, რომ სისხლის ჯგუფის მიხედვით შეიძლება განვსაზღვროთ თუ როგორი გემოვნება აქვს ადამიანს საწოლში...
მეცნიერები ამტკიცებენ, რომ ადამიანები რომელთაც აქვთ პირველი ჯგუფის სისხლი, არიან სექსუალურები და აქტიურები, ასევე მოუსვენრები და სულ ეძებენ იმას თუ რაზე დახარჯონ მოზღვავებული ენერგია. მათ უყვართ ექსპერიმენტები სექსში და ფაქტიურად ქანცს აძრობენ პარტნიორებს.
მეორე სისხლის ჯგუფის წარმომადგენლები კი შედარებით წყნარები და სექსში უფრო მორიდებულები არიან. მათ არ შეუძლიათ საკუთარი გრძნობების აშკარა გამომჟღავნება, საწოლში შესაძლებელია არ იყვნენ აქტიურები და ორიგინალურები, თუმცა მათი პარტნიორები ძირითადად უკმაყოფილოები არ რჩებიან.
მესამე სისხლის ჯგუფის წარმომადგენლები ხასიათდებიან უცნაურობებით. ერთის მხრივ თითქოსდა მშვიდები, მიდრეკილები თვითკრიტიკისკენ, მეორეს მხრივ კი თუ საქმე ეხება სექსს - ისინი ხდებიან ტემპერამენტულები. გამომდინარე იქიდან რომ მეტისმეტად მგრძნობიარები არიან , სექსის დროს შესაძლოა ტირილიც კი დაიწყონ.
თუმცა სექსუალური ჩემპიონები მეოთხე სისხლის ჯგუფის წარმომადგენლები არიან. ყველაფერს რასაც კი ისინი ეხებიან, ტოვებენ მასზე ემოციონალურ ნაკვალევს.


კატეგორია: ჯანმრთელობა დ სექსი | დათვალიერება: 1349 | თარიღი: 28.01.2009 | რეიტინგი: 5.0/1


ალისა საოცრებების ქვეყანაში - ვითარდება ქალებში, რომლებიც ცხოვრობენ ფანტაზიების სამყაროში. მათ ცნობიერებაში იხატება იდეალური კავშირი სადაც მოვალეობები გადანაწილებულია და მთელი ცხოვრების მანძილზე ისინი ელოდებიან თავის უფლისწულს.

ტიტანის კომპლექსი - ქალი თავის ფანტაზიებში ხატავს იდეალურ მამაკაცს, რომელსაც ეძებს მთელი ცხოვრება. იდეალის პორტრეტი კი იხატება ლიტერატურული პერსონაჟების და ფილმის გმირების ანალოგზე.
უფლისწული და მექალთანე - ქალი ეძებს მამაკაცსში განსხვავებულ სახეს. უფლისწულს, პატიოსანს, გალანტურს და მექალთანეს - სუპერ სექსუალურ მამაკაცს, ძლიერს და უხეშს.

მესალინის კომპლექსი - სექსუალურად ადვილად აღგზნებადი. მათ არ აკმაყოფილებთ ერთი პარტნიორი და ისინი იცვლიან მამაკაცებს ამ მიზეზით.

კონკიას კომპლექსი - პასიური ქალების კომპლექსი. ისინი ელოდებიან თავის უფლისწულს, რომელიც უზრუნველყოფს მათ კომფორტს და გაიყვანთ მაღალ საზოგადოებაში.

მადონა - ქალი ცოლი და ქალი საყვარელი. პირველი ზრუნავს ოჯახზე, მეორეს - აინტერესებს სექსი. ეშინია ოჯახის შექმნის. ფიქრობს რომ ოჯახის შემდეგ აღარ იქნება ისეთივე მიმზიდველი.
დონ კი ხოტის კომპლექსი - როცა მამაკაცი აღმერთებს ქალს, ქალი ხდება მისი იდეალი და ის ვერ ხედავს მის შეხებას.

დონჟუანი - მამაკაცი ცდილობს გაზარდოს თავისი სექსუალური ცხოვრების თავგადასავლების რაოდენობა.  ქალი მისთვის ნ ... გააგრძელე კითხვა »
კატეგორია: ჯანმრთელობა დ სექსი | დათვალიერება: 1533 | თარიღი: 28.01.2009 | რეიტინგი: 5.0/1

სექსი და ძილი...
სექსი და ძილი ერთმანეთთან არიან მჭიდრო კავშირში ანუ გამომდინარე იქიდან თუ როგორ გძინავთ, გამომდინარეობს თქვენი სექსუალური შესაძლებლობებიც.

თუ გიყვართ მუცელზე წოლა და ისე ძილი, გირჩევთ შეცვალოთ ეს ჩვევა თქვენში. წინააღმდეგ შემთხვევაში გეძლევათ შესაძლებლობა, რომ შეავსოთ იმპოტენტების რიგი!

ეს არ არის ხუმრობა. ესპანელი სექსოლოგები ხსნიან, რომ: სექსუალური მოშლილობის დაახლოვებით 40 % როგორც მამაკაცებში ასევე ქალებში, გამოწვეულია ძილის დროს არასწორი წოლით. მეცნიერები ხსნიან, რომ ყველაზე მავნებელი პოზა არის ორი სახის, ერთ-ერთი მათგანი არის ძილი მუცელზე. სხეულის სიმძიმის ქვეშ შარდის ბუშტი და მუცელი იკუმშება, ირღვევა სისხლის მიმოქცევა, რაც ცუდათ აისახება პოტენციაზე. მეორე მავნე პოზა კი ძილის დროს არის - მაღალ ბალიშზე წოლა. ამ შემთხვევაში ასეთი წოლა უარყოფითად მოქმედებს ტვინზე. სისიხლის ცუდი ცირკულაცია აქვეითებს გიპოფიზმის მოქმედებას და ჰორმონების გამოყოფას, მათ შორის სქესობრივის. ჯამში კი იმპოტენცია ჩაგწერთ თქვენც საკუთარ მეგობრების სიაში. არ ტოვებს პერსპექტივა, შთაბეჭდილებებს?

ამიტომ მანამ, სანამ მიეცემით ღრმა ძილს დაწექით ისეთ მდგომარეობაში, რომ მოსახერხებელი იყოს არა მხოლოდ თქვენთვის, არამედ თქვენზე მომუშავე
ორგანოებისთვისაც. სანაცვლოდ კი ისინი გიპასუხებ ... გააგრძელე კითხვა »
კატეგორია: ჯანმრთელობა დ სექსი | დათვალიერება: 1414 | თარიღი: 28.01.2009 | რეიტინგი: 4.5/2

ასეთ უცნაურ დასკვნამდე მივიდნენ ჰოლანდიელი სექსოლოგები. მათ დაადგინეს -  იმისთვის, რომ ქალმა განიცადოს ორგაზმი საჭიროა: თავდაჯერებულობა, ემოციონალური კომფორტი და დაცულობის შეგრძნება. გარდა ამისა მეცნიერებმა შეძლეს დამტკიცება, რომ ქალის ორგაზმის სიხშირე პირდაპირ არის დამოკიდებული მისი ფეხის ტემპერატურაზე.

ამ ექსპერიმენტში სექსოლოგებს ეხმარებოდა 13 წყვილი, 19-დან 49 წლამდე ასაკის ადამიანებით შემდგარი. წყვილებს შეუქმნეს სხვადასხვა პირობები სექსუალური ურთიერთობებისთვის. მიღებული შედეგების გაანალიზების შედეგად, ექსპერიმენტატორებმა გაარკვიეს ოპტიმალური პირობები თუ რა სჭირდებათ ქალებს ორგაზმის მისაღებად.

აღმოჩნდა, რომ ეს პირდაპირ არის დამოკიდებული ქალის ფეხის ტემპერატურაზე. ექსპერიმენტის დასაწყისში სექსუალურ სიამობნებას ღებულობდა ქალების 50 %, ხოლო მას შემდეგ რაც შესთავაზეს მათ თბილი წინდები პროცენტული მაჩვენებელი 80 %-მდე გაიზარდა.

 საინტერესოა, რომ ორგაზმის მისაღებად მამაკაცებში მათი პარტნიორებისგან განსხვავებით არ თამაშობს დიდ როლს ემოციონალური და ფიზიკური კომფორტი. მაგრამ ფეხის ტემპერატურას მამაკაცების შემთხვევაშიც დიდ მნიშვნელობა ენიჭება.
საერთო ჯამში სპეციალისტები მივიდნენ სხვა დასკვნებამდეც - ქალებს მშვენივრად შეუძლიათ ორგაზმის იმიტირება!
კატეგორია: ჯანმრთელობა დ სექსი | დათვალიერება: 1166 | თარიღი: 28.01.2009 | რეიტინგი: 5.0/2

სექსუალური ცხოვრების მხარე, ადამიანის ცხოვრებაში რათქმაუნდა თამაშობს ძალიან დიდ როლს, მაგრამ არა უმთავრესს. ამიტომაც ფართოდ არის გავრცელებული შემთხვევები როდესაც ზრდასრული, წარმატებული მამაკაცები ან პირიქით ქალები, უარს ამბობენ თავის ოჯახზე და მის კეთილდღეობაზე საეჭვო რომანის გამო, რომელიც უეცრად აენთება მათ ცხოვრებაში. შემდეგ კი შებრალების ღირსები ხდებიან ის ადამიანები რომელთაც არ ძალუძთ გადალახონ მონატრება მათი უღირსი მპარტნიორის მიმართ და დაძლიონ ეს გრძნობა თავის თავში. გარშემომყოფები მიეჩვივნენ ამ ფენომენის მიწერას ბოროტ სიყვარულზე.  

მაგრამ სექსოლოგიური მეცნიერება ანომალიურ შეჩვევას არ აწერს სიყვარულს. ექიმი-სექსოლოგები აბრალებენ ამას სექსუალურ დამოკიდებულებას, რომელიც ატარებს აკვიატებული იდეის ხასიათს.  ადამიანები შებყრობილი ამ იდეით, მზად არიან თავისი ვნების ობიექტისგან აიტანონ ნებისმიერი ტანჯვა, რადგან მათთან გაყრა და განშორება ეჩვენებათ აუტანლად.

მიზეზი შეიძლება იყოს სექსუალური ექსტრემის დამთხვევა ორ ადამიანს შორის და შემდეგ შიში მისი დაკარგვის. რათქმაუნდა არაორიდინალური სექსუალური სცენარების მოყვარული ადამიანი, რომ შეხვდება ისეთ ადამიანს რომელიც გაიზიარებს მის ვნებებს და არის მზად განიცადოს მასთან ერთად ყველაფერი, შემდეგ ვეღარ ელევა მას და მზად არის ნებისმიერი მისი კაპრიზების დასაკმაყოფილებლად, რომ არ წავიდეს ის მისგან. თუმცა გარკველი დროის შემდეგ მონური სექსუალური დამოკიდებულება იწყებს ადამიანის ”დამძიმებას”, როგორ კარგადაც არ უნდა გრძნობდეს ის თავს საწოლში, ის იწყებს იმის გაცნობიერებას, რომ სექსი - ეს ჯერ ... გააგრძელე კითხვა »
კატეგორია: ჯანმრთელობა დ სექსი | დათვალიერება: 1204 | თარიღი: 28.01.2009 | რეიტინგი: 5.0/2



წაიკითხეთ ყურადღებით და შეიტყვეთ თუ როდის გაქვთ გარანტირებული სექსი (მამაკაცებს!):


1. კამათის შემდეგ
ახლა კი ზუსტად იცით, რომ კამათში იბადება არა მხოლოდ ჭეშმარიტება...

2. ბედნიერი შემთხვევითობა
ნებისმიერ ემოციონალურ გამოვლინებას, იქნება ეს სიბრაზე თუ ბედნიერება, ქალი მოყავს თქვენთვის საჭირო კონდიციამდე. იყავით ყურადღებით...

3. სტრესი
მართალია სტრესი განვიხილოთ როგორც დადებითი მდგომარეობა წარმოუდგენელია, მაგრამ ეს ამაღლებს ქალში სექსუალურ აქტივობას და სურვილებს.

4. ეჭვიანობა
აქ არ იგულისხმება ფსიქოლოგიური ეჭვიანობა. თუმცა როდესაც ის ხედავს, რომ მის სადაქალოში თქვენ იწვევთ დიდ ინტერესს, ის არ დარჩება ამ ფაქტის მიმართ გულგრილი და...

5. დღე ”14” თუ რაღაც ამდაგვარი
ეს იწვევს შოკირებას, თუმცა ეს სიმართლეა ანუ ამ დროს ქალში ყველაზე მეტად იწევა სექსუალური აქტივობა და სურვილები.

6. წვეულება გრძელდება
მართალია ამის გამართლება და გამოყენება არ შეიძლება.... მაგრამ არაფერი არ უხსნის ქალს კომპლექსებს ისე, როგორც საყვარელი კოქტეილი და ნელი ცეკვა საყვარელი მელოდიის ფონზე...

7. XXX ფილმები
ქალების უმრავლესობას არ უყვარს პორნოგრაფიის ყურება, თუმცა ეს მათზე ძალიან ეფექტურად მოქმედებს...

8. თავშეკავება
რაც უფრო დიდხანს იკავებს ქალი თავს, მით უფრო ძლიერია მისი ვნება. ასე, რომ გაგიმართლათ!

9. შემოქმედებითი წარმატება
თუ თქვენი პარტნიორი შემოქმედია და მას მოსწონს რა ... გააგრძელე კითხვა »
კატეგორია: ჯანმრთელობა დ სექსი | დათვალიერება: 1484 | თარიღი: 28.01.2009 | რეიტინგი: 5.0/2

1 2 »
Copyright MyCorp © 2020