უძილობა = უტვინობას - საინტერესო - სტატიების კატალოგი - მედიცინა

მოგესალმები, სტუმარი · RSS









მთავარი » სტატიები » საინტერესო [ სტატიის დამატება ]

უძილობა = უტვინობას
მათ დაასკვნეს, რომ თუ ადამიანს ნორმალურად არ სძინავს, ეს ძალიან უარყოფითად მოქმედებს ტვინის ისეთ ნაწილზე, როგორიცაა ჰიპოკამპი (hippocampus), რომელიც პასუხისმგებელია მეხსიერებაზე.

მეცნიერებმა Proceedings of the National Academy of Science-ში ჩატარებული კვლევის შემდეგ დაადგინეს, რომ ადამიანის ტვინზე სწორედ ასე ზემოქმედებს სტრესის ჰორმონი.

მეცნიერებმა გამოიკვლიეს 72 ცხოველი. მათგან ზოგიერთი არ დააძინეს 72 საათის განმავლობაში. შემდეგ მათი ტვინი შეადარეს სხვა, ჩვეულებრივი ცხოველების ტვინებს. აღმოჩნდა, რომ უძინარი ცხოველების ტვინში იყო სტრესის ჰორმონ კორიკოსტერონის (orticosterone) მაღალი კონცენტრაცია, აგრეთვე მათმა ტვინმა გაცილებით ნაკლები ახალი უჯრედი წარმოშვა ჰიპოკამპის სიახლოვეს. მაგრამ როდესაც სტრესის ჰორმონის დონე დარეგულირდა, ტვინმა მაშინვე დაიწყო ახალი უჯრედების სწრაფად წარმოქმნა. დადგინდა, რომ ხანგრძლივი (მაგალითად, 72 საათიანი) უძილობის შემდეგ, ტვინს ნორმალურ მდგომარეობამდე დასაბრუნებლად სჭირდება ერთი კვირა (ცხადია, ერთი კვირა ნორმალური პირობებში)

სამაგიეროდ ნერვული უჯრედების წარმოქმნის (neurogenesis) დარეგულირებას ორი კვირა დასჭირდა. ეს კი ტვინის ადვილად, შესაბამისად კი ორგანიზმის ადვილად გადაღლას იწვევდა

დოქტორმა ელისაბეტ გულდმა (Dr Elizabeth Gould) აღნიშნა, რომ ჯერჯერობით დაუდგენელია რა შედეგებს იწვევს ნაკლები ნერვული უჯრედების გამომუშავება, მაგრამ სავარაუდოდ ადამიანს ძალიან უნდება ძილი, სულ დაღლილია და მოთენთილია, აგრეთვე მგრძნობელობა დაუარესებულია და ორგანიზმი აგვიანებს საპასუხო რეაქციას გარემო ფაქტორებზე.

ადამიანები, რომელთაც აკლდებათ ძილი, უჩივიან კონცენტრაციის ნაკლებობას.

თუმცა დოქტორი ნილ სტენლი, რომელიც მუშაობს ნორფოლკისა და ნორვიჩის უნივერსიტეტების ჰოსპიტალსა და კვლევით ცენტრებში (Dr Neil Stanley, Norfolk and Norwich University Hospital) და არის სწორედ ტვინზე ძილის გავლენის კვლევის სპეციალისტი, აცხადებს რომ კვლევის შედეგები პრიდაპირი მნიშვნელობით არ უნდა აღვიქვათ, რადანაც იშვიათია ადამიანი, რომელსაც ზედიზედ 72 საათი არ სძინავს.

მაგრამ მან დაამატა, რომ კვლევა ძალიან საინტერესოა: “ძალიან საინტერესო მიგნებაა. უფრო საინტერესო იქნება თუ დღეში ცოტ-ცოტა დავულებთ ძილის საათებს ტვინს და დავაკვირდებით შედეგებს.”

კატეგორია: საინტერესო | დაამატა: dvanca (13.02.2009)
ნანახია: 231 | რეიტინგი: 5.0/1
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Copyright MyCorp © 2016