მოგესალმები, სტუმარი · RSS









მთავარი » სტატიები » საინტერესო [ სტატიის დამატება ]

შიდსის განვითარების სიჩქარე
დროის ხანგრძლივობა, რომელიც ჭირდება აივ-ინფექციას შეძენილი იმუნოდეფიციტის სინდრომად ჩამოყალიბებამდე, განისაზღვრება დნმ-მიტოქონდრიის ამა თუ იმ ვარიანტის მატარებლობით. მიტოქონდრიული დნმ (ე.წ. ჰაპტოჯგუფები) ასოცირდება შიდსის განვითარების 2—ჯერ დაჩქარებასთან, იტყობინება ჟურნალი “New Scientist”.
აშშ მკვლევარებმა კიბოს სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტიდან მერილენდში, შეისწავლეს 5 კვლევის შედეგები, რომლებშიც მონაწილეობდა აივ-ინფიცირებული, 1833 პაციენტი. კვლევები დაწყებულ იქნა 80-იანი წლების ბოლოს და 90-იანი წლების დასაწყისში, ანუ მანამ, სანამ ფართოდ დაინერგებოდა ანტირეტროვირუსული თერაპია, რამაც მეცნიერებს დაავადების ბუნებრივად განვითარების მიმდინარეობაზე დაკვირვების საშუალება მისცა.
ექსპერიმენტების მსვლელობის დროს მკვლევარები საზღვრავდნენ აივ-ინფექციის მიმდინარეობის ხანგრძლივობას შიდსთან დაკავშირებული დაავადებების განვითარებამდე. ეს მონაცემები შეუთავსეს პაციენტთა დნმ-მიტოქონდრიის ვარიანტს – უჯრედულ სტრუქტურებს, რომლებიც გამოიმუშავებენ ენერგიას. მიტოქონდრიული დნმ, რომელიც მხოლოდ დედის ხაზით გადაეცემა, ოჯახური ჯგუფის გეოგრაფიული წარმომავლობის დადგენის საშუალებას იძლევა. მის ვარიაციასთან დამოკიდებულებით, დნმ გამოყოფს ე.წ. ჰაპლოჯგუფებს, რომლებიც აჩვენებენ იმას, თუ კაცობრიობის რომელ გენეოლოგიურ ტოტს მიეკუთვნება ესა თუ ის ადამიანი.
აღმოჩნდა, რომ იმ პირებში, რომლებიც მიეკუთვნებოდნენ U5a1 და J მიტოქონდრიულ ჰაპლოჯგუფებს, აივ-ინფექციის პროგრესირების სიჩქარე 2-ჯერ მაღალი იყო, ვიდრე სხვა მონაწილეებში. ხოლო იმ პაციენტებში, რომლებიც მიეკუთვნებოდნენ H3 ჰაპლოჯგუფს, შიდსი ვითარდებოდა 2-ჯერ უფრო ნელა.
როგორც მეცნიერებმა აღნიშნეს, მიტოქონდრიული ჰაპლოჯგუფები ერთმანეთისგან განსხვავდება გამომუშავებული ენერგიის რაოდენობით. კერძოდ, U5a1 და J ჰაპლოჯგუფები გამოიმუშავებენ ენერგიის ნაკლებ რაოდენობას. აივ-ით პროვოცირებული აპოპტოზი აქტიურად მიმდინარეობს იმ იმუნურ უჯრედებში, რომელთა მიტოქონდრიები ნაკლებ ენერგიას გამოიმუშავებენ.
ეს ფაქტი ხსნის შიდსის დაჩქარებულ განვითარებას U5a1 და J ჰაპლოჯგუფების მქონე პაციენტებში.
მომავალში მიტოქონდრიული დნმ-ის განსაზღვრა შესაძლოა გამოყენებულ იქნას ამა თუ იმ პაციენტში აივ-ინფექციის განვითარების პროგნოზირებაში, აგრეთვე ანტირეტროვირუსული თერაპიის დაწყების ვადების განსაზღვრაში, დასძინეს მკვლევარებმა.
კატეგორია: საინტერესო | დაამატა: dvanca (20.01.2009)
ნანახია: 324 | რეიტინგი: 5.0/1
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Copyright MyCorp © 2017