ნევროლოგები ამტკიცებენ! - საინტერესო - სტატიების კატალოგი - მედიცინა

მოგესალმები, სტუმარი · RSS









მთავარი » სტატიები » საინტერესო [ სტატიის დამატება ]

ნევროლოგები ამტკიცებენ!
 მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ფიზიკური აქტივობა იცავს ტვინს ასაკობრივი პრობლემებისგან, კერძოდ ნეირონული ღეროვანი უჯრედების წარმოქმნის შემცირებასთან ჰიპოკამპის მიდამოში.
ითვლება, რომ ფიზიკური აქტივობის დროს ტვინის ზ.ა. მიდამოში ხდება იმ ქიმიკატის აღდგენა, რომელსაც შესწევს ახალი ღეროვანი უჯრედების მომწიფების უნარი, რომლებიც, თავის მხრივ, დიფერენცირდებიან მომწიფებულ ნეირონებად. ამ ნეირონებს გააჩნიათ სხვადასხვა ფუნქცია, რომლებიც გაერთიანებულია საერთო პროცესში – ნეიროგენეზში.
რაც უფრო მცირე რაოდენობით გამომუშავდება ღეროვანი უჯრედები ჰიპოკამპში, მით მეტად ქვეითდება ადამიანის მეხსიერება, შემეცნების უნარი და ტვინის სხვა თვისებები.
ტაივანის ეროვნული უნივერსიტეტის მკვლევარების მიერ ჩატარდა ექსპერიმენტი ლაბორატორიულ თაგვებზე. სხვადასხვა ასაკის მღრღნელები ყოველდღიურად დაახლოებით 1 საათის განმავლობაში დარბოდნენ გალიაში. ამ დროს მეცნიერები საზღვრავდნენ რეცეპტორების დონეს ჰიპოკამპში და ნეიროგენეზის აქტივობას. ნეიროგენეზის აქტივობა უფრო მეტად დაქვეითებული იყო ასაკოვან მღრღნელებში. დადგინდა, რომ სირბილმა მნიშვნელოვნად შეანელა ნეირონების დაკარგვის პროცესი, ხოლო ნეირონული ღეროვანი უჯრედების წარმოქმნა 200%-ით გაუმჯობესდა. რაც შეეხება მათი გადარჩენის სიხშირეს, ის 170%-ით, ხოლო ზრდა კი – 190%-ით გაიზარდა.
“ეს მეტყველებს იმაზე, რომ აუცილებელია ცხოვრების მჯდომარე სტილის შეცვლა, ვინაიდან ფიზიკური ვარჯიშები ხელს უწყობს ახალი ნეირონების წარმოქმნას და ამავდროულად იცავს ტვინს დაბერებასთან დაკავშირებული პრობლემებისგან,” ამტკიცებენ ნევროლოგები.
კატეგორია: საინტერესო | დაამატა: dvanca (20.01.2009)
ნანახია: 241 | რეიტინგი: 5.0/1
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Copyright MyCorp © 2016