როგორ მოქმედებს მედიკამენტები გარეგნობაზე? - საინტერესო - სტატიების კატალოგი - მედიცინა

მოგესალმები, სტუმარი · RSS









მთავარი » სტატიები » საინტერესო [ სტატიის დამატება ]

როგორ მოქმედებს მედიკამენტები გარეგნობაზე?
ჰორმონალური სილამაზე
ყველაზე მნიშვნელოვან ზეგავლენას გარეგნობაზე ახდენს ჰორმონები. ჰორმონალური ჩანაცვლებითი თერაპიის საშუალებები კლიმაქსის დროს დადებით ზეგავლენას ახდენს კანის მდგომარეობაზე. ისინი კოლაგენს არ აძლევენ დაშლის საშუალებას, რითაც ხელს უშლიან ნაოჭების გაჩენას.
აკნეს გამონაყარის არსებობისას ზოგ შემთხვევაში კანის მდგომარეობას აუმჯობესებს აბები, რომლებიც აქვეითებენ ქალის ორგანიზმში მამაკაცური ჰორმონების დონეს. ეს მედიკამენტები ასევე ამცირებენ კანის ზედაპირის ცხიმოვნებას, მათი ზეგავლენით ასევე ქრება სხეულზე და სახეზე თმიანობა. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ყველა ამ კეთილსასურველ ცვლილებას ადგილი აქვს მხოლოდ მაშინ, როდესაც ქალს აქვს ენდოკრინული დარღვევა. უნდა იქნას გათვალისწინებული, რომ ქალებისათვის განკუთვნილი მრავალი ჰორმონული პრეპარატი აძლიერებს მადას, შესაბამისად მათ შეუძლიათ გამოიწვიონ წონაში მატება. ამიტომაც მათი მიღებისას ყურადღება უნდა მიექცეს დიეტას.
მედიკამენტების გამო განვითარებული სტრიები
თირკმელზედა ჯირკვლის ჰორმონების მიღება, პირიქით, ნეგატიურად აისახება კანის მდგომარეობასა და გარეგნობაზე. საქმე ეხება გლუკოკორტიკოიდებს, რომლებსაც იყენებენ რევმატოიდული ართრიტის, მძიმედ მიმდინარე ბრონქული ასთმის და მრავალი აუტოიმუნური დაავადების მკურნალობის დროს. ამ პრეპარატების ხანგრძლივი მიღება იწვევს ორგანიზმში ცხიმის გადანაწილებას. მისი ძირითადი მასა გროვდება სხეულის ზედა ნაწილში, რისი შედეგიცაა მთვარისებრი სახე, გასქელებული კისერი და ფართო მხრები. მუცლის წინა ზედაპირზე ჩნდება მუქი მოწითალო ფერის სტრიები. უარესდება სახის კანი: მასზე ხშირად ჩნდება ფერიმჭამელები, ჭარბთმიანობა. აღინიშნება მომატებული ოფლიანობა, გაძნელებულია ჭრილობების შეხორცება.
ძველი გარეგნობის დაბრუნება შეიძლება მხოლოდ აღნიშნული ჰორმონების მოხსნის შემთხვევაში ან მათი დოზის მნიშვნელოვანი შემცირების დროს. ეს კი ყოველთვის როდია შესაძლებელი.
მოულოდნელად განვითარებული სახის სიწითლე
მედიკამენტის მიღება საკმაოდ ხშირად აისახება სახის ფერზე. სისხლძარღვთა გამაფართოებელი მედიკამენტების მიღებისას სახე წითლდება. ასე მოქმედებს მაგალითად, ჰიპოტენზიური საშუალება ნიფედიპინი ან ნიკოტინის მჟავა. იგივე მოქმედება ახასიათებს შაკიკის საწინააღმდეგო საშუალებას სუმატრიპტანს.
საინტერესოა ის ფაქტი, რომ ზოგიერთი პრეპარატი სახის კანს აძლევს უჩვეულო ელფერს. ასე მაგ. ანტიარითმული პრეპარატის ამიოდარონის მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს სახის კანის მორუხო ან მოცისფრო პიგმენტაცია. მკურნალობის შეწყვეტისას ის ნელ-ნელა ქრება. კანის ცისფერი შეფერილობა შეიძლება განვითარდეს ამანტადინის მიღებისას, რომელსაც იყენებენ პარკინსონიზმის ან გრიპის მკურნალობისას.
კანის სიმშრალე ძლიერდება სპაზმოლიტიკ ბუსკოპანის გამოყენებისას, ასევე ქრონიკული ვირუსული ჰეპატიტის მკურნალობისას და სხვა პრეპარატების გამოყენებისას.
მტვრევადი ფრჩხილები
ფრჩხილების მდგომარეობის გაუარესება შეუძლია ანტიბიოტიკ როქსიტრომიცინს. ის ნეგატიურად მოქმედებს ფრჩხილბუდეზე, რაც იწვევს ფრჩხილის არასწორ ზრდას. ეს რომ არ მოხდეს, საჭიროა ფრჩხილის ინტენსიური მოვლა-გამაგრება ადგილობრივად მოქმედი საშუალებებით.
არსებობს პრეპარატები, რომელთა ”გვერდით” ეფექტსაც წარმოადგენს კანისა და ფრჩხილების მდგომარეობის გაუმჯობესება. ასე მოქმედებს ნეირომულტივიტი და მილგამა, რომელიც გამოიყენება ნევროლოგიაში, რასაც განაპირობებს მათში დიდი რაოდენობით В ჯგუფის ვიტამინების არსებობა.
ფრჩხილებს ამაგრებს ასევე კალციუმისა და მაგნიუმის პრეპარატები. ასე, რომ ოსტეოპოროზისა და სტრესების წინააღმდეგ ბრძოლის დროს ჩვენ ხელების სილამაზეზეც ვიზრუნებთ.
კატეგორია: საინტერესო | დაამატა: dvanca (20.01.2009)
ნანახია: 319 | რეიტინგი: 5.0/3
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Copyright MyCorp © 2016