მოგესალმები, სტუმარი · RSS









მთავარი » სტატიები » საინტერესო [ სტატიის დამატება ]

პროფესიული ფსიქოფიზიკური გადაწვის პროფილაქტიკის ფსიქოთერაპიული პრინციპი
სიცოცხლე სტრესის გარეშე წარმოუდგენელია ისევე, როგორც მეეზოვე ცოცხის გარეშე. ადამიანის დღევანდელი აქტიურობა გაჟღენთილია დაძაბული სიტუაციებით, რთული ცხოვრებისეული მომენტებით, რომლებსაც უდიდესი ზიანი მოაქვს ჩვენი ფსიქისა თუ სხეულისათვის. დღევანდელი ადამიანი შეიძლება ითქვას სტიგმატიზირებულია სტრესით და მისი მრავალფეროვნებითი შემადგენლობით თუ აგებულებით. ყოველ სიცოცხლის მშვენიერ წამს ადამიანს უწევს ჭიდილი და ბრძოლა გადარჩენისათვის, მაგრამ სამწუხაროდ ვერ აცნობიერებს იმ ფაქტს, რომ ბრძოლა სიცოცხლის მთავარი კანონია და ჭეშმარიტება. ყველაფრის მიზეზი კი დროა, რომელიც ისე სწრაფად გარბის, რომ ჩვენი აღქმის ელემენტები მის გაშინაგნებასა და გათავისებას ვერ ასწრებენ, რის შედეგადაც ძალიან ბევრი ტკბილი, ულამაზესი და სასიამოვნო ცხოვრიბესეული წამი ღრმად იტენება ქვეცნობიერის უდაბნოში. დღევანდელი ცხოვრების რიტმი ძლიერ არის აჩქარებული, ადამიანს უწევს გაეკიდოს იმას რისი დაჭერის შესაძლებლობა და უნარი არ გააჩნია. ადამიანი მისდევს 100 კილოგრამს, როდესაც მისი ფიზიკური შესაძლებლობები მხოლოდ ორი თუ სამი კილოგრამის დაძლევისთვის არის განკუთვნილი. ასეთ დამიკიდებულებას კი ძალზედ მძიმე უკუჩვენებები გააჩნია.
ადამიანი, როგორც ერთიანი ფსოქოფიზიკური სისტემა, შესაძლებელია მწყობრიდან გამოიყვანოს მისდამი არასწორმა დამიკიდებულებამ და ამის მაგალითები დღესდღეობით უამრავია. სტრესი ბევრი ადამიანისათვის ცხოვრების სტილია. ასეთ ადამიანებს ქვეცნობიერად აქვთ სტრესისადმი ბრმად ჩამოყალიბებული ლტოლვა და სტრესის გარეშე ცხოვრება ვერ წარმოუდგენიათ. ერთი მხრივ ასეთი ადამიანები შექებასაც კი იმსახურებენ, მაგრამ მეორე მხრივ არ დაგვავიწყდეს თუ რა მოვლენასთან და მდგომარეობასთან გვაქვს საქმე. სტრესისადმი ბრმა ლტოლვამ შესაძლებელია შიზოფრენიამდეც კი მიგვიყვანოს. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას რომ, სტრესი მავნებელია. სტრესი შესაძლებელია მეტი მოტივაციისა და პიროვნული ზრდის მთავარ გამშვებ მექანიზმად მოგვევლინოს, თუ რა თქმა უნდა მისდამი სწორ დამოკიდებულებას ვისწავლით. დაიმახსოვრეთ, ცხოვრება ბრძოლაა, სადაც მილიარდი სტრესი მდგომარეობს და ბუდობს. ცხოვრება სტრესის რიტმია და ეს იმას არ ნიშნავს, რომ ადამიანი უნდა დანებდეს თუ მას არ შეუძლია ამა თუ იმ დროის მონაკვეთში დასძლიოს სტრესული სიტუაცია. ადამიანის შინაგანი სულიერი მდგომარეობის კანონი შეიცავს ბრძოლას გადარჩენისათვის. ბრძოლას, რომელიც მთელი საუკუნეების და ერთი დროის მანძილზე, არ მოშორებია არც ერთ სულიერ თუ უსულო სუბსტანციას. სიცოცხლის ევოლუციურ პროცესმა, ადამიანი ახალი გამოცდილებების და ახალი უნარჩვევების შეძენის წინაშე დააყენა. ადამიანს ახალი შესაძლებლობები გაუჩნდა სტრესის შედეგად. ყოველ წამს ჩვენი დამოკიდებულებები იცვლება და ახალ რიტმზე გადადის. ჩვენი ძველი ქცევის სტრატეგიები იცვლება ახალი სტრადეგიებით, არჩევანის ახალი მიმართულებებით. ყოველ წამს ჩვენ უპირისპირდებით ახალ პრობლემებს და ამოცანებს, რომლის გადასაჭრელად ჩვენ ქცევის, აზროვნების, გრძნობიების ახალი მექანიზმები გვჭირდება. ევოლუციის შედეგად ჩვენში და ჩვენს გარშემო ყველაფერი იცვლება. იცვლება ინტერესები, მოთხოვნილებები, მიზნები, რომლებსაც ჩვენი ფსიქოფიზიკური აქტივობა სხვა რიტმზე, სხვა სიჩქარეზე გადაჰყავს. ადამიანი იცვლება ყოველ წამსა და წუთს, საათს თუ დღეს, ეს ცხოვრების წესია და კანონი, რომელიც სიცოცხლის არსებობის მანძილზე უწყვეტია. ეს არის ცხოვრების რიტმი სადაც ადამიანი უდიდეს როლს ასრულებს, რა თქმა უნდა თუ ის ცნობიერად უპირისპირდება საკუთარ თავს და გარემოს.
ადამიანის სწორი ცხოვრებისეული რიტმი, სადაც მას არ ექმნება მძიმე ფსიქოფიზიკური პრობლემები, დამოკიდებულია საკუთარი პიროვნებისადმი ცნობიერი დამიკიდებულებით. როდესაც პიროვნებას გააჩნია სწორი ინფორმაცია საკუთარ შესაძლებლობებზე, თუ რისი უნარი გააჩნია მას, რისი გაკეთება შეუძლია და საერთოდ ვინ არის ის პიროვნულად, მხოლოდ ამ დროს აქვს მას შესაძლებლობა იმოძრაოს სწორი რიტმით, იმ გზით, სადაც უამრავი საბრძოლო სიტუაცია იჩენს თავს. იმისათვის რომ, ადამიანი გაუმკლავდეს პიროვნულ სტიგმებს, კომპლექსებს, შიშებს და სხვა შემაფერხებელ ნევროტულ ტიკებს, ადამიანს უნდა შეეძლოს სწორად შეაფასოს საკუთარი თავი, გარემო და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყოს მოძრაობა და პიროვნული ფსიქოლოგიური, ფიზიკური თუ სოციალური ზრდა.



ფსიქოფიზიკური გადაწვის სინდრომი როგორც ფროფესიული სტრესის შედეგად გამოწვეული რეზულტატი


ერთმა გამვლელმა სკამზე ჩამომჯდარი, ოფლში გაღვრილი სამი მუშა შენიშნა. მიუახლოვდა და ჰკითხა: `რას აკეთებთო?~
ერთმა უპასუხა, `წყეულ ურიკას დავათრევო ~,
მეორემ – `პურს ვშოულობ, ოჯახი რომ გამოვკვებოო~,
მესამემ კი ასეთი პასუხი გასცა – `მშვენიერ ტაძარს ვაშენებო~.


პროფესიული გადაწვა - ეს არის სინდრომი, რომელიც ქრონიკული სტრესის ფონზე ვითარდება. ეს არის სინდრომი რომელიც ამა თუ იმ დაწესებულებაში მომუშავე პიროვნების ემოციური და ენერგეტიკული რესურსების გამოფიტვას იწვევს, რომლის შედეგად მომუშავე პერსონალის პიროვნულ ზრდას საფრთხე ექმნება. ამ დროს მის ფსიქოლოგიურ თუ ფიზიკურ სამყაროს არ ძალუძს დასძლიოს საკუთარი მოვალეობები. პროფესიული გადაწვა ვითარდება პიროვნებაში დაგროვილი უარყოფითი სტრესების შედეგად, რასაც შეუძლია არა მხოლოდ სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებიდან მისი ამოგდება, არამედ ცხოვრებისეული რიტმიდანაც, იმ რიტმიდან სადაც პიროვნება სუნთქავს, ესმის, ხედავს და გრძნობს. ყველაზე მთავარი ის არის, რომ ეს უარყოფითი შინაგანი ჩამოყალიბებული პიროვნული აზროვნების თუ ქცევის სტრატეგია ვერ ხედავს გამოსავალს და მუდმივად ტრიალებს. ეს სტრატეგია ვერ ჰპოვებს გამოსავალს, ე.წ. განმუხტვას. ეს არის მდგომარეობა, როდესაც ბიოლოგიური ნივთიერებათა ცვლა დარღვეულია. მისი აზროვნება ყოველთვის დაკავებულია ძილის მოთხოვნილებით, რომელიც სამწუხაროდ მაინც არ კმაყოფილდება. გადაწვის ფენომენი არის ხანგრძლივი ქვეცნობიერად ჩამოყალიბებული პროცესი. გონების უარყოფითი სტრატეგიული მიმართულება და ამ მიმართულებას აუცილებლად სჭირდება შეცვლა. გადაწვა - ეს არის ხანგრძლივი პიროვნული თვითგანადგურების პროცესი, რომლის დროს პიროვნების ყველა დაცვის მექანიზმი მოშლილია და ნევროტულ ხასიათს იძენს, რაც გამოიხატება უძილობაში, დაბალ თვითშეფასებაში, აპათიურობაში, დეპრესიულ განწყობაში. ამ დროს ადამიანის შრომა ვერ რეალიზდება. მან შეიძლება უამრავი დრო დახარჯოს ამოცანის გადაჭრაში, მაგრამ მისი შედეგი უარყოფითი იქნება. ბოლო წერტილი ეგრეწოდებული პიროვნული სტიგმაა, რომელსაც პიროვნება საკუთარ თავს ანიჭებს. ეს არის ის დრო და მდგომარეობა, როდესაც პიროვნება საკუთარ თავს ბრალს დებს ყველა მსოფლიო უბედურებაში. ყოველი ნაბიჯი განიხილება როგორც უარყოფითი და უიღბლო, დანაშაულის გრძნობით სავსე. პიროვნების სხეული და მისი ნამდვილი გრძნობები ერთმანეთს დაშორებულია, უკონტაქტოა. მისი სხეული, გონება, სულიერი სიმშვიდე დარღვეულია. პიროვნება უზომოდ ღებულობს ალკოჰოლურ სასმელს, მოსაწევ ნივთიერებებს და უფრო მეტ ზიანს აყენებს საკუთარ სამყაროს. ასეთ ადამიანს ახასიათებს უმიზეზო შფოთვა, გაღიზიანება და სხვა ნევროტული სიმპტომატიკა. მაგრამ ყველაზე სამწუხარო ის ფაქტია, რომ მისი უფროსობა იშორებს ასეთ ადამიანებს, ანაცვლებს სხვა ადამიანებით, რომლებსაც უწევთ სამსახურში ადაპტაციის თავიდან განვითარება და საკუთარი როლის მორგება.

არსებობს პროფესიული გადაწვის უამრავი პიროვნული თუ სოციალური მიზეზი, მაგრამ უდავოა ის ფაქტი რომ, უმთავრესი მიზეზი ქრონიკულად განვითარებული და ჩამოყალიბებული სტრესია. სტრესი, რომელიც მხოლოდ უარყოფით ზეგავლენას ახდენს პიროვნულ ზრდაზე. გადამწვარი ადამიანები ზედმეტი ტვირთია სხვა პერსონალისათვისაც, იმიტომ რომ, აქ ჯაჭვის რეაქციის ფენომენი აუცილებლად იჩენს თავს. ასეთი ადამიანები საკუთარ მდგომარეობას ქვეცნობიერად აპროეცირებენ, ანუ გადააქვთ, პერსონალის სხვა წევრებზეც. მათი გაღიზიანება და დათრგუნული განწყობილება გადადის სხვა ადამიანზეც, რომელნიც არ არიზნ დაზღვეულნი ასეთ პრობლემებისაგან.



სტრესი ცხოვრების შემადგენელი ნაწილია, რომელიც უამრრავი ნეგატიური მდგომარეობისა და სიტუაციის გამშვები მექანიზმია. მაგრამ მას ორი მიმართულება გააჩნია, მიმართულება რომელსაც თვითონ პიროვნება ირჩევს. ადამიანს აქვს არჩევანი, როდესაც მისი დღევანდელი თუ მომავალი სიცოცხლის სიტუაცია მის მიერ შექმნილ დამოკიდებულების ხარჯზე ქმნის ცხოვრებისეულ სიუჟეტს. ჩვენ არ განვიხილავთ სტრესს როგორც ფსიქოანალიტიკურ მოვლენას და როგორც სხვა ღრმა ფსიქოლოგიური თეორიების მოსაზრებას. სტრესი მოცემულ მომენტში განიხილება როგორც გარესამყაროსადმი პიროვნების ბიოლოგიური და ფსიქოფიზიკური რეაქცია, როგორც დრაივ - მექანიზმი და დადებითი მოვლენა, რომლის მართვის შედეგად პიროვნება იკმაყოფილებს თვითრეალიზების მოთხოვნილებას, ძირითად ვიტალურ მოთხოვნილებას რომელიც შესაძლებელია უამრავ ფსიქოლოგიურ მოძღვრებაში თუ მიმდინარეობაში არ იყოს აღნიშნული როგორც ბიოლოგიური მოთხოვნილება. ჩვენ შევეხებით სტრესის მექანიზმს, როგორც მთლიან სტრუქტურას და სუბსტანციას ადამიანის ცხოვრებაში, როგორც პიროვნების ზრდის ერთ - ერთ მნიშვნელოვან მოვლენას და ცხოვრების ემადგენელ ნაწილს. სტრესული რეაქცია უაღრესად მთავარი ნაწილია პიროვნების ზრდისათვის და პიროვნული სიძლიერის ჩამოყალიბების პროცესისათვის. სტრესის სარგებელი უდრის მის მიმართ სწორი დამოკიდებულებას და აღქმითი პროცესების ცნობიერ შედეგებს. სტრესული სიტუაცია გარდაუვალია ნებისმიერ წამს და მისი არსებობა არ უნდა ქმნიდეს პიროვნების ზრდის შეფერხებას, მაგრამ არსებობს პიროვნება რომელიც ვერ უმკლავდება ამ მოვლენას და საკუთარი თავისადმი განაჩენი გამოაქვს სხვადასხვა ნევროზის თუ ფსიქოზის სახით. ჩვენ ვისაუბრებთ სტრესის დაძლევის მექანიზმების ძირითად პრინციპებზე, რომლებიც ზიანის მაგიერ დადებიტ ეფექტურობას გამოიწვევს აზროვნებით თუ ქცევითი სტრატეგიების პროცესების დროს. სტრესისადმი არასწორ დამოკიდებულებას და ბრმად აღქმულ სიუჟეტს მოაქვს მისი შედეგები რომლებიც უარყოფით არის განხილული სხვადასხვა თეორიულ თუ პრაქტიკულ მოძღვრებებში.

წარმოიდგინეთ რამდენი უაზრო ფიქრი და დარდი გაწუხებთ ძილის წინ, როდესაც შფოთავთ და არ იცით რა მოუხერხოთ ამ მძიმე წამებს. ფიქრები, დაუკმაყოფილი სურვილები და ვნებები, რომლების მონად იქცევა ხოლმე ადამიანი, რომლებსაც მთელი სიცოცხლის მანძილზე წყალს უსხამს და ანებივრებს თავისი უსუსურობით. პიროვნების საწყისი უსუსურობაა და შთაბეჭდილებების მილიარდი ტრანსული მდგომარეობა, რომლებიც უდიდეს კვალს ტოვებენ პიროვნების სამყაროში. როდესაც თქვენ ძალიან დიდი სურვილი გაგაჩნიათ იყოთ ბედნიერი და ხალისით სავსე, მაგრამ ამ დროს არ იცით და არ გრძნობთ როგორ მიაღწიოთ სრყლყოფილებას და სიმშვიდეს. ეს იწვევს თქვენში შიზოფრენიას და სხვადასხვა იზმოლოგიას, რომლებსაც ბრმად მიჰყვებით და არ ებრძვით, უფრო სწორედ თქვენ არ გაგაჩნიათ ცოდნა დაძლიოთ ის ფსიქოლოგიური თუ სოციალური სირთულეები, რომლებიც თქვენს გარშემო მუდამ იქნება, მათ ვერსად გაექცევით და თუ მოინდომებთ დამალვას, სადღაც კუთხეში ათმაგად ინანებთ და არ გაგიკვირდეთ სინანულის და ცრემლის, ტყუილის და სევდის, უბედურების და ოხვრის, იმიტომ რომ ამ მდომარეობის სათავეში თქვენ დგახართ როგორც გამშვები მექანიზმი, მხოლოდ თქვენ იქნებით ცნობიერად დამნაშავე ამ მდგომარეობის და ყოფის. ასე რომ აირჩიეთ! არჩევანი ყოველთვის არსებობს! არჩევანი არის ერთადერთი რაც გააჩნია ცნობიერ პიროვნებას. არჩევანი არის ერთადერთი საშუალება და საწყისი ცნობიერი ცხოვრების, სტრესის მიღების, სიცოცხლისადმი სწორი დამოკიდებულების.

არსებობს უამრავი ტექნიკა თუ მეთოდიკა პიროვნული ზრდის და პიროვნების გაძლიერების. ეს მიმართულება ერთადერთია, რომელიც უნდა იქცეს თქვენი ცხოვრების სტილად. ამის მიზეზი მილიარდი ტრანსული და სუგესტიური სიტუაციაა, რომლებსაც თქვენ პირისპირ დაეჯახებით თქვენი სიცოცხლის მანძილზე. ერთადერთი თვისება, რომელიც დაგეხმარებათ თქვენი სიზლიერის ჩამოყალიბებაში ეს არის ქცევა - ქმედების , აზროვნების, მოქნილობა, ანუ ფლექსიბილურობა. ჩინელებს აქვთ კარგი გამონათქვამი ამასთან დაკავშირებით, “თქვენ უნდა იყოთ როგორც წყალი, სამკუთხედ მდგომარეობაში ის სამკუთხედია, ოთხკუთხედში კი ოთხკუტხაა, წრიულში წრიულია, ცივში თბილია, თბილში კი ცივია, დაემსგავსეთ წყალს და ირბინეთ ისე რომ იჩქაროთ ნელა.”

ცხოვრება სტრესების გარეშე წარმოუდგენელია. ყოველდღიურად ადამიანი სტრესულ სიტუაციებს ეჯახება და მათთან ჭიდილს უთმობს ძალიან დიდ დროს. ზოგიერთ სტრესულ სიტუაციას ადამიანი თავისუფლად გადალახავს ხოლმე, ზოგიერთი სიტუაცია კი დიდ კვალს ტოვებს ადამიანის ფსიქოფიზიკურ სამყაროში. ბოლო დროს ძალიან დიდი ყურადღება ეთმობა სტრესისა და პროფესიონალური გადაწვის ურთიერთკავშირს.

პირდაპირ მნიშვნელობით სტრესი ნიშნავს ორგანიზმის ფსიქოფიზიკურ დაძაბულობას, ან კიდევ სტრესის ქვეშ იგულისხმება ადამიანის სხვადასხვა მდგომარეობები რომლებიც ექსტრემალური სიტუაციების დროს იჩენს თავს. მაგრამ ერთი რამ ყოველთვის ნათელია, სტრესი მთლიანი ორგანიზმის, მისი ყველა ცენტრის, დაძაბულობის მდგომარეობაა.
სტრესის მცნება პირველად განს სელიეს მიერ იყო შემოტანილი,რომელიც სტრესის თეორიულ და პრაქტიკულ საკითხებს იკვლევდა, 1935 – 1936 წწ.


სელიედან მოყოლებული სტრესის ქვეშ იგულისხმება ორგანიზმის არასპეციფიკური რეაქცია უარყოფით გარეგამღიზიანებლებზე და აგრეთვე გარესამყაროს მაღალ მოთხოვნილებებზე რომლებიც რთულ სიტუაციაში ათავსებენ ადამიანის ფსიქოფიზიკურ და ემოციურ სფეროებს. სტრესული სიტუაციის დროს ორგანიზმში სხვადასხვა ფსიქოფიზიკური ცვლილებები აღინიშნება, რამაც შეიძლება ადამიანს ზიანი მიაყენოს როგორც ფსიქოლოგიური აგრეთვე ფიზიკური და ემოციური თვალსაზრისით რაც მის სოციალური როლის შესუსტებაში მჟღავნდება ხოლმე. ყველა ზემოაღნიშნულ ფაქტორს შეუძლია ადამიანი მწყობილებიდან გამოიყვანოს და სერიოზული ზიანი მიაყენოს მის სულიერ და სოციალურ სამყაროს. ტრესული სიტუაციების მოშორება ძალზედ რთული საკითხია მაგრამ შესაძლებელია მათთან ბრძოლის სტრატეგიებისა და უნარ-ჩვევების შემუშავება, რაც დიდ დადებით როლს თამაშობს როგორც ყოველდღიურ ცხოვრებაში აგრეთვე სამსახურეობრივი მოვალეობის უკეთ განხორციელებაში.





გადაწვის ფენომენი?!


კურდღლის სორო მისი არყოფნის დროსაც სავსეა შიშით...


პროფესიონალური გადაწვა – ეს არის სინდრომი რომელიც ქრონიკული სტრესული მდგომარეობიდან მომდინარეობს და რომელსაც ადამიანის ენერგეტიკული რესურსების გამოფიტვა ახასიათებს. პროფესიონალური გადაწვა შინაგანად დაგროვილი უარყოფითი ემოციებით იწყება რომლებიც ვერ ჰპოვებენ გამოსავალს, იმდენად არიან გამჯდარი ადამიანის ცენტრებში. ძირითადათ ეს სამი ცენტრია: ფსიქოლოგიური, ემოციური და ფიზიკური. ყველაზე სახიფათო კი ის არის, რომ ეს პროცესი ნელი ტემპით მიმდინარეობს და ადაიანის შინაგან სამყაროს სრულიად “ფერფლად” აქცევს ხოლმე. ამ მდგომარეობისას ადამიანს ძალზედ უარყოფითი შინაგანი ფონი ახასიათებს, რაც სხვადასხვა სახით იჩენს თავს გარე სამყაროში. ადმიანის პროფილი შინაგანი დაურწმუნებლობით და დაუკმაყოფილებლობით ივსება რაც მის ქცევაში და საუბარში გამოიხატება ხოლმე. რა თქმა უნდა ეს ქვეცნობიერი პროცესია, რომელიც შესაძლებელია სავალალო შედეგითაც დასრულდეს, თუ ამ მდგომარეობას ცნობიერი ბრძოლა არ შესთავაზეს.







ძირითადი მიზეზები:



1. პიროვნული თვისებები
( ფსიქოლოგიური, ფიზიკური,
ემოციური პროფილი).

2. სოციალური ფაქტორი ( ოჯახი, ახლო წრე, და ა.შ.)


3. ორგანიზაციული ფაქტორი

( სამსახური, თანამშრომლები,მოვალეობების
არასწ. გადანაწ. და ა.შ.)


პროფესიონალური გადაწვის მდგომარეობა ძალიან სახიფათო ფენომენია, რომელსაც ძალიან კარგი ნიღაბი უკეთია. ამ დროს ადამიანი ძალიან ბევრს მუშაობს მაგრამ შედეგიანობის დონე დაბალი აქვს. მისი რესურსები როგორც ფსიქოლოგიური და აგრეთვე პროფესიონალური უაზროდ იხარჯება და ვერანაირ შედეგს ვერ აღწევს. გადაწვის მდგომარეობამ შესაძლებელია ადამიანი ღრმა დეპრესიაშიც მოათავსოს საიდანაც ამოძრომა ძალზედ ძნელი საქმე იქნება, ბოლოს კი საერთოდ ფსიქიატრიულში მოხვედრის საშიშროებასაც ვერ გამოვრიცხავთ.

აქედან გამომდინარე გადაწვის მდგომარეობა დიდ ყურადღებას საჭიროებს და ადამიანს მასთან ბრძოლის უნარი პირველ საფეხურზე სჭირდება. გადაწვის მდგომარეობა შეიძლება ითქვას გაუცნობიერებადი კომპლექსური მცნებაა, სადაც სტრესული მდგომარეობების ნამრავლი იგულისხმება. ისეთი სტრესული მდგომარეობების, რომლებსაც ყურადღება არ ექცევა და პატარ პატარა ტვირთებისაგან ერთი ძალზედ დიდი და მძიმე ტვირთი გროვდება, რომელსაც ადამიანი მხოლოდ ბოლოს ამჩნევს, ამჩნევს იმ დროს, როდესაც მასთან ბროლა უკვე ძალზედ ძნელია და მის თრევას დიდი ფიზიკური პრობლემებიც მოსდევს.


ტერმინი "ბურნოუტ" ( გადაწვა) შემოტანილია ამერიკელი ფსიქიატრის ფრეიდენბერგერის მიერ. 1974 წელს იმ ჯანმრთელი ადამიანების ფსიქოლოგიური მდგომარეობის დასახასიათებლად, რომლებიც პროფესიონალური დახმარების დროს იმყოფებიან კლიენტებთან ინტენსიურ, მჭიდრო ურთიერთობებში ემოციურად დატვირთულ ატმოსფეროში. თანამედროვე მონაცემებით გადაწვა არის ფიზიკური, ემოციური და გონებრივი გამოფიტვა, რომელიც ვლინდება სოციალური სფეროს პროფესიის წარმომადგენლებში.

პროფესიული გადაწვა ძირითადად 3 კომპონენტისაგან შედგება:

1. ემოციური გამოფიტვა – ემოციური სიცარიელისა და დაღლილობის შეგრძნება, რომელიც გამოწვეულია სამსახურის სპეციფიკით.

2. დეპერსონალიზაცია – საკუთარი შრომისადმი და შრომის სუბიექტებისადმი ცინიკური დამოკიდებულება.

3. პროფესიული მიღწევების რედუქცია – მუშაკს უვითარდება საკუთარ პროფესიულ სფეროში არაკომპეტენტურობის შეგრძნება, წარუმატებლობის განცდა.


მუშაკებში გვხვდება გადაწვის ისეთი სიმპტომები, როგორიცაა – დაღლილობა, შეუძლოდ ყოფნა, უძილობა, ნეგატიური დამოკიდებულება სამუშაოს, კოლეგების, კლიენტების მიმართ, აგრესიული ( აუტოაგრესიული ) განცდები და განზრახვები, უგუნებობა და მასთან დაკავშირებული ემოციები – ცინიზმი, პესიმიზმი, დეპრესია, დაურწმუნებლობის და უსუსურობის განცდები. პროფესიული გადაწვის პრევენციას, გადაწვის თავიდან აცილებისთვის საჭირო უნარ-ჩვევების გამომუშავებას მნიშვნელოვანი როლი აკისრია მუშაობის ეფექტურობის ზრდაში.


პროფესიული გადაწვის თავიდან აცილების ეფექტური გზები.

• სტრესის დაძლევის საუკეთესო საშუალებაა პრობლემებზე (სტრესის გამომწვევ მიზეზებზე) ორიენტირებული მიდგომა. თუ გადაწვა სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარეობს (იხ. ზემოდ) ყოველნაირად ეცადეთ სიტუაციის გამოსწორება პრობლემების თანმიმდევრული გადაჭრის მიმართულებით.
• შეეცადეთ დაკავდეთ პროფესიულისგან განსხვავებული რაიმე საქმიანობით – სპორტი, შემოქმედება, რაიმე ჰობი.
• ეცადეთ გამოიმუშავოთ კოპინგ-თვისებები – სიძნელეებისადმი პოზიტიური დამოკიდებულება, პასუხისმგებლობა, მაღალი თვითშეფასება, ოპტიმიზმი, ინიციატიურობა.
• ეცადეთ იცხოვროთ საკუთარი და არა სხვისი ცხოვრებით. ეს არ არის `ეგოიზმი~, უბრალოდ ფსიქოლოგიურად ნორმალურ ურთიერთობებში თქვენ ეხმარებით სხვას ბუნებრივად, როდესაც ამის მოთხოვნილება (ინტერესი) გიჩნდებათ, და არა მაშინ, როდესაც ძალაუნებურად გიწევთ ამის გაკეთება.
• ეცადეთ გამიჯნოთ სამსახურის სამყარო, და პირადი სამყარო. მაგალითად ამერიკელები როგორც კი მიუახლოვდებიან სახლს ღრმად შეისუნთქავენ და `იფერთხავენ სამსახურს~ – ეს მიდგომა, ერთი შეხედვით, ძალზე პრაგმატულია და რთულად შესასრულებელი ჩვენს რეალობაში, მაგრამ ზოგ შემთხვევებში მუშაობს.
• მონოტონურობის და გადაწვის აცილების საუკეთესო საშუალებაა ზეამოცანის დასახვა და სამუშაოს მიმართ შემოქმედებითი მიდგომა – სიახლის შეტანა, საკუთარი ინიციატივა და ა.შ.
• კარგ შედეგებს იძლევა სუნთქვითი ვარჯიშები, რელაქსაცია და
პოზიტიური ვიზუალიზაცია

• გადაწვის ეფექტის თავიდან ასაცილებლად მნიშვნელოვანია შრომის დოზირება. უნდა ისწავლოთ თავის დროზე სამუშაოს დამთავრება.

• სტრესის დროს ალკოჰოლის, მედიკამენტის და თამბაქოს გამოყენება მყარ შედეგს არ იძლევა და მხოლოდ ილუზორულ, დროებით შვებას გვაძლევს. არც ერთი მათგანი არ გამოიყენოთ დარდის ან ბრაზის გასაქარწყლებლად. ალკოჰოლის მიღება გარკვეული დოზით ქეიფისა და დროსტარებისთვისაა გამოგონილი.

• გაუზიარეთ თქვენი განცდები კოლეგას, ოჯახის წევრს, გახადეთ ანალიზის საგანი.

• მიეცით თავს უფლება იოცნებოთ! შექმენით რაც შეიძლება მეტი პოზიტიური ხატები. პოზიტიურ ხატებს გააჩნიათ რეალურ ცხოვრებაში გადატანის მაგიური თვისება.

• ხშირად მიმართეთ ე.წ. `ტაიმ-აუტს~ (მცირე შესვენებებს მუშაობის პროცესში) – შეეცადეთ გადართოთ ფიქრები სამუშაოსგან განყენებულ საკითხებზე.

• სხვადასხვა სახის ტრენინგებში და გასვლით სემინარებში მონაწილეობა კიდევ ერთი საშუალებაა სამუშაოს რუტინისა და გადაწვის გადასალახად.




ადამიანის ფსიქოფიზიკური და სოციალური ადაპტაციის თუ ზოგადად ქმედების პროცესი შესაძლებელია შევადაროთ მანქანის მუშაობის პროცესს. როდესაც ავტომობილი ადგილიდან იძვრება ის გადაცემის კოლოფის პირველ სიჩქარით იწყებს მოძრაობას, შემდეგ სისწრაფის მატებასთან ერთად გადავდივართ მეორე სიჩქარეზე, მესამეზე, მეოთხეზე და ასე ვცვლით მთავარი ტვინის, ანუ მისის მოტორული აპარატის მუშაობას. პიროვნულ ფსიქოფიზიკასაც გააჩნია მისი ბიოლოგიური რიტმი, რომელიც გარემოს ადაპტაციის შედეგად ცვალებადია და საკუთარ რიტმს სთავაზობს გარესამყაროს თუ შინაგან ცვლადებს.
საკუთარ ტავში ჩაკეტილობა და შეჩერება ნიშნავს იმას, რომ ბიოლოგიური თუ ფსიქოფიზიკური რიტმი ერთ ადგილას ტრიალებს, რომელსაც შეუძლია მთლიანი ცენტრალური ნერვული სისტემა მწყობრიდან გამოიყვანოს და უძილობას თუ შფოთვიანობას მიაბაროს ჩვენი ერთიანი ისედაც სუსტი სამყარო.
კატეგორია: საინტერესო | დაამატა: dvanca (06.04.2009)
ნანახია: 583 | რეიტინგი: 0.0/0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Copyright MyCorp © 2017