მოგესალმები, სტუმარი · RSS









მთავარი » სტატიები » რჩევები [ სტატიის დამატება ]

ბავშვის შიში სტომატოლოგთან ვიზიტის წინ
მნიშვნელოვანია, მშობელმა ბავშვი დაარწმუნოს სტომატოლოგთან ვიზიტის აუცილებლობაში. შემოგთავაზებთ რამოდენიმე რჩევას:_ არასდროს არ გამოიყენოთ სტომატოლოგი ბავშვის დასაშინებლად, მაგ. როცა ის არ იწმინდავს კბილებს;_ ნუ გაიხსენებთ მისი თანდასწრებით სტომატოლოგთან ვიზიტის უსიამოვნო დეტალებს. ეს დააშინებს მას;_ თუ თქვენ თვითონაც ძალიან გეშინიათ სტომატოლოგის კაბინეტში ყოფნა და კარგად ვერ ახერხებთ დამალოთ ეს, გააგზავნეთ ბავშვი ექიმთან სხვასთან ერთად;_ 3-4 წლის ასაკში წაიყვანეთ ბავშვი თქვენთან ერთად სტომატოლოგთან და დაასწარით თქვენი მკურნალობის პროცესს, მაგრამ ეცადეთ, წინასწარ მოელაპარაკოთ თქვენს ექიმს და არ დაასწროთ იგი რაიმე მტკივნეულ და სერიოზულ მანიპულაციას. უმჯობესია, თუ ექიმი რამოდენიმე წუთს დაუთმობს ბავშვს, გაესაუბრება, დაათვალიერებინებს თავის ინსტრუმენტებს და მშვიდი და მზრუნველი ტონით აუხსნის მას ზოგიერთი მათგანის დანიშნულებას. კარგია, თუ არ იქნება მკვეთრი განათება და არასასიამოვნო ხმაური, რათა ბავშვს არ შეეშინდეს. რამოდენიმე ასეთი ვიზიტის შემდეგ, ბავშვი უკვე უშიშრად დაათვალიერებინებს სტომატოლოგს კბილებს; _ საბავშვო სტომატოლოგიურ დაწესებულებებში, როგორც წესი, მოწყობილია გასართობი კუთხეები ბავშვებისათვის. თუ ასეთი რამ გათვალისწინებული არ არის, კარგი იქნება, თუ სახლიდან თან წაიღებთ თქვენი შვილის საყვარელ სათამაშოს ან წიგნს;_ ბავშვებისათვის სტომატოლოგიურ კაბინეტში ყოფნა ძალზედ დამღლელია, მათ მალე ღალატობთ თავშეკავების გრძნობა, ამიტომაც სასურველია, მკურნალობის სეანსი იყოს შედარებით ხანმოკლე. თუ ასეთი რამ შეუძლებელია, შეუთანხმდით სტომატოლოგს, რათა რამოდენიმე ვიზიტზე გაანაწილოს იგი. თუ თქვენი მცდელობის მიუხედავად, თქვენი ბავშვი მაინც არ გთანხმდებათ სტომატოლოგთან წასვლაზე, ასეთ შემთხვევაში უნდა დაალევინოთ მას ექიმის მიერ შერჩეული დასამშვიდებელი წამალი.
კატეგორია: რჩევები | დაამატა: dvanca (19.01.2009)
ნანახია: 282 | რეიტინგი: 5.0/2
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Copyright MyCorp © 2017