მოგესალმები, სტუმარი · RSS










მთავარი » 2009 » დეკემბერი » 2 » როგორ ვუმკურნალოთ შიშებს?
11:15
როგორ ვუმკურნალოთ შიშებს?



პირველი პირისგან

თითოეულ ჩვენთაგანს ცხოვრებაში ერთხელ მაინც გამოუცდია შფოთვის ან შიშის გრძნობა. უმეტეს შემთხვევაში ეს უსიამოვნო შეგრძნებები უკვალოდ ქრებიან, მაგრამ ხანდახან იზრდებიან, ძლიერდებიან და შეუძლიათ ცხოვრებაში ძლიერ შეგვიშალონ ხელი. როგორ გავუმკლავდეთ ფობიებს და ნევროზის სხვა გამოვლინებებს? საჭიროა თუ არა ამისათვის მივმართოთ ექიმს?

ცხოვრებისეული შემთხვევა

ბავშვობიდან ჩვენ ყველას გვასწავლიდნენ, რომ ჭამის წინ ხელები დაგვებანა. ერთი ჩემი ნაცნობისათვის ეს ჩვევა აკვიატებულ მოქმედებად იქცა. თავიდან ყველა აღფრთოვანებული იყო მისი სისუფთავით, მაგრამ შემდგომ მისი ეს თვისება, დაებანა ხელები ნებისმიერ ნივთთან ყოველი შეხების შემდეგ, ყოველგვარ საზღვრებს გასცდა. რამდენჯერ იბანდა ხელებს დღეში, არავის შეეძლო დაეთვალა, თვით მასაც კი;

მას შემდეგ კი, რაც გოგონა საათზე მეტ ხანს იჯდა საპირფარეშოში, იმის გამო, რომ მან კარი არ გააღო ხელების დასვრის შიშით, ჩემი მეგობრის ნათესავები მიხვდნენ, რომ უკვე რამე უნდა ეღონათ. მრავალი უშედეგო ცდის შემდეგ, გამკლავებოდნენ ამ აკვიატებულ თვისებას, მიმართეს ექიმ-ფსიქოთერაპევტს. საბედნიეროდ, მათ დასახმარებლად დროულად მიმართეს ექიმს და ამიტომ მკურნალობა ხანმოკლე და შედეგიანი აღმოჩნდა. რამოდენიმე კვირიანი ფსიქოთერაპიის ფონზე მიღებული მედიკამენტების შემდეგ გოგონამ შეძლო კვლავ დაბრუნებოდა ნორმალურ ცხოვრებას.

როგორ ჩნდება შიშები

თქვენ იტყვით-ეს უკიდურესი შემთხვევაა და არცთუ ხშირად ხდებაო. ეს ნამდვილად ასეა, თუმცა ბედის ირონიით, ნაკლებად გამოხატული შიშები ძალზე ხშირია. სტატისტიკის მიხედვით - მთელს მსოფლიოში სხვადასხვა ფობიებით იტანჯება ადამიანთა 4-დან 12%-მდე, ანუ ყოველ მე-10ზე მეტი! შთამბეჭდავია არა? სამწუხაროდ, ადამიანების დიდი ნაწილი, სხვადასხვა მიზეზით, საკუთარ შიშებს მალავს და არ მიმართავენ ექიმ-ფსიქოლოგებს, მათ შორის იმიტომაც, რომ კვლავ ეშინიათ. როგორ ჩნდება შიში და რატომ რცხვენიათ ადამიანებს მიმართონ სპეციალისტებს?

ამის მიზეზი, როგორც წესი, სხვადასხვაა. ჩვენი ცხოვრების გიჟური რიტმი და ინფორმაციის მასიურობა უკანასკნელ წლებში მუდმივად აფართოებს „ნორმალური" ადამიანის მდგომარეობის საზღვრებს. იმისათვის რომ ყველაფერი მოვასწროთ, გვიწევს დავაჩქაროთ ჩვენი ცხოვრების რიტმი. ეს ყოველთვის არ რგებს ჩვენს ჯანმრთელობას და შიში კი „ვერ მოვასწრებ" უფრო ართულებს სიტუაციას. შედეგად გვიძნელდება სიმტკიცისა და თვითდაჯერებულობის შენარჩუნება კრიტიკულ სიტუაციებში. როცა თვითშეფასება ეცემა, გარშემო ბევრი რამ გაუგებარი და სახიფათო გვეჩვენება, ეს კი საუკეთესო გარემოს ქმნის შიშების წარმოსაქმნელად.

კონკრეტულად როგორ შეიძლება წარმოიშვას შიშები და ფობიები? განსაზღვრულ სიტუაციაში, მაგ. ხალხით გადავსებულ მეტროს ვაგონში- ადამიანს უჩნდება უჰაერობით გაგუდვის ან ჭკუიდან შეშლის შიში. შიში თავისთავად მძაფრდება და ადამიანს შეიძლება გაუჩნდეს შეგრძნება, რომ იგი ვერ გაუმკლავდა შიშს და ამ გრძნობამ დაიწყოს „დამოუკიდებლად არსებობა", ადამიანის კონტროლის გარეშე.

ამის შემდეგ შეიძლება განვითარდეს იმის შიში, რომ ეს უსიამოვნო შეგრძნებები გაჩნდება იმავე ადგილას, იმავე სიტუაციაში, მეტროში, პიკის საათებში. ამ პერსპექტივით შეშინებული გაურბის მეტროთი მგზავრობას, ხალხმრავლობას სხვა მსგავს სიტუაციებს. ეს მნიშვნელოვნად ამცირებს ცხოვრების ხარისხს: რადგან შიშით შეპყრობილი ადამიანისთვის ფსიქოლოგიურად რთულია მეტროთი მგზავრობა, ის გაცილებით მეტ დროს დახარჯავს მიწისზედა ტრანსპორტით გადაადგილებაზე.

ახლა რა ვქნათ?

გასაგებია, რომ ასეთ სიტუაციაში მთავარია შენარჩუნებულ იქნეს სიმშვიდე და თვითდაჯერებულობა. ნებისმიერი შიშისგან შეიძლება განთავისუფლება, თუ არ ჩაიკეტებით საკუთარ თავში, იმოქმედებთ და დახმარებისთვის მიმართავთ როგორც საკუთარი თავის, ასევე გარშემომყოფებს, მათ, ვისაც შეგიძლიათ პრობლემები და განცდები გაუზიაროთ. ასწიეთ თქვენი თვითშეფასება, ისწავლეთ ყოველდღე დაძლიოთ შიში, იკითხეთ წიგნები და უყურეთ ფილმებს, რომლებიც შიშისგან განთავისუფლებაში დაგეხმარებათ. თუ ზემოთ ჩამოთვლილი საშუალებები არ გშველით, მიმართეთ სპეციალისტს -ფსიქოთერაპევტს. როცა ფობიები, აკვიატებული და სხვა შფოთვის გამომწვევი დარღვევები იმდენად გამოხატულია, რომ ხელს გიშლით ცხოვრებაში, ასეთ დროს ექიმ-ფსიქოლოგთან მისვლა დაგეხმარებათ გათავისუფლდეთ მათგან და დაიწყოთ ცხოვრება სრული რიტმით.

ფსიქოთერაპევტი - ვინა არის ის?

ფსიქოთერაპევტი - ესაა სპეციალისტი, რომელიც მუშაობს სხვადასხვა ფსიქოლოგიურ და სამედიცინო პრობლემებთან.
ხალხის ნაწილს აქ უჩნდება კითხვა" „ამ სპეციალისტმა მე რა უნდა გამიკეთოს?" „ფსიქოტროპული წამლებით უნდა მკვებოს?"

სინამდვილეში ფსიქოთერაპევტი - ისეთივე ექიმია, როგორც ყველა სხვა დანარჩენი, მაგრამ თუ გასტროენტეროლოგი მკურნალობს გასტრიტს ან ნაღვლის ბუშტში არსებული კენჭებისგან გათავისუფლებაში გეხმარებათ, ფსიქოთერაპევტი გეხმარებათ განიკურნოთ შიშებისა და სხვა პრობლემებისაგან. განსხვავება იმდენად დიდი არაა, რომ უარი ვთქვათ ამ დახმარებაზე და ველოდოთ, შიში როდის გამძაფრდება და შთანთქავს ადამიანის ძალებსა და ენერგიას.

თუ თქვენ მოიტეხეთ ფეხი, მიდიხართ ტრავმატოლოგთან და გიკეთებენ თაბაშირს, რათა ძვალი სწორად შეხორცდეს. ჩვენი ფსიქოლოგიური მდგომარეობაც შეიძლება გატყდეს: ეს არ იქნება ისეთი შესამჩნევი, როგორც ფეხის მოტეხვა, მაგრამ შედეგი შეიძლება უფრო სამწუხარო აღმოჩნდეს.

სამწუხაროდ ჩვენთან ყოველთვის მიღებული იყო, ყურადღება არ მიგვექცია ისეთი „წვრილმანებისათვის" როგორიც ფსიქოლოგიური პრობლემებია: თუ გსურს ამოთქვა- გაუზიარე მეგობარს. მამაკაცებში კი ამაზე ლაპარაკი საერთოდ მიუღებელია. არადა ეს ძალზე მნიშვნელოვანი საკითხია. სულიერი ჯანმრთელობა შეიძლება დაიკარგოს შეუმჩნევლად: ამასთანავე არ გტკივა მუცელი ან წელი და მარტო გრძნობები: მწუხარება, შიში, შფოთვა - გვაგრძნობინებენ, რომ ყველაფერი წესრიგში არაა. ამიტომ საჭიროა ყურადღებით მოვეკიდოთ საკუთარ ფსიქოლოგიურ მოთხოვნილებებს. არის სიტუაციები, როცა გულახდილი საუბარი მეგობართან არაა საკმარისი პრობლემის გადასაწყვეტად. ამ შემთხვევაში უნდა მიმართოთ ექიმ-ფსიქოთერაპევტს და მკურნალობა იქნება აზრიანი, ყურადღებიანი და პროფესიონალური.

როგორ იკურნება შიშები

თავიდან ექიმი-ფსიქოთერაპევტი ყურადღებით მოუსმენს პაციენტს და შეაგროვებს ინფორმაციას იმაზე, თუ რამდენი ხანია აწუხებს ეს შიში, რაში გამოიხატება და რა პირობებში იჩენს თავს. შემდეგ, საჭიროების შემთხვევაში პაციენტს უტარდება დამატებითი გამოკვლევა. საქმე იმაშია, რომ ხანდახან შიშები, ფობიები და სხვა ნევროზული გამოვლინებები გამოწვეულია არა მარტო ფსიქოლოგიური პრობლემებით, არამედ ნერვული სისტემის დისფუნქციით და შინაგანი ორგანოების დაავადებებითაც კი, მაგ. გამოწვეული ტვინის ჟანგბადით მოაარაგების დეფიციტით ჯერ კიდევ მშობიარობის დროს. ასეთ შემთხვევაში დამატებითი გამოკვლევა დაეხმარება ექიმს მკურნალობის სწორი ტაქტიკის არჩევაში.

როცა დიაგნოზი აშკარაა, იწყება თერაპია. ზოგიერთ შემთხვევაში პაციენტს შეიძლება დაენიშნოს პრეპარატები, რომლებიც შეამცირებენ შფოთვის შეგრძნებას, გააუმჯობესებენ თავის ტვინის კვებას და განამტკიცებენ ნერვულ სისტემას. მიზანი მათი დანიშვნისა არის ორგანიზმის მედიკამენტოზური მხარდაჭერა, იმ ცვლილებების კორექცია, რომლებიც აღმოჩენილ იქნა. წამლების პარალელურად ან მათ გარეშეც კი, ტარდება ფსიქოთერაპიული მკურნალობა

ფსიქოთერაპევტის მკურნალობის მეთოდი- ფსიქოთერაპიაა. ადამიანის დახმარების ასეთი მეთოდი- არა „მხოლოდ საუბარია", როგორც ხანდახან შეიძლება მოგეჩვენოთ. ეს საუბარი აგებულია განსაზღვრული სახით და მისი დახმარებით პაციენტს შესაძლებლობა ეძლევა დაინახოს ის, რაც დაეხმარება შიშის დაძლევაში. რიგ შემთხვევებში შეიძლება სამკურნალო ეფექტი პაციენტის გაუცნობიერებლადაც მოხდეს.

როგორც წესი ფსიქოთერაპევტი ფლობს ფსიქოთერაპიის რამოდენიმე მეთოდს. პაციენტთან საუბრისას სპეციალისტი საზღვრავს, რომელი მეთოდია უკეთესი ამ ადამიანისათვის და იწყებს ფსიქოთერაპიულ მკურნალობას, საჭიროების შემთხევაში სხვა ფსიქოთერაპიულ მეთოდებთან კომბინირებით. ამ მუშაობის შედეგად პაციენტს შესაძლებლობა ეძლევა გაუმკლავდეს შიშს, შფოთვას, აცნობიერებს შიშის წარმოშობის მიზეზებს და სწავლობს მის წარმატებულად დაძლევას. ეს საშუალებას აძლევს მას დაიწყოს სრულფასოვანი ცხოვრება შიშისა და შფოთვის გარეშე.

კატეგორია: სასარგებლო რჩევები | ნანახია: 1876 | დაამატა: dvanca | რეიტინგი: 4.0/1
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Copyright MyCorp © 2024