როგორ მოქმედებს წყალმცენარეები, ტალახები ორგანიზმზე?წყალმცენარეები, ტალახები ორგანიზმზე სხვადასხვაგვარად მოქმედებს: 1. ასტიმულირებს ნივთიე - 12 ნოემბერში 2010 - მედიცინა

მოგესალმები, სტუმარი · RSS










მთავარი » 2010 » ნოემბერი » 12 » როგორ მოქმედებს წყალმცენარეები, ტალახები ორგანიზმზე?წყალმცენარეები, ტალახები ორგანიზმზე სხვადასხვაგვარად მოქმედებს: 1. ასტიმულირებს ნივთიე
23:17
როგორ მოქმედებს წყალმცენარეები, ტალახები ორგანიზმზე?წყალმცენარეები, ტალახები ორგანიზმზე სხვადასხვაგვარად მოქმედებს: 1. ასტიმულირებს ნივთიე

წყალმცენარეები, ტალახები ორგანიზმზე სხვადასხვაგვარად მოქმედებს:
1. ასტიმულირებს ნივთიერებათა ცვლას;
2. არის მიკროელემენტების, ვიტამინების და ამინომჟავების წყარო;
3. აუმჯობესებს კანის ხარისხს;
4. ზრდის კუნთოვან ტონუსს;
5. ბლოკავს ცხიმოვანი უჯრედების  ალფა და ასტიმულირებს ბეტა-უჯრედებს, რაც საშუალებას იძლევა  ვებრძოლოთ ცელულიტს და ჭარბ ცხიმგროვებს;
6. ეწინააღმდეგება კანის საფარველის მთლიანობის დარღვევას.
როდის არის თალასოთერაპია უკუნაჩვენები?
თალასოთერაპიის უკუჩვენებაა
1. გულ-სისხლძარღვთა სისტემის ზოგიერთი დაავადება;
2. სისხლის დაავადებები;
3. ფარისებრი ჯირკვლის ჰიპერფუნქცია და სხვა ენდოკრინული დაავადებები;
4. ონკოლოგიური დაავადებები;
5. გინეკოლოგიური დაავადებები (მიდრეკილი სიმსივნეებისადმი);
6. კანის ზოგიერთი დაავადება.
მდუღარე  აბაზანები
თალასოთერაპიის პროცედურებში ყველაზე საინტერესოა "მდუღარე აბაზანები". ეს მეტად სასიამოვნო და სასარგებლო პროცედურაა, რომელიც ჯაკუზის პრინციპს წააგავს. ზღვის წყალში უმატებენ  ზეთოვან  ესენციებს. მდუღარე აბაზანების სახესხვაობას მიეკუთვნება "ბუშტუკოვანი" აბაზანები   წყალმცენ არეებით გამდიდრებულ  წყალს  პირწმინდად  გამოჰყავს ტოქსინები და ქმნის განწყობას, თითქოს  გაზიან ზღვაში მოხვდით.
ზღვის  მარილი და კოსმეტოლოგია
ზღვის მარილი ბუნებრივი ბალნეოლოგიური საშუალებაა. ძირითადი მოქმედი ნივთიერებაა ნატრიუმის ქლორიდი. შეიცავს ბიოაქტიური მიკროელემენტების (ნატრიუმი, კალიუმი, მაგნიუმი, კალციუმი) და მიკროელემენტების (ლითიუმი, რკინა, სპილენძი, ქრომი, მანგანუმი, მოლიბდენი, ბორი და სხვა) ბუნებრივ დაბალანსებულ კომპლექსს, კრისტალშორის თიხას და ა.შ. ზღვის მარილი აღიზიანებს კანს, იწვევს სისხლის მიდინებას  და  აჩქარებს დაზიანებული საფარველის რეგენერაციას. იგი სტრესისა და  სპაზმების საწინააღმდეგო  ეფექტიანი საშუალებაა, რადგან ასტიმულირებს ვეგეტაციურ  ნერვულ სისტემას, აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას, დადებითად მოქმედებს კანის ტონუსზე და ფართოდ გამოიყენება კოსმეტოლოგიაში.
ზღვის მარილის აბაზანა
ქალს ხშირად არა აქვს შესაძლებლობა, ისიამოვნოს სითბოს სასარგებლო მოქმედებით, მოიკრიბოს  ძალები და იზრუნოს ჯანმრთელობასა და სილამაზეზე.  ყველაფერი ძალიან მარტივია  საკმარისია გამონახოთ 15 წუთი, ჩაწვეთ ზღვის აბაზანაში, იხმაროთ არომატული ეთერზეთები ან ზღვის პროდუქტებით დამზადებული კოსმეტიკა.
როგორ მივიღოთ ზღვის მარილის აბაზანები
წყლის პროცედურების დაწყება სჯობს სკრაბით ან მარილის საპნით კანის გასუფთავებით. მოამზადეთ  აბაზანა ზღვის მარილით (დაუმატეთ ნატურალური ან მცენარეული ექსტრაქტების ეთერზეთები). მარილის კონცენტრაცია ერთ აბაზანაზე არის 100გ-დან 1 კგ-მდე. კოსმეტიკური ან სამკურნალო პროფილაქტიკური ეფექტის მისაღებად მარილის დოზა  ერთ აბაზანაზე არ აღემატება 100-300 გ-ს. სამკურნალო კონცენტარაციის მისაღებად მარილის დოზა  1 კგ-მდეა ერთ აბაზანაზე. აბაზანის მიღებისას წყლის ტემპერატურა დაახლოებით უნდა იყოს 35-39ჩ. აბაზანა მიიღეთ 10-20 წუთის განმავლობაში ყოველდღე ან დღეგამოშვებით. კურსი მოიცავს 10-15 პროცედურას.
ზღვის მარილი  და  ცელულიტი
ზღვის მარილები ძალიან ეფექტიანია ცელულიტის სამკურნალოდ. მაგრამ მარილიანი აბაზანები სასურველია მიიღოთ სხვა ანტიცელულიტური საშუალებებისა და მეთოდების პარალელურად.
განსაკუთრებით სასარგებლოა მკვდარი ზღვის მარილი, რომლის წყალი შეიცავს მცირე რაოდენობით  საჭმელ მარილს, მაგრამ მდიდარია მაგნიუმით, კალციუმით, იოდითა და რკინით. ზღვის აბაზანები კანს ენერგიით ავსებს, ხოლო მარილიანი წყალი  კურნავს. ზღვის წყალში კანი ნაკლებად კარგავს ტენიანობას, ვიდრე ჩვეულებრივ წყალში. ზღვის მარილი ხელს უწყობს ქსოვილებიდან  წყლის, წიდების  გამოდევნას, კანს ხდის უფრო მკვრივს და ელასტიურს. რეგულარული  აბაზანები თანდათან აქრობს ცხიმგროვებს ე.წ. ბალიშებზე, დუნდულა კუნთებსა და  თეძოებზე. ძალიან კარგი იქნება, თუ აბაზანაში ჩაუმატებთ რამდენიმე წვეთ ეთერზეთს. ცელულიტის  ეფექტიანი მკურნალობისთვის საკმარისია აბაზანაში კვირაში 1-2-ჯერ ზღვის მარილის დამატება. ცხელ წყალში გახსენით 500 გ მსხვილი მარილის კრისტალი და ჩაასხით აბაზანაში. წყლის ტემპერატურა არ უნდა აღემატებოდეს 37 ჩ-ს. აბაზანის მიღების დროა 20 წუთი. შემდეგ აუცილებლად გადაივლეთ თბილი წყალი და ჩაიცვით ხაოიანი ხალათი. ზღვის მარილი შეიძლება გამოიყენოთ "ფორთოხლის კანის" სამკურნალოდ. მკერდის ტონუსის გასაუმჯობესებლად საუცხოოა  ზღვის  აბაზანები და ტალახის შეხვევები. მკერდი უფრო მკვრივი და ლამაზი რომ გაგიხდეთ: ჩაყარეთ აბაზანაში 400 გ მსხვილმარცვლოვანი ზღვის მარილი. უმჯობესია, თუ აავსებთ აბაზანას თბილი წყლით, რადგან ცხელი წყალი უარყოფითად მოქმედებს  კანზე - აცლის მას ბუნებრივ ცხიმს და აშრობს. თბილი წყალი ამ თვალსაზრისით, გაცილებით  მსუბუქი და სასარგებლოა. გულ-სისხლძარღვთა სისტემით დაავადებულთათვის ასეთი  აბაზანები  უკუნაჩვენებია.
შეხვევა
შეხვევა  თალასოთერაპიის ერთ-ერთი მეთოდია, რომლის დროსაც გამოიყენება ზღვის წყალმცენარეები და სხვა მცენარეული წარმოშობის კომპონენტები. შეფუთვა შეიძლება გამოყენებულ იქნეს მასაჟთან და კანის გასასუფთავებელი საშუალებებით (სკრაბი, პილინგი, ლოსიონი), რაც მნიშვნელოვნად ზრდის პროცედურის ეფექტიანობას: კანის გაწმენდის შემდეგ პრობლემურ  უბნებზე ლოკალურად ან სრული შეხვევის სახით სპეციალური აპკის ქვეშ ადებენ აქტიურ პრეპარატს, რაც ქმნის სათბურის ეფექტს და ახდენს კომპრესიას. ეს მეთოდი ააქტიურებს ლიმფის ცირკულაციას, ლიმფასთან ერთად გამოაქვს ქსოვილებიდან ტოქსიკური  ნივთიერებები, რომლებიც დაგროვილია უჯრედშორის  სითხეში, გამოაქვს ტოქსინები საოფლე ჯირკვლების  სადინარებიდან, ზრდის მიკროელემენტების და მინერალური ნივთიერებების კონცენტრაციას. გარდა ამისა, წონის კორექციის შესანიშნავი მეთოდია.
ცხელი  შეხვევის  უკუჩვენებაა:
1. ვარიკოზული დაავადება;
2. კუპეროზი;
3. შესაძლო ზემოქმედების უბანში სისხლძარღვოვანი დარღვევები;
4. გინეკოლოგიური დაავადებები (ფიბრომიომა, ენდომეტრიოზი, მასტოპათია და სხვა);
5. ეპილეფსია.
ამ  უკუჩვენებებისას გამოიყენება აქტიური კომპონენტებით ცივი შეხვევები. ეფექტიანობის გასა-უმჯობესებლად  და კანში აქტიური ინგრედიენტების უკეთ შეღწევისთვის აუცილებელია თალა-სოთერაპიის შერწყმა მანუალურ მასაჟთან, რაც მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ლიმფოდრენაჟს, სისხლის მიკროცირკულაციას და კანქვეშა ცხიმოვანი ქსოვილის დრენირებას.
მიმიკური ნაოჭები
 როცა ადამიანი შუბლს იჭმუხნის, წარბებს ამოძრავებს ან იცინის, მას სახეზე მიმიკური ნაოჭები უჩნდება. თუ ზომები დროულად არ მივიღეთ, ნაოჭები შეიძლება მუდმივი ანუ სტატიკური გახდეს. მიმიკურ ნაოჭებს ებრძვიან ბოტულოტოქსინით, რომელიც კანქვეშ  შეჰყავთ. ეს ნივთიერება განსაზღვრულ კუნთებს შეკუმშვის საშუალებას არ აძლევს, ამიტომ, როგორც არ უნდა ეცადოთ, შუბლს ვეღარ შეიჭმუხნით, თუმცა 6-8 თვის შემდეგ ბოტულოტოქსინის მოქმედება  შესუსტდება და საჭირო გახდება ინექციის განმეორება. თუ  მიმიკური ნაოჭები უკვე ძალიან ღრმაა, ბოტულოტოქსინთან  ერთად ჰიალურონის მჟავას იყენებენ. ეს ნივთიერება ჟელეს ჰგავს. იგი კანქვეშ იმ უბანში შეჰყავთ, სადაც ღრმა ნაოჭია განვითარებული. კანის ზედაპირი წამოიწევა და ნაკეცი გადასწორდება. დროთა განმავლობაში ჟელე  გაიწოვება და საჭირო ხდება კოსმეტოლოგთან  ხელახალი ვიზიტი.
სახის  გასაწმენდად
სახის გასაწმენდად გამოიყენება კოსმეტიკური ლოსიონები, საპონი, რძე, რომლებიც უნდა შეარჩიოთ  თქვენი კანის შესაბამისად.
გთავაზობთ კანის გასაწმენდ ბუნებრივ საშუალებებსაც:
ნებისმიერი ტიპის კანს წმენდს, გამოშრობისაგან  იცავს, არბილებს და ელასტიკურს ხდის მცენარეული ზეთი – დაასველეთ ბამბის ტამპონი ცხელ  წყალში, გაწურეთ, შემდეგ დაასველეთ ზეითუნის, მზესუმზირის ან სიმინდის ზეთში და ამ ტამპონით გაიწმინდეთ სახისა და კისრის კანი. 1-2 წუთის შემდეგ ზეთი ჩამოიწმინდეთ ცხელი წყლით განზავებულ ვაშლის წვენში დასველებული  ბამბის ტამპონით.
კანს წმენდს, ატენიანებს, ათეთრებს, ჭორფლსა და პიგმენტურ ლაქებს აშორებს ნაღები, დამჟავებული  რძე, მაწონი, კეფირი. რაც უფრო ცხიმიანი და უხეშია კანი, მით უფრო მჟავე პროდუქტი უნდა შეარჩიოთ. მშრალი ბამბა დაასველეთ დამჟავებულ რძეში ან მაწონში და გაიწმინდეთ სახე. შემდეგ  აიღეთ ახალი ტამპონი და კიდევ ერთხელ გაიწმინდეთ. ყოველი მომდევნო ტამპონი სულ უფრო მეტად უნდა იყოს დასველებული. ბოლოს კი კარგად გაწურული ტამპონით ჩამოიწმიდეთ მაწვნის ნარჩენები. თუ მშრალი კანი გაქვთ, სახე წყლით ჩამოიბანეთ და მკვებავი კრემი წაისვით, ხოლო ცხიმიანი კანის შემთხვევაში მაწვნის ბოლო ფენა დილამდე დაიტოვეთ.
კანს  შავ  წერტილებს  აშორებს, წმენდს, ფორებს უფართოებს, გლუვსა და ცოცხალს  ხდის შვრიის ბურღულით ჩამობანა. შვრიის ბურღული დაფქვით ყავის საფქვავში. 1 ჭიქა შვრიას დაუმატეთ 1 ჩ.კ. საჭმელი სოდა, კარგად აურიეთ და შეინახეთ მინის ქილაში. ჩამოსაბანად დაგჭირდებათ ამ ნარევის 1 ს.კ. რომელსაც უმატებთ თბილ წყალს ისე, რომ მიიღოთ მოსქელო ფაფა და წაისვით სახესა და კისერზე. როცა ეს მასა სახეზე შეგაშრებათ, ჩამოიბანეთ თბილი წყლით.
შეგიძლიათ  მოამზადოთ  გასაწმენდი ლოსიონი  მშრალი და ნორმალური კანისთვის: 1 კვერცხის გული  ათქვიფეთ 100 გ. არაჟანთან, დაუმატეთ 1/4 ჭიქა არაყი და ნახევარი ლიმონის წვენი. ეს ნარევი არა მარტო წმენდს, არამედ კვებავს და ათეთრებს კანს.

კატეგორია: კოსმეტოლოგია | ნანახია: 643 | დაამატა: dvanca | რეიტინგი: 0.0/0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Copyright MyCorp © 2017