მოგესალმები, სტუმარი · RSS










მთავარი » 2009 » დეკემბერი » 2 » კარიესს არ სძინავს
10:07
კარიესს არ სძინავს


 კარიესი სხვა არაფერია, თუ არა ღრმული, რომელიც კბილის მაგარი ქსოვილის (მინერალური ნივთიერებების) დაშლის შედეგად ვითარდება.
კბილის ქსოვილი ყველაზე მყარი და მაგარია ადამიანის ორგანიზმში არსებულ ქსოვილებს შორის. ეს გასაკვირი არც არის: კბილის მინანქრის 95% ხომ მყარი მინერალური მარილებისგან შედგება, რომლის მთავარი საშენი მასალა კალციუმი გახლავთ.
გარდა მინანქრისა, კბილის მაგარ ქსოვილს ქმნის დენტინიც. მინანქარი მხოლოდ და მხოლოდ კბილის ხილულ (ღრძილიდან ამოშვერილ) ნაწილს ფარავს, ხოლო მის შიგნით არსებული მასა და მთელი დანარჩენი კბილი – ფესვი და ყელი – დენტინისგან შედგება. იგი მინანქარზე რბილია, რაც მასში მყარი მინერალური ნივთიერებების დაბალი შემცველობის ბრალია. ამიტომაც არის, რომ თითქოს დაუზიანებელი მინანქრის ქვეშ დენტინი ხშირად სრულებით დაშლილია – შედარებით რბილი ქსოვილი იოლად და სწრაფად ზიანდება.
აი, ტკივილს კი არც დაზიანებული მინანქარი იწვევს და არც დენტინი. დისკომფორტის მიზეზი დენტინის შუაგულში (კბილის არხში) მოთავსებული ნერვი გახლავთ.

კარიესი განვითარების რამდენიმე სტადიას გადის. ალბათ, ძნელი მისახვედრი არ არის, რომ რაც უფრო ღრმაა ხვრელი, მით უფრო შორს არის წასული კარიესული პროცესი ანუ კბილის ქსოვილის დემინერალიზაცია.
საწყისი კარიესი – ასე უწოდებენ მინანქრის დაშლის საწყის სტადიას, როდესაც კბილზე მხოლოდ განსხვავებული ფერის პატარა ლაქას თუ შეამჩნევთ. ამ დროს მინანქარი ზედაპირულად არის დაზიანებული.
საშუალო – კარიესული ღრუ გაღრმავებულია და დენტინამდე აღწევს.
ღრმა კარიესის დროს საქმეში დენტინიც ერთვება და ხვრელი პულპამდე (არხში მდებარე რბილ ქსოვილამდე) და, შესაბამისად, ნერვამდე აღწევს.
როგორც სტომატოლოგები გვარწმუნებენ, იმისთვის, რომ ერთი პაწაწინა დაზიანებული უბნიდან ღრმა კარიესი ჩამოყალიბდეს, საკმაოდ დიდი დრო – წელიწადი-წელიწადნახევარი მაინც არის საჭირო. ხოლო თუკი პროცესს საწყის ეტაპზე აღმოვაჩენთ და შესაბამის ზომებსაც მივიღებთ, "ჭიანი კბილი” დიდხანს აღარ შეგვაწუხებს.

პრობლემის თავიდათავი – შაქარი?
მოდით, კიდევ ერთხელ გავიხსენოთ ფრიად მნიშვნელოვანი ფაქტი: პირის ღრუ უამრავი ბაქტერიით არის დასახლებული, რომელთაც, ჩვეულებრივ, არავითარი ზიანი არ მოაქვთ.
მიკროორგანიზმები ცხოველმყოფელობის პერიოდში გამოიმუშავებენ მჟავას (მათ შორის ყველაზე აგრესიული რძემჟავაა), რომელიც კბილის ქსოვილის დაშლას იწვევს. რაკი პირის ღრუს ბინადარი ბაქტერიები ძირითადად ნახშირწყლებით იკვებებიან და სწორედ მათი დაშლის შედეგად წარმოქმნიან მავნე მჟავებს, ტკბილეული კბილების მთავარ მტრად შერაცხეს, მაგრამ, როგორც მოგვიანებით აღმოაჩინეს, მნიშვნელობა ჰქონია არა მიღებული ნახშირწყლების (შაქრის, კანფეტების...) რაოდენობას, არამედ პირის ღრუში მათი დაყოვნების დროს. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, რაც უფრო მალე მოვაცილებთ კბილებს ტკბილეულის ნარჩენებს, მით მეტად შევამცირებთ კარიესის განვითარების რისკს.
ამისთვის დღესდღეობით მრავალი საშუალება არსებობს: ჯაგრისი, ფლოსი (სპეციალური ძაფი), საღეჭი რეზინი.
საღეჭი რეზინი ამჟამად კბილის კარიესის პროფილაქტიკის ერთ-ერთ ეფექტურ საშუალებად მიიჩნევა. ამ თვალსაზრისით უშაქრო ორბიტი საუკეთესო ვარიანტია – მასში შემავალ შაქრის შემცვლელ ნივთიერებებს პირის ღრუს ბინადარი მიკროორგანიზმები ვერ ითვისებენ, ამიტომ მავნე მჟავების წარმოქმნის რისკიც მინიმალურია, ხოლო მისი საბავშვო ვერსია, გარდა იმისა, რომ შაქარს არ შეიცავს და კარიესის პროფილაქტიკის შესანიშნავი საშუალებაა, გამდიდრებულია კალციუმით, რომელიც ძვლოვანი ქსოვილისა და კბილებისთვის ერთგვარ საშენ მასალას წარმოადგენს. ამდენად, საბავშვო ორბიტი მხოლოდ პირის ჩასატკბარუნებელი საშუალება კი არა, მოზარდი ორგანიზმის ჯანმრთელობისთვის მეტად მარგებელი პროდუქტიც გახლავთ.

 
კატეგორია: სტომატოლოგია | ნანახია: 778 | დაამატა: dvanca | რეიტინგი: 0.0/0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Copyright MyCorp © 2017