მოგესალმები, სტუმარი · RSS










მთავარი » 2009 » სექტემბერი » 22

ყველაზე მეტი შეკითხვა ყოველთვის ჰორმონებთან დაკავშირებით ჩნდება. ასეთი პატივი არც ანტიბიოტიკებს რგებიათ და არც ალერგიის საწინააღმდეგო მედიკამენტებს. ნუთუ ასეთი საშიშია ჰორმონოთერაპია? ეგებ მედიცინამ ჰორმონების შესახებ ბოროტი ხმები უკვე გააბათილა?

ჰორმონული მედიკამენტების ხსენება ბევრს აფრთხობს. მართლა სარისკოა თუ არა მათი მიღება?


– ჰორმონული პრეპარატები მხოლოდ ჩვენების არსებობის შემთხვევაში ინიშნება, თუმცა მათ, ისევე როგორც სხვა მედიკამენტებს, ძირითადთან ერთად გვერდითი ეფექტებიც აქვთ. მედიკამენტის დანიშვნისას ექიმი ამას ყოველთვის ითვალისწინებს. ჰორმონული პრეპარატები ინიშნება მხოლოდ მაშინ, როდესაც უკუჩვენება არ არსებობს და მაშინ, როდესაც დარწმუნებული ვართ, რომ წამლის სარგებელი ბევრად აღემატება მასზე უარის თქმით გამოწვეულ რისკს.
არსებობს პათოლოგიები, რომლებიც ჩანაცვლებით ჰორმონულ თერაპიას საჭიროებს. მიუხედავად ამისა,  ბევრი ალტერნატიულ გზებს ეძებს – ფიტოთერაპიას, ჰომეოპათიას... რამდენად გამართლებულია ამგვარი ქმედება?
– მართლაც არსებობს დაავადებები, როდესაც საჭიროა, ენდოგენურად პროდუცირებადი ჰორმონის დეფიციტი ეგზოგენურად, ჰორმონული პრეპარატის  მეშვეობით შევავსოთ, ანუ ორგანიზმში ბუნებრივად სინთეზირებული ნივთიერების უკმარისობისას მისი ანალოგი გარედან ... გააგრძელე კითხვა »

კატეგორია: ქალის ჯანმრთელობა | დათვალიერება: 3662 | თარიღი: 22.09.2009 | რეიტინგი: 5.0/1


   მრავალი სპეციალისტისგან გაიგონებთ, შაქრიანი დიაბეტი დაავადება კი არა, ცხოვრების წესიაო. მიუხედავად ასეთი ოპტიმისტური განცხადებისა, ვერსად წავუვალთ იმ ფაქტს, რომ შაქრიანი დიაბეტი გართულებებს იწვევს.
მოდით, იმ შედეგებზე ვისაუბროთ, რომლებსაც ყველაზე ხშირად იწვნევენ ხოლმე დიაბეტით დაავადებულნი.
დაზარალებული თვალის ამბავი
  როგორც ჩანს, შაქრიანი დიაბეტი სისხლძარღვების საგრძნობლად აზიანებს. სწორედ ამის ბრალია, რომ პათოლოგიის დროს ბევრი ორგანო მწყობრიდან გამოდის და ფუნქციას კარგავს.
   ერთ-ერთი “დაზარალებული” ორგანო თვალია. შაქრიანი დიაბეტი მას სხვადასხვაგვარ ზიანს აყენებს (კატარაქტა, გლაუკომა), მაგრამ ყველაზე ხშირი და ვერაგი გართულება რეტინოპათიაა.
   დიაბეტური რეტინოპათიის დროს თვალბუდის ფსკერზე მოთავსებულ სისხლძარღვოვან ქსელში პათოლოგიური ცვლილებები მიმდინარეობს: კაპილარები სკდება და იქიდან სისხლი იწყებს ჟონვას. ჩნდება სისხლჩაქცევები. უყურადღებობისა და არაადეკვატური მკურნალობის შემთხვევაში ამგვარ ცვლილებებს მხედველობის დაქვეითებამდე ან სიბრმავემდე მივყავართ.
   დაავადების საწყის სტადიაში რაიმე სიმპტომმა, თვალის ტკივილი იქნება ეს თუ მხედველობის დაქვეითება, ყოველთვის შესაძლოა არ იჩინოს თავი, თუმცა ეს იმას როდი ნიშნავს, რომ პათოლოგიური ცვლილებები არ ვითარდება.
   თუ შაქრიანი დიაბეტის დიაგნოზი დაგისვეს, გირჩევთ, ნუ დაიზარებთ – ოფთალმოლოგს წელიწადში ერთხელ მაინც  ეწვიეთ.
   დიაბეტური ტერფის შესახებ
... გააგრძელე კითხვა »

კატეგორია: ენდოკრინოლოგია | დათვალიერება: 2097 | თარიღი: 22.09.2009 | რეიტინგი: 2.0/1

ადამიანის ორგანიზმს სასამართლო რომ მოვუწყოთ, დამნაშავეთა შორის უალტერნატივო ლიდერები ჰორმონები აღმოჩნდებიან. მართლაც, მათ “განწყობაზეა” დამოკიდებული ჩვენი ხასიათი. მეტიც: მრავალი დაავადება სწორედ ჰორმონული დისბალანსის შედეგია.
ჰორმონს სქესი რომ ჰქონდეს, უთუოდ მდედრობითი იქნებოდა: რთული შემადგენლობის, ნატიფი ქიმიური ფორმულის მქონე ნივთიერება მეტისმეტად იოლად იცვლის ნირს – ხან ჭარბად გამომუშავდება, ხან უკვალოდ ქრება. ხშირად ეს უცნაური ქცევა არაფრით გახლავთ პირობადებული (ყოველ შემთხვევაში, მიზეზის მიგნება ვერ ხერხდება). ისეც ხდება, რომ ჰორმონების დონე, უბრალოდ, ამინდის კვალობაზე იცვლება.

დამნაშავის კვალდაკვალ
“არ ცდება მხოლოდ ის, ვინც არაფერს აკეთებს”, – ალბათ, ეს ფრაზა არაერთხელ გსმენიათ. ჰოდა, ჰორმონების  საქმეც ზუსტად ასეა: ისინი ისეთ რთულ სამუშაოს ასრულებენ, არც არის გასაკვირი, ასე ხშირად რომ “იღლებიან” და მწყობრიდან გამოდიან.
ვიდრე გამრჯე ჰორმონების დანაშაულებრივ დოსიეს გაგაცნობდეთ, მოდი, მათ ყოველდღიურ საქმიანობას გადავავლოთ თვალი.
ჰორმონი (ბერძნულად Hormao აგზნებას ნიშნავს) ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებაა, რომელიც სპეციალურ (ენდოკრინული ორგანოების) უჯრედებში გამომუშავდება და ორგანოებსა და ქსოვილებზე მიზანმიმართულ ზეგავლენას ახდენს. ჰორმონები მონაწილეობენ თითქმის ყველა პროცესში: ზრდაში, განვითარებაში, გამრავლებასა და ნივ ... გააგრძელე კითხვა »

კატეგორია: იცით რომ... | დათვალიერება: 2166 | თარიღი: 22.09.2009 | რეიტინგი: 0.0/0

ეს სენი, ფსიქოლოგიური დამოკიდებულების სხვა ნაირსახეობათაგან განსხვავებით, ძნელად თუ ჩაითვლება ჩვენს ეროვნულ პრობლემად ან ჯანსაღი ცხოვრების მტრად. ან, კაცმა რომ თქვას, სად არის გასაფლანგავი ფული ამ გაგანია მსოფლიო კრიზისის დროს?! ის მაინც მოგვახერხებინა, საახალწლო სუფრა გოგია უიშვილისას (სანამ ჩაფრები სახლს გაუცლიდნენ) დავამსგავსოთ. მაღაზიების ათასფრად აფერადებული ვიტრინები და მაცდური წარწერა “Sale” ხომ სულ სხვა სამყაროდანაა... და მაინც, უკვე ჩვენშიც იკიდებს ფეხს საახალწლო ყიდვა-გაყიდვის ციებ-ცხელება და უცხო სახელის მქონე სენი ჩვენს შორისაც ეძებს მსხვერპლს. ასე რომ, თუ ამ სტატიის კითხვისას საკუთარი თავი ამოიცანით, მოსალოცადაც კი გქონიათ საქმე.

საახალწლო ეპიდემია
ქისის დამაცარიელებელი ეპიდემია ქვეყნებსა და კონტინენტებს სწორედ საშობაო ფასდაკლების სეზონზე იპყრობს. რაც გნებავთ, ის დაუძახეთ –  შოპინგომანია, ონიომანია, ყიდვამანია (იმისდა მიხედვით, ინგლისურს ანიჭებთ უპირატესობას, ბერძნულს თუ მშობლიურ ქართულს)... ამერიკელმა მეცნიერებმა პათოლოგიურ მფლანგველობასა და სპირტიანი სასმელების სიყვარულს შორის უამრავი საერთო აღმოაჩინეს. ნახევარი საუკუნის წინ ანონიმური ალკოჰოლიკების საზოგადოებას ანონიმური მფლანგველები გამოეყვნენ. დღეს ეს საზოგადოება აშშ-ში – 400, ხოლო სხვა ქვეყნებში – კიდევ 13 ფილიალს აერთიანებ ... გააგრძელე კითხვა »

კატეგორია: დეპრესია, ნერვოზი | დათვალიერება: 1754 | თარიღი: 22.09.2009 | რეიტინგი: 0.0/0

“არც დღე მანებებს თავს, არც ღამე; ისე კი, გაქცევა აზრადაც არ მომდის, თითქოს რაღაც ძალიან მყარი და ურყევი გვაკავშირებს… ამ წყეულ კავშირს კი ჩემთვის არაფერი მოაქვს, გარდა უბედურებისა... ხელს მიშლის, ვიკითხო, ვწერო, ვისეირნო. ბუნების მშვენიერებით დავტკბე... ფრანგი კეკლუცის დარად, სულით ხორცამდე მფცქვნის. მისი გულისთვის ყველაფერზე უარი ვთქვი: კარიერაზე, სახელზე, კომფორტზე… მისი ბრალია, რომ ცუდად ვიცვამ, იაფფასიან  ნომერში ვცხოვრობ, რას ვჭამ, ღმერთმა იცის, რიგიანი მელანიც არ მაბადია. ყველაფერს, სულ ყველაფერს ეგ გაუმაძღარი ნთქავს! ვერ ვიტან, მეზიზღება. ჯერჯერობით შვილები არ გვყავს... როგორც საქმის ცოდნით ამტკიცებენ ჩემი უფროსები და მშობლები, ჩემზე ადრეა დაბადებული…”
არ შეიძლება, არ შეგეცოდოს ვერაგი დედაბრის კლანჭებში მოქცეული ანტონ პავლოვიჩი, არადა, ამ ბანოვანის ბადეს ძნელად თუ დასხლტომია ვინმე სულიერი. მისი ბრალია, საქმეს რომ ვერ ვასწრებთ, არც ინგლისური ვიცით და წარმოდგენა არ გვაქვს, სპორტული დარბაზის კარი საით იღება. ბავშვობაში მრავლად მიღებული ორიანებიც ძირითადად მისი ბრალია. ზოგი იმასაც კი ამბობს, ყოველგვარი უზნეობის დედააო. ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, ჩეხოვის სიტყვებიცა და ყველა ეს ბრალდებაც, არც მეტი, არც ნაკლები, სიზარმაცეს ეხება.

რატომ ვქექავთ ნაცარს
მეცნიერებამ, ყველაფერში რომ უყვარს თავისი გრძელი ცხვირის ჩაყოფ ... გააგრძელე კითხვა »

კატეგორია: იცით რომ... | დათვალიერება: 1222 | თარიღი: 22.09.2009 | რეიტინგი: 0.0/0

Copyright MyCorp © 2024