ვიტამინები და კოსმეტოლოგია - 9 აგვისტოში 2009 - მედიცინა

მოგესალმები, სტუმარი · RSS










მთავარი » 2009 » აგვისტო » 9 » ვიტამინები და კოსმეტოლოგია
15:16
ვიტამინები და კოსმეტოლოგია
თანამედროვე  კოსმეტოლოგიაში ვიტამინები აქტიურად გამოიყენება, მაგრამ ცოტამ თუ იცის რომელ ვიტამინს რა ფუნქცია აკისრია.



A - ვიტამინი

 ეს ვიტამინი უნარჩუნებს კანს ახალგაზრდობას. ის ხელს უწყობს უჯრედების რეგენერაციას, წინააღმდეგობას უწევს სახეზე მუწუკებისა და ფერიმჭამელების  გაჩენას, ებრძვის ნაოჭებსა და ცელულიტს.
 

B - ვიტამინი

 B ჯგუფის ვიტამინები ატენიანებს კანს და თმას, ტენიანობას თანაბრად ანაწილებს მთელ ორგანიზმში, რითაც ხელს უშლის დაბერების პროცეს.


C - ვიტამინი

  ვიტამინი C გარდა იმისა, რომ აძლიერებს ადამიანის იმუნურ სისტემას, ის აუმჯობესებს კანის უჯრედებში ნივთიერებათა მიკროცირკულაციას, ანუ პირდაპირ მოქმედებს მეტაბოლიზმზე, ტოქსინებისა და წიდების დაგროვებაზე და მისი გამოყენების შემთხვევაში, კანი ადვილად აღიდგენს დაზიანებულ უჯრედებს. გარდა ამისა, C ვიტამინი წმენდს და ბუნებრივ სითეთრეს უბრუნებს კანს როგორც მთლიანობაში, ისე ლოკალურად (მაგალითად არათანაბარი რუჯის მიღებისას, ჰიპერპიგმენტაციის ან სხვა შემთხვევებში). ის, ასევე კვებავს კანს ჟანგაბით, არის საუკეთესო ანტიოქსიდანტი. ძალიან ეფექტურია მისი გამოყენება აკნეს საწინააღმდეგოდ.

D - ვიტამინი

  ვიტამინი D, რომელიც განსაკუთრებით დიდი რაოდენობით მოიპოვება ზღვის პროდუქტებში, კვებავს კანს, უნარჩუნებს მას ტენიანობას, ხელს უწყობს კალციუმის ათვისებას, რაც ასე აუცილებელია კანისთვის.

E - ვიტამინი

  ვიტამინი E იცავს კანს ულტრაიისფერი გამოსხივებისგან, რაც იმას ნიშნავს, რომ ის ერთგულად და აქტიურად დგას ჩვენი სილამაზისა და ჯანმრთელობის სადარაჯოზე. მისი ერთ-ერთი საუკეთესო თვისება ის არის, რომ ძალიან ადვილად აღწევს ორგანიზმში გარეგანი მიღების (კანზე წასმის) შემთხვევაში.

კატეგორია: კოსმეტოლოგია | ნანახია: 1164 | დაამატა: dvanca | რეიტინგი: 3.5/2
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Copyright MyCorp © 2016