მაკიაჟი მათთვის, ვინც სათვალეს ატარებს - 17 ივლისში 2009 - მედიცინა

მოგესალმები, სტუმარი · RSS










მთავარი » 2009 » ივლისი » 17 » მაკიაჟი მათთვის, ვინც სათვალეს ატარებს
20:12
მაკიაჟი მათთვის, ვინც სათვალეს ატარებს


მაკიაჟი მათთვის, ვინც სათვალეს ატარებს

სათვალე ბევრი ქალისათვის სტილის განუყოფელი ნაწილი ხდება. რა თქმა უნდა, კარგად რომ გამოიყურებოდეთ, საჭიროა სათვალის ჩარჩო და ფორმა უნდა შეარჩიოთ თქვენი სახის შესაბამისად.

სათვალის სწორად შერჩეული ფორმა და ფერი ხაზს გაუსვამს თქვენს ინდივიდუალობას, ხოლო მაკიაჟი – უბრალოდ შეუდარებელს გაგხდით.

სათვალემ უნდა მოახდინოს ცხვირის ზომის კორექტირება: თუ სათვალებს თვალებთან ახლოს ატარებთ, ეს ცხვირს უფრო დიდს გამოაჩენს, ხოლო ცხვირის შუაზე დაყენებული სათვალე სიგრძეში ვიზუალურად შეამცირებს მას.

მაკიაჟის გაკეთებისას პირველი წესია: თვალის მაკიაჟი ჰარმონიაში უნდა იყოს სათვალის ჩარჩოს ფერთან და ტონირებულ მინებთან. შემდეგი ეტაპი დამოკიდებულია მხედველობის დეფექტზე. ეცადეთ მაქსიმალურად გაზარდოთ თქვენი ბუნებრივი სილამაზე მაკიაჟის დადების სხვადასხვა ვარიანტით:

თუ თქვენ მყვირალა ფერის ჩარჩო გაქვთ, არ არის საჭირო ფერების დამატება ჩრდილებით, ოღონდ ყურადღება მიაქციეთ წამწამებს – გააკეთეთ აქცენტი მათზე. თუ საერთოდ ყავისფერ ტუშს ხმარობთ, სცადეთ შავი. წამწამებს, რომ მოცულობა შემატოთ, გამოიყენეთ მოცულობის მიმცემი ტუში და წაისვით იგი წამწამების ძირებიდან – ბოლომდე. თვალებზე დაიდეთ ნაზი, პასტელური ტონების ჩრდილები, უარი თქვით პერლამუტრზე.

თუ მეტალის ჩარჩო გაქვთ, მაკიაჟი შესრულებული უნდა იყოს ძალიან ნაზ ფერებში.

ისინი, ვინც კუს ან რქისაგან დამზადებულ ჩარჩოებს ატარებენ, უნდა იპოვონ დრო, რომ კორექტირება გაუკეთონ წარბების ფორმებს და შეღებონ ისინი, თუ ეს აუცილებელია იმისათვის, რომ წარბებმა და თვალებმა განსაზღვრონ თქვენი სახე, და არა სათვალის ჩარჩომ.

დეკორატიული კოსმეტიკის შერჩევა დამოკიდებულია ჩარჩოს ფერზე, ფორმაზე და მასალაზე. ჩარჩოს არჩევისას უნდა გახსოვდეთ, რომ წვრილი და ღია ფერის ჩარჩო «ამსუბუქებს» სახეს, ხოლო სქელი და მუქი – ხაზს უსვამენ მის ინდივიდუალობას. ჩარჩოს ზედა ხაზი უნდა იმეორებდეს წარბების ფორმას. ასევე გასათვალისწინებელია, რომ სათვალის მინებმა შეიძლება გაზარდოს, ან დააპატარაოს თვალის ზომა. ამ თავისებურების გამო მაკიაჟის ინტენსივობა იცვლება.

მაკიაჟი ახლომხედველთათვის

სათვალე ახლომხედველთათვის ვიზუალურად აპატარავებს თვალს, ამიტომ მაკიაჟმა უნდა გაადიდოს იგი. თვალები სქლად შეიღებეთ, აუცილებლად იხმარეთ ტუში. წამწამებისათვის გამოიყენეთ სპეციალური მაშები.

მაკიაჟის შესრულების ტექნიკა: 

ზედა ქუთუთოზე დაიდეთ ღია ტონალობის ჩრდილები, ხოლო წარბების ქვეშ – შედარებით მუქი. წამწამებისათვის გამოიყენეთ შავი ან ყავისფერი ტუში. ხაზი გაუსვით თვალის გარე კუთხეებს შავი ან ყავისფერი ფანქრით. 

შემოხაზეთ თვალები ნაცრისფერი ფანქრით, თვალის კუთხესთან გააფართოვეთ ხაზი და გააბაცეთ. ხაზის ზემოთ, ნაკეცამდე, დაიდეთ ღია ყავისფერი ჩრდილები. ქვედა ქუთუთოზე შემოავლეთ იგივე ნაცრისფერი ფანქრით წვრილი ხაზი. სქლად შეიღებეთ წამწამები და წარბებიც შეისწორეთ შავი ფანქრით.

მაკიაჟი შორსმხედველთათვის

ამ ადამიანებისათვის განკუთვნილი მინები თვალს ამობურცულ იერს აძლევს. ეს თავისებურება გასათვალისწინებელია მაკიაჟის გაკეთებისას. თვალები უფრო სუსტად და ნატურალურად უნდა შეიღებოთ, რომ ძალიან არ გამოჩნდეს გადიდებული ლინზების ქვეშ. უკეთესია გამოიყენოთ მშვიდი, პასტელური ტონები.

კარგად გამოჩნდება დანისლული, ნაცრისფერი, მუქი ყავისფერი ფერები. კაშკაშა, ან პერლამუტრის ჩრდილები შორსმხედველი მიანებისათვის არ გამოდგება. ეს წესი ეხება მათაც, ვინც უპირატესობას მეტისმეტად მუქ ტონებს ანიჭებს, მაგალითად ლურჯს, შავს ან ყავისფერს.

შორსმხედველთათვის განკუთვნილი სათვალე ვიზუალურად ადიდებს თვალებს, და ქმნის შთაბეჭდილებას, რომ თვალები ძალიან ახლოსაა ცხვირთან. ამიტომ მაკიაჟმა ოდნავ უნდა გაზარდოს მანძილი მათ შორის.

მაკიაჟის შესრულების ტექნიკა:
თვალის ზედა კუთხე უნდა გააფორმოთ ძალიან ღია ჩრდილებით. შუა ქუთუთოდან ზედა გარეთა კუთხემდე დაიდეთ მუქი ჩრდილები (ყავისფერი, მუქი ოქროსფერი). კონტურის ფანქრით შემოხაზეთ ზედა და ქვედა ქუთუთოების შიდა ხაზები. მაკიაჟი მსუბუქი უნდა იყოს, რადგან კოსმეტიკის ფენა კარგად გამოჩნდება სათვალის ქვეშ. წამწამები უმჯობესია შეიღებოთ მხოლოდ ნაწილობრივ, ბოლოებთან. თვალზე შემოვლებული ხაზი უნდა იყოს ძალიან წვრილი, ან კარგად გაბაცებული.

ამას გარდა, უნდა გაითვალისწინოთ, სათვალის მინები ძალიან ფანტავს თვალის მაკიაჟის შეფერილობას, ამის გამო, აქცენტი გადაიტანეთ ტუჩებზე. ტუჩის მაკიაჟს დაუთმეთ საკმაო ყურადღება. ტუჩები უნდა იყოს მკაფიოდ შემოხაზული, რაც შეეხება ტუჩის საცხს, უკეთესია გამოიყენოთ არა გამჭვირვალე ფერები, არამედ სქელი ტექსტურის საცხი.
კატეგორია: კოსმეტოლოგია | ნანახია: 596 | დაამატა: dvanca | რეიტინგი: 0.0/0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Copyright MyCorp © 2016