მოგესალმები, სტუმარი · RSS










მთავარი » 2009 » ივლისი » 17 » კლეოპატრას საცხი და სხვა რეცეპტები ნაოჭების წინააღმდეგ
20:08
კლეოპატრას საცხი და სხვა რეცეპტები ნაოჭების წინააღმდეგ
მშვენიერი აფროდიტა რა თქმა უნდა ყოველთვის ახალგაზრდაა, მაგრამ ჩვენ სამწუხაროდ ვბერდებით და ნაოჭები ყველას ელოდება. რაც უფრო ადრე დაიწყებთ მათ წინააღმდეგ ბრძოლას, მით უფრო ვერ მოგერევათ დრო.
 
ნაოჭების თავიდან მოსაშორებლად პირველ რიგში საჭიროა კანის სისხლით მომარაგება და ქსოვილების ელასტიურობის ამაღლება. ამას კი თავის საიდუმლოებები აქვს და ისინი რამდენიმე მარტივ რეცეპტში იმალება. ეს რეცეპტები დაგეხმარებათ რაც შეიძლება დიდხანს შეინარჩუნოთ ახალგაზრდობა.

ნაოჭების წინააღმდეგ კარგია ასეთი ნაზავი:

  • ნუშის ნაკვეთურები ან შვრიის ფანტელი - 50 გრამი.
  • კვერცხის გული - ½
  • გლიცერინი - 1,5 ჩაის კოვზი
  • ქაფურის სპირტი - 15 გ
  • ტიმოლი - 1 გრამი

ყველაფერი ერთმანეთში აურიეთ და დაუმატეთ წყალი პასტის კონსისტენციამდე. დაიდეთ იგი ნაოჭიან ადგილებზე 1 საათით ან საათნახევრით, შემდეგ ჩამოიბანეთ სახე და კარგად გაიწმინდეთ.

გამოიყენეთ სითხეები, რომლებიც სამკურნალო მცენარეებს შეიცავს. ისინი კარგად ატონიზირებს კანს და მათი მომზადება სახლის პირობებშიც შესაძლებელია.

კიდევ ერთი სილამაზის რეცეპტი:

აიღეთ 10-10 გრამი დაქუცმაცებული ბალახი: ქონდარი, სვიის გირჩები, ბალბის ყვავილები. ეს ყველაფერი მოხარშეთ 500 გრამ წყალში ფართო ჭურჭელში. დაიხარეთ მასზე და იორთქლეთ სახე და ყელი. პროცედურა გააგრძელეთ 15 წუთის განმავლობაში. შემდეგ ჩამოიბანეთ სახე ცივი წყლით, გაიწმინდეთ რბილი პირსახოცით, წაისვით კვერცხის გული და წამოწექით 30-40 წუთით. ნუ ილაპარაკებთ.

ნაოჭების საწინააღმდეგო ნიღბებისათვის კარგია შემდეგი ბალახების: კრაზანის, გვირილის, ვირისტერფას, სელის თესლის ექსტრაქტები.

ფიტოთერაპევტები ნაოჭების წინააღმდეგ სხვადასხვა ხილის წვენებს იყენებენ. საკმაოდ რეზულტატიულია ასეთი რეცეპტი: 0,5 სალიცილის მჟავა, წინასწარ დაქუცმაცებული, შეურიეთ 50 გრამ მარწყვის წვენს, 50 გრამ კიტრის წვენს და 200 გრამ არაყს. ამ სითხით გაიწმინდეთ სახე რამდენიმე კვირის განმავლობაში მიყოლებით. თუ კანი მშრალია, არყის მაგივრად გამოიყენეთ ღვინო, რომელიც არ იწვევს გაღიზიანებას.

ნორმალური და სიმშრალისაკენ მიდრეკილი კანისათვის ნაოჭების საწინააღმდეგოდ კარგია ასეთი ლოსიონი:

  • სვიის, სიმინდის ან სოიოს ზეთი(ან სხვა) – 3 სუფრის კოვზი
  • ნაღები - 1 ჭიქა
  • კვერცხის გული - 3 ცალი
  • ლიმონი - 2 ცალი
  • ქაფურის სპირტი - 150 გრამი
  • წყალი - 250 გრამი
  • თაფლი - 30 გრამი (1 სუფრის კოვზი).

კვერცხის გულები აურიეთ ზეთში და ნელ-ნელა დაუმატეთ ნაღები. გამოწურეთ ორი ლიმონის წვენი. ცალკე მინის ჭურჭელში წვრილად ჩაჭერით ლიმოს ცედრა, დაასხით ერთი ჭიქა მდუღარე წყალი, დააფარეთ და დააყენეთ 1-2 საათით. შემდეგ გადაწურეთ. მიღებულ წვენს შეურიეთ ლიმონის წვენი და თაფლი. შემდეგ იგი ნელ-ნელა შეურიეთ კვერცხს, ზეთსა და ნაღებს, შემდეგ კი ყველაფერი, ასევე ნელ-ნელა შეურიეთ ქაფურის სპირტს. ეს ყველაფერი გადაწურეთ და ჩაასხით მუქ, ნახევარლიტრიან ბოთლში, კარგად შეანჯღრიეთ და შეავსეთ ყელამდე წყლით. ეს ლოსიონი აღადგენს კანს, ასტიმულირებს კანის უჯრედების სიცოცხლისუნარიანობას, კვებავს მას. რეგულარულად გაიწმინდეთ მისით კანი და ყელის მიდამოები დაბანის შემდეგ ღამით.

კლეოპატრას საცხი - ეს უფრო ნიღაბია, რომელიც ძალიან ეფექტურია ნაოჭების წინააღმდეგ საბრძოლველად. მისი რეცეპტი საკმაოდ რთულია, მაგრამ წვალებად ღირს.

30 გრამი ცვილი, 30 გრამი თაფლი, 30 გრამი თეთრი შროშანის ბოლქვის წვენი აურიეთ ერთმანეთში და შეათბეთ ემალის ჭურჭელში ორთქლზე მანამ, სანამ ცვილი არ გადნება. შემდეგ თან ურიეთ და თან ისე გააციეთ. შეიზილეთ სახეზე დილით და საღამოს, ზედმეტი ცხიმი მოიშორეთ ქაღალდის ხელსახოცით. ეს ნიღაბი კარგად აღადგენს კანის ელასტიურობას და შესაბამისად მოგაშორებთ ნაოჭებს.

კატეგორია: კოსმეტოლოგია | ნანახია: 1540 | დაამატა: dvanca | რეიტინგი: 0.0/0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Copyright MyCorp © 2017