მოგესალმები, სტუმარი · RSS










მთავარი » 2009 » ივლისი » 17 » რაზე გვიამბობენ ქალის ფეხები?
19:52
რაზე გვიამბობენ ქალის ფეხები?
ქალის ფეხს ბევრი რამის მოყოლა შეუძლია მისი მფლობელის შესახებ. სპეციალისტისათვის საკმარისია ერთხელ შეხედოს ქალის ფეხს, რომ მაშინვე განსაზღვროს მისი ცხოვრების სტილი და ხასიათის თავისებურებები. უფრო მეტიც - ეს მთელი მეცნიერებაა და ნებისმიერს შეუძლია საკუთარი ნატურის რაღაც თვისებების განსაზღვრა, რადგან ზოგიერთი რამ ყველასათვის ხელმისაწვდომია.

მაშ ასე, რაზე გვიამბობენ ქალის ფეხები? მივყვეთ ამ მხიარული დასკვნების ჩამონათვალს :)

  • თუ მოულოდნელად თქვენი ფეხის ზომა გაიზარდა, ნიშნავს, რომ საკუთარი შესაძლებლობების და მიღწევების აღიარებას ელოდებით, მაგრამ თქვენი ამბიციების რეალიზაციისათვის ახალი გზები უნდა მოძებნოთ. 
  • თუ ფეხი გაგიგანიერდათ, შესაძლოა, ძალიან ბევრს მუშაობთ და აუცილებელია დასვენებაზე იფიქროთ. 
  • ვიწრო ტერფი ზედმეტი სინაზისა და სიზარმაცის ნიშანია. ასეთი ფეხის მქონე ქალი თავს არ იწუხებს არც პატარა, არც დიდი საზრუნავით, რადგან შეუძლია ისინი წარმატებით გადააბაროს სხვას. 
  • ძლიერი ფეხის მქონე ქალი ადვილად ღიზიანდება, ადვილად გამოდის მდგომარეობიდან როცა მის გამოთქმულ აზრსა და იდეებს ეჭვით უყურებენ.
ტერფის ზედა მხარე 

თუ ეს ადგილი მაღალია, ეს ქალის უკიდურესად დამოუკიდებელ ხასიათზე მეტყველებს. არ უყვარს სხვისი დახმარების მიღება. მისი შინაგანი ენერგეტიკული რესურსები ძალიან ძლიერია და იცის როგორ დატკბეს სიმარტოვით, თუმცა საკმაოდ გულღიაა და კარგად ეხერხება ადამიანებთან ურთიერთობა. უბრალოდ დასვენება სჭირდება.

ქუსლი 

ფართო ქუსლის მქონე ქალი თავს ძლიერ ადამიანად თვლის, ხოლო ვიწრო ქუსლის მქონე ქალს თავდაჯერება აკლია. 

თუ ქუსლის გარეთა მხარეს კანი უხეშია, სავარაუდოა, რომ მის პატრონს დაბალი იმუნიტეტი აქვს და C ვიტამინი უნდა მიიღოს.

დიდი თითი 

თუ იგი წვრილია, მაგრამ ბოლოში მსხვილი ხდება, მისი მფლობელი უფრო გულახდილი უნდა გახდეს საკუთარ თავთან. 

რაც მეტადაა დიდი თითი დანარჩენი თითებისაკენ გადახრილი, მით მეტადაა მისი მფლობელი დამოკიდებული საზოგადოებრივ აზრზე. 

ჩაზრდილი ფრჩხილი ნიშნავს, რომ არ გიყვართ დაშორდეთ ჩვეულ, თუნდაც ძველ ნივთებს. მოიშორეთ ისინი თავიდან, რაც არ უნდა მოსაგონარი იყოს იგი. დროა საკუთარ ცხოვრებაში ადგილი სხვა შთაბეჭდილებებს დაუთმოთ. 

მოუხეშავი და ბებერებიანი კანი დიდსა და მეორე თითს შორის იმის მანიშნებელია, რომ ყველა ქცევისა და მოქმედების საგულდაგულოდ აწონ-დაწონვა გჩვევიათ. მაგრამ აუცილებელია, რომ ხანდახან მაინც ემოციებსა და სურვილებს მიეცეთ.

მესამე თითი 

ეს თითი ქალის პროფესიონალურ მისწრაფებებზე მიუთითებს. რაც უფრო გრძელია იგი, მით მეტი ამბიცია აქვს მის მფლობელს. ადამიანები წვრილი თითებით უფრო არტისტულები და კრეატიულები არიან, ხოლო მსხვილი თითებით - პრაქტიკულები და მიწიერები. 

ნეკისაკენ გადახრილი მესამე თითი მოუთმენელი ხასიათის მაჩვენებელია. 

თუ მესამე და მეორე თითს შორის მეტი დაშორებაა, ეს ნიშნავს, რომ ხშირად ახშობთ საკუთარ თავში ემოციებს, თანახმა ხართ შეასრულოთ ისეთი სამუშაო, რომელიც არ გიყვართ. სცადეთ იპოვოთ სასიამოვნო მხარეები უინტერესო დავალებაში, ან მიეცით გზა ემოციებს ბოლოს და ბოლოს. უარი თქვით დავალებებზე და შეამჩნევთ, თუ როგორ შემცირდება ადგილი თითებს შორის და ამასთან ერთად, სტაბილიზირდება თქვენი სულიერი წონასწორობა.

მეოთხე თითი 

ეს თითი სხვა ადამიანებთან ურთიერთობებზეა პასუხისმეგებელი. თუ იგი დიდი თითისკენაა შებრუნებული, თქვენ მგრძნობიარე ხართ და ბევრი მეგობარი გყავთ. 

თუ ეს თითი სხვა თითებზე უფრო გრძელია, მისი მფლობელისათვის ყველაზე მთავარია - ოჯახი. 

თუ ნაოჭიანია, მის პატრონს სხვისი მზრუნველობა სჭირდება. 

თუ ცოტა მიჭყლეტილია, თქვენ გამუდმებით ვიღაცასთან კამათი და კონფლიქტი გჭირდებათ.

ფეხის ფერსაც თავისი აზრი აქვს - იგი თქვენს ხასიათზე და სამყაროსეულ ხედვაზე მეტყველებს. ფეხის მომწვანო ფერი შურიანი ხასიათის მანიშნებელია. თეთრი - ძალიან ხშირად ბრაზდებით, ნაცრისფერი - დეპრესია გეწყებთ. დაფიქრდით, იქნებ ღირდეს ცხოვრებისეული წესების შეცვლა.

ტერფების მდებარეობა 

როცა ტერფის წვერი პარტნიორისაკენაა მიმართული, ეს მიუთითებს ყურადღებაზე და ურთიერთობისათვის მზადყოფნაზე. 

თუ თქვენი ტერფის წვერები არ შებრუნდნენ შემხვედრად მომავალი მამაკაცისაკენ, მაშინ ეს მამაკაცი თქვენთვის სასურველ თანამოსაუბრეს არ წარმოადგენს. 

ფეხის თითებზე მოულოდნელად გაჩენილი მეჭეჭები მიანიშნებს, რომ შინაგანად რაღაც გაღრჩობთ.

ფეხების სიგრძე 

თუ მოკლე ფეხები გაქვთ, ეს ნიშნავს რომ მიწაზე მყარად დგახართ და თავდაჯერებული ხართ, თუმცაღა ხშირად გეცვლებათ გუნება-განწყობილება, რაც გაწუხებთ. რეალისტი ხართ და ცხოვრებისეულ პრობლემებს იოლად და სწრაფად აგვარებთ. საკუთარი ინტერესების გათვალისწინებით ხშირად იცვლით შეხედულებებს. 

თუ გრძელი ფეხების მფლობელი ხართ, მაშჲნ მგრძნობიარე და რომანტიული ნატურა ბრძანდებით, გიყვართ ოცნება. თქვენთვის ძნელია უმნიშვნელო პრობლემებთანაც გამკლავებაც კი. ადვილად არ ღალატობთ პრინციპებს.

მნიშვნელოვანია ისიც, თუ როგორ დადიხართ. ქალებს, რომლებსაც სიყვარულში გაუმართლათ, მსუბუქი და ლამაზი სიარულის მანერა აქვთ. ისინი თავაწეულნი დადიან და მშვიდად და თავდაჯერებით ხვდებიან მათკენ მიმართულ მზერას.

ხოლო თუ ტერფის წვერები გამუდმებით ერთმანეთს უყურებენ, ეს ნიშნავს, რომ არ ხართ დარწმუნებული საკუთარ თავში, ცოტა მოუხერხებელი ხართ და დაკომპლექსებული. თქვენთვის ძნელია ურთიერთობის დამყარება სხვა ადამიანებთან და ამის გამო ხშირად თავს მარტოსულად გრძნობთ.

კატეგორია: საინტერესო | ნანახია: 847 | დაამატა: dvanca | რეიტინგი: 5.0/1
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Copyright MyCorp © 2017