მოგესალმები, სტუმარი · RSS










მთავარი » 2009 » ივნისი » 14 » კანის პიგმენტაციის ანომალიები
21:44
კანის პიგმენტაციის ანომალიები
კანის შეფერილობის შეცვლა შეიძლება გამოიწვიოს სხვადასხვა მიზეზმა -პიგმენტ მელანინის გაძლიერებულმა გამომუშავებამ, ჰემოსიდერინის დაგროვებამ, პიგმენტის შემცველობის შემცირებამ ან არარსებობამ.

პ ი გ მ ე ნ ტ უ რ ი   ლ ა ქ ე ბ ი (ჰიპერპიგმენტაცია) შეიძლება განპირობებული იყოს სხვადასხვა გარეგანი ფაქტორით (მაგალითად, მზის სხივებით, დამწვრობით, მოყინვით), ნივთიერებათა ცვლის მოშლით,ქრონიკული ინფექციით. ლაქები შეიძლება იყოს ფართოდ გავრცელებული (მაგალითად ადისონის დაავადების შემთხვევაში) ან რეგიონული (ადგილობრივი), რაც მზის სხივების მოქმედების, სითბურის ხმარების შედეგია.

ქ ლ ო ა ზ მ ა პიგმენტაციის მოშლის ერთ-ერთი სახეობაა. ეს არასწორი მოყვანილობის მოყვითალო-მოყავისფრო ლაქებია,რომლებიც ჩვეულებრივად არიან განლაგებულნი შუბლის, ცხვირის, კისრის, ლოყების კანზე. ქლოაზმის გაჩენა შეიძლება დაკავშირებული იყოს ორსულობასთან, შინაგანისეკრეციისჯირკვლების ფუნქციის მოშლასთან, ღვიძლისა და კუჭ-ნაწლავის დაავადებებთან და სხვ. ორსულობის დროს წარმოქმნილი ქლოაზმა ჩვეულებრივ მშობიარობის შემდეგ გაივლის მკურნალობის გარეშე.

ჭ ო რ ფ ლ ი სხვადასხვა ელფერის მოყვითალო-მოყავისფრო მცირე პიგმენტური ლაქებია. ჩვეულებრივ ისინი განლაგებულია სახეზე, ხელის მტევნის ზურგით ზედაპირზე, უფრო იშვიათად ზურგზე, მკერდზე. ზოგჯერ, განსაკუთრებით კი გაზაფხულ-ზაფხულში, ჭორფლი ძალიან მატულობს, ზამთარში კი ნაკლებ შესამჩნევია. ჭორფლის მოსაცილებლად რადიკალური საშუალება არ არსებობს. დიდი მნიშვნელობა აქვს პროპილაქტიკას  თბილი დღეების დადგომისთანავე (თებერვლიდან) ქუჩაში გასვლის წინ საჭიროა სახეზე დამცველი კრემის წასმა და ექიმ-დერმატოლოგის მიერ რეკომენდებული სპეციალური პუდრის ოდნავ მოფრქვევა. ჭორფლის მოცილება შეიძლება სპეციალლურ კოსმეტიკურ კაბინეტებში. შინაურ პირობებში ჭორფლის გადაუფერულებლად შეიძლება კანის დაზელა ლიმონით, მაწვნით, ახალი კიტრის წვენით, წყალბადის ზეჟანგის 3% ხსნარით.

საკვებში A ვიტამინის უკმარისობოსას ზოგს იდაყვებზე შეიძლება განუვითარდეს მოყვითალო-მოყავისფრო ლაქები, რომელთა ზედაპირი მშრალია და იქერცლება. კანის შეფერილობის შეცვლა მოსალოდნელია ფენოლთან მუშაობის, დარიშხანის შემცველი სამკურნალო პრეპატარების ხმარებისას.
კატეგორია: კოსმეტოლოგია | ნანახია: 1420 | დაამატა: dvanca | რეიტინგი: 1.5/2
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Copyright MyCorp © 2017