მოგესალმები, სტუმარი · RSS










მთავარი » 2009 » ივნისი » 14 » მშვიდი საუბარი
00:25
მშვიდი საუბარი




 არასოდეს მიგიქცევიათ ყურადღება, რომ ყველაზე ყურადღებით იმ მოსაუბრეს უსმენენ, ვინც ხმადაბლა, მშვიდად და დამაჯერებლად საუბრობს? მყვირალებისა და მეტისმეტად ემოციური ორატორებისაგან კი მალე იღლებით და უნებურად შორს გაწევასაც კი ცდილობთ. საერთოდ, მშვიდი ადამიანები მეტ სიმპათიას იწვევენ, თუ რა თქმა უნდა სიმშვიდე ნამდვილია და არა მოჩვენებითი.

მშვიდ ადამიანებს შეუძლიათ ყურადღება არ მიაქციონ წვრილმან უსიამოვნებებს, არ ვარდებიან პანიკაში და ამიტომ უფრო სწრაფად იღებენ სწორ გადაწყვეტილებებს და უფრო იოლად უმკლავდებიან ბევრ პრობლემას, რასაც იმპულსური და ემოციური ადამიანები ჩიხში შეყავთ და წყობიდან გამოყავთ. მშვიდი ადამიანებისაკენ უნებურად მიილტვიან, განიცდიან გაუთვითცნობიერებელ ნდობას, თითქოს მათ რაღაც ჭეშმარიტება იციან, რაც სხვებისათვის უცნობია.

საერთოდაც, მშვიდად ნათქვამ სიტყვას უფრო უსმენენ და მეხსიერებაში რჩებათ. ხოლო მკვეთრი ნერვიული გამოთქმის უკან იკარგება ნათქვამის არსი. ამას გარდა, ასეთი ხმაურიანი და მყვირალა ადამიანები ურთიერთობაში მოსაწყენები არიან და შესამჩნევ დისკომფორტს იწვევენ.

საქმე იმაშია, რომ ხმამაღალი, სწრაფი და ენერგიული მეტყველება თავის თავში ნერვულ მუხტს ატარებს, რომელიც მოსაუბრის აბსოლუტური კეთილგანწობის მიუხედავად მსმენელზე მაინც ნეგატიურად მოქმედებს. ასეთი საუბრის მანერამ შესაძლოა საპასუხო აგრესიული რეაქციის პროვოცირებაც კი მოახდინოს. ადამიანის ხმას მინიჭებული აქვს ძალა და იგი ქმნის განსაკუთრებულ ატმოსფეროს თავის გარშემო, აგზავნის ემოციურ სიგნალებს და თუ ხმამაღლა ისაუბრებთ, ეს იქნება გაღიზიანებისა და უკმაყოფილების სიგნალები, რომლებიც თანდათანობით არღვევენ სახლში გამეფებული სიმშვიდისა და სიკეთის ატმოსფეროს.

თუ ბავშვები გყავთ, შემჩნეული გექნებათ, რომ რაც უფრო მშვიდად და ჩუმად ელაპარაკებით მათ, მით უფრო მშვიდები და დამჯერები ხდებიან ისინი. წყნარ ხმასა და მშობლების სიმშვიდეს ბავშვების აღზრდისას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.
ბავშვთან ყვირილს საერთოდ არ აქვს აზრი. ყვირილი და მშობლის გაღიზიანება, რომელიც მაღალ ხმაში გამოიხატება, უარყოფიდად აისახება ბავშვის თვითშეფასებაზე და მასში ყრუ წინააღმდეგობას იწვევს. რაც მთავარია, ხელს უშლის სინანულის გრძნობის წარმოქმნას ჩადენილი საქციელის გამო. უფრო მეტიც, თქვენი ყვირილი, შეურაცხყოფები კიდევ დიდხანს დარჩება ბავშვის მეხსიერებაში და იმოქმედებს მის ფსიქიკაზე. თვითონ ბავშვიც თავიდანვე უნდა შეაჩვიოთ იმას, რომ ისინი არ გაღიზიანდნენ და არ ინერვიულონ ნებისმიერ წვრილმანზე.

წყნარი და მშვიდი ტონი ადამიანს ბუნებისაგან აქვს მინიჭებული, მაგრამ წყნარი ლაპარაკის განვითარება საკუთარ თავში ნებისმიერს შეუძლია, ამისათვის მხოლოდ სურვილია საჭირო. დაიწყეთ იმით, რომ სცადეთ გახდეთ...მშვიდი ადამიანი!. აუხსენით საკუთარ თავს, დაარწმუნეთ თავი, რომ სიმშვიდე - ეს არის მთავარი გრძნობა, რომელიც უნდა გამოიმუშაოთ და მოიკრიბეთ მოთმინება. ნაბიჯ-ნაბიჯ, საკუთარი თავის კონტროლით, შესძლებთ შეაჩეროთ თავი იმ მომენტში, როცა რაიმეს მკვეთრად გამოთქმა მოგინდებათ, მოგინდებთ იყვიროთ და ყვედრების ნაკადი ამოაფრქვიოთ.

არსებობს უბრალო მეთოდი: გაბრაზებისას ვიდრე რაიმეს წამოიყვირებთ, დაითვალეთ უბრალოდ ათამდე, ზოგიერთებისათვის მეტი დათვლაა საჭირო. მაგრამ უმჯობესია ამ დროს უბრალოდ დაფიქრდეთ, რა უფრო მეტად გინდათ - გამოთქვათ ემოციები თუ საჭირო რეზულტატს მიაღწიოთ?

მშვიდად საუბრის მცდელობისას ადამიანი პირველ რიგში თოკავს ემოციებს, განრისხებას, ამუხრუჭებს იმ მექანიზმს, რომლებსაც სტრესამდე მიყავს იგი და ნერვული სისტემის დაძაბულობამდე. ანუ, თუ თავს შეიკავებთ და ეცდებით არ ინერვიულოთ წვრილმანებზე, არ გაღიზიანდეთ მიზეზით თუ უმიზეზოდ, ამით თავს დაიცავთ ინფარქტებისაგან და გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისაგან. რა თქმა უნდა ხმადაბალი საუბარი ასევე დადებითად აისახება ურთიერთობებზე, ოჯახზე და მის ატმოსფეროზე.

თუ არ გჯერათ, ყურადღება მიაქციეთ როგორ რეაგირებენ თქვენს ხმაზე გარშემომყოფები, შემდეგ კი შეცვალეთ ტონალობა და მაშინვე შეამჩნევთ, თუ როგორი სასიკეთო ცვლილებები მოხდება თქვენს გარშემო. შეამჩნევთ, რომ გახდით მშვიდი და მდგრადი სტრესების მიმართ, რადგან მშვიდი საუბარი ასვენებს როგორც სხეულს, ისე ტვინს, ხოლო სიმშვიდე, რომელიც თქვენგან წამოვა, უდიდესი სიმსუბუქის შეგრძნებას მოგცემთ.


კატეგორია: ფსიქოლოგის რჩევები | ნანახია: 2094 | დაამატა: dvanca | რეიტინგი: 4.2/12
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Copyright MyCorp © 2024