წარმატებული ქალის საიდუმლოებები - 14 ივნისში 2009 - მედიცინა

მოგესალმები, სტუმარი · RSS










მთავარი » 2009 » ივნისი » 14 » წარმატებული ქალის საიდუმლოებები
00:23
წარმატებული ქალის საიდუმლოებები


 უძველესი დროიდან ქალის მისია მამაკაცების საზოგადოებაში განსაზღვრული იყო: ოჯახური კერის დამცველი, თანამეცხედრე, დიასახლისი, დედა. მაგრამ როგორც ყველაფერი გარშემო, ეს ვითარებაც შეიცვალა დროთა განმავლობაში და უფრო და უფრი იცვლება. ასე რომ, ქალს აღარ სურს მხოლოდ მამაკაცის მიერ შერჩეული როლი ითამაშოს, ქალი ისწრაფვის იმისაკენ, რომ საკუთარი არჩევანი გააკეთოს.

ერთნი ბედნიერებას დედობასა და ოჯახზე ზრუნვაში ხედავენ, მეორენი იმიტომ დაიბადნენ, რომ სხვის მუზებად და შთაგონების წყაროდ იქცნენ, მესამენი კი თავის როლს საზოგადოებრივ აღიარებაში ხედავენ. როგორი არჩევანიც არ უნდა გააკეთოთ, იგი სწორი იქნება და ამასთან, მხოლოდ თქვენი, მაგრამ ქალთა უმრავლესობას აღარ აკმაყოფილებს მხოლოდ სოციალური როლი, იქნება ის დედა თუ ბიზნეს-ლედი. ცხოვრება უფრო ფართოა, ვიდრე ბავშვური პრობლემები ან ხელსაყრელი კონტრაქტი. თანამედროვე ქალი ისწრაფვის ჰარმონიულად შეუთასოს ერთმანეთს და წარმატებით მოახდინოს რეალიზება იმ სოციალური როლებისა, რომლებიც მისთვის მნიშვნელოვანია და საინტერესო. ვინ არის ის - ქალი, რომელიც წარმატებით ასრულებს რამდენიმე სოციალურ როლს ერთად, რაშია მისი წარმატების საიდუმლო?

უბრალოდ გაუმართლა? კარგი ქმარი შეხვდა? იქნებ ნამდვილი ჯადოქარია?

მოდით გავერკვეთ.
პირველ რიგში, წარმატებული ქალი ეს არის ადამიანი, რომელსაც მკაფიოდ აქვს განსაზღვრული ფასეულობები და პრიორიტეტები. მან ზუსტად იცის, რა არის მისთვის მნიშვნელოვანი და როგორ მიაღწიოს საკუთარ მიზნებს. ამისათვის კი აუცილებელია ზუსტად და მკაფაფიოდ გასცეთ პასუხები შემდეგ შეკითხვებს:

- ვინ ვარ მე?
- რა არის ჩემი ცხოვრების მიზანი?
- ჩემი ფასეულობები?
- რისი მჯერა?
- ვინ მინდა ვიყო?
- რითი მინდა ვიყო დაკავებული?
- რა მინდა მქონდეს?

ამ შეკითხვების პასუხები თქვენი ცხოვრების კომპასად უნდა იქცეს, რომლის მიხედვითაც უნდა შეამოწმოთ ნებისმიერი თქვენი მოქმედება და რომელზე დაყრდნობითაც უნდა დაგეგმოთ ცხოვრება.

მეორე: წარმატებულმა ქალმა ზუსტად იცის რას უნდა ელოდოს საკუთარი თავისაგან და გარშემომყოფებისაგან, მათ შორის კაცებისგანაც. ადამიანებისაგან არ მოითხოვს იმაზე მეტს, ვიდრე მათ შეუძლიათ მისცენ.

მესამე: წარმატებული ქალი სხვის მოქმედებებს კი არ ადევნებს თვალს, არამედ თავად მოქმედებს. "ხანდახან უკეთესია ადგე და სანთელი აანთო, ვიდრე სიბნელის გამო იწუწუნო". საკუთარი ცხოვრების დაგეგმარების შემდეგ აუცილებელია განსაზღვროთ მიზნები ყველა სფეროში, რომლებიც მნიშვნელოვანია თქვენთვის. მაგალითად: ჯანმრთელობა, ოჯახი, კარიერა, ფული, პირადი ცხოვრება, სრულყოფილება.

შემდეგ კი იფიქრეთ იმაზე, თუ რა ამოცანებია გადასაწყვეტი მიზნების მისაღწევად. ეს უნდა იქცეს თქვენი მოქმედებების პრაქტიკულ სახელმძღვანელოდ. უნდა იმოქმედოთ, ისწრაფოთ, მწვერვალებს მიაღიოთ...

ხოლო როცა მიხვდებით, რომ საკუთარი გზით მიდიხართ, რომელიც გაცნობიერებულად აირჩიეთ, ბედნიერება მხოლოდ გზის ბოლოს კი არ დაგხვდებათ, არამედ უკვე იქნებით ბედნიერი (გზაშიც)!
კატეგორია: ფსიქოლოგის რჩევები | ნანახია: 1349 | დაამატა: dvanca | რეიტინგი: 4.7/3
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Copyright MyCorp © 2016