მოგესალმები, სტუმარი · RSS










მთავარი » 2009 » ივნისი » 14 » ქალი – მარტო, საკუთარ თავთან
00:16
ქალი – მარტო, საკუთარ თავთან

ქალი – მარტო, საკუთარ თავთან
 საკუთარ ცხოვრებაში მამაკაცის დროებით არ არსებობას ბევრი ქალი კატასტროფად აღიქვამს. ამ დროს მსგავსი აზრები უკიდურესად დამღუპველია: საკუთარი თავის შეცოდებით ქალი რისკავს მოხვდეს ორიდან ერთ–ერთ უკიდურესობაში – ან საერთოდ უარი თქვას მამაკაცებზე და იცხოვროს კატასთან ერთად, ან პირველივე შემხვედრის მკლავებში აღმოჩნდეს.
 მაგრამ დასაწყებად მაინც საკუთარი თავის შეცვლა სცადეთ მით უმეტეს, რომ თუ თქვენს ცხოვრებაში არაფერი ხდება, ეს საუკეთესო საშუალება:
დაკავდეთ საკუთარი თავით

ეს არა მხოლოდ კარგად აისახება თქვენს გარეგნობაზე, არამედ ბონუსის სახით აუცილებლად მიიღებთ ამაღლებულ თვითშეფასებას და...შეიყვარებთ საკუთარ თავს. ეს კი ძალიან ფასეული რამაა, რადგან საკუთარ თავზე შეყვარებული ქალი განსაკუთრებულ ფლუიდებს ასხივებს, ატარებს იმ მაგნეტიზმის ბეჭედს, რომელიც აიძულებს მამაკაცებს გამოიხედონ მის კვალდაკვალ და მის ფერხთით სამყაროს მთელი განძეული დაყარონ. ასე რომ, ნუ დაინანებთ დროსა და საშუალებებს სილამაზის სალონისათვის, მოდური სამოსისათვის და სხვა „ქალური სიხარულისათვის’’ მასაჟის, აბაზანებისა და მდიდრული საცვლებისათვის. ყველაფერი ასმაგად დაგიბრუნდებათ!

დაკავდეთ საყვარელი საქმით

თავისუფლებას საყვარელი საქმით დაკავებას ეძახიან. სულის სიღრმეში აუცილებლად გექნებათ ოცნება – არარეალიზებული მისწრაფება რაღაცის გაკეთებისა ან შესწავლისა. ქალური საწყისი – ეს შემოქმედებითი საწყისია. ასე რომ სწრაფად გაიხსენეთ რაზე ოცნებობდით, შემდეგ დაიწყეთ შექმნა – რომანის წერა, ხატვა, მუსიკის შექმნა, ან უბრალოდ ქარგვა. თავად დაინახავთ – ცხოვრება უფრო ნათელი და მრავალფეროვანი გახდება.

სამსახურებრივი წინსვლა

რატომღაც სიტყვა „სუბლიმაცია’’ თითქმის შეურაცხმყოფელად ითვლება. სულ ტყუილად! რადგან სექსუალური ენერგიის სუბლიმაციამ ბვერ ქალს თავბრუდამხვევი კარიერული წინსვლა მოუტანა. ხოლო დასავლეთელი ფსიქოლოგები თვლიან, რომ ის, ვინც ოჯახზე და საკუთარ ცხოვრებაზეა ორიენტირებული, უფრო ნაკლებ წარმატებული და ამბიციურია, ვიდრე ის, ვინც დროებით თავისუფალია. დაიმახსოვრეთ ეს ფაქტი და გაბედულად შეუდექით სხვადასხვა პროექტებისა და გეგმების შესრულებას. ყველაფერი ჩაფიქრებული აუცილებლად გამოვა, რადგან ახლა მეტი დრო და ძალები გაქვთ, რომელთა გამოყენებაც თქვენს სასარგებლოდ შეგიძლიათ.

გადაეშვათ კულტურულ ცხოვრებაში

ნუ ჩაჯდებით სახლში – ხშირად გადით ხალხში. იარეთ გამოფენებზე და კონცერტებზე, კინოში, დარეგისტრირდით ფორუმებზე ინტერნეტში, რათა მალე გაიცნოთ ვირტუალური მეგობრები რეალობაში. შეკრიბეთ მეგობრები: რამდენი ხანია გოგონები არ შეკრებილხართ? ხოლო თუ მამაკაცის ყურადღება გჭირდებათ, გაისეირნეთ ღამის კლუბებში, რადგან ახლა თავისუფლად შეგიძლიათ საკუთარ თავს სასიამოვნო ფლირტის უფლება მისცეთ. მაგრამ არ ღირს მომლოდინე სახე მიიღოთ – შემოწმებულია, გასაცნობად ყველაზე სასურველი კავალრები არ მოვლენ. იცეკვეთ ცეკვის გულისათვის, გამოფენაზე ექსპოზიციის გულისთვის წადით, და არა სიმპათიურ ინტელიგენტებზე სანადიროდ.

როგორც ვარიანტი

თუ ერთი ღამით სექსი გადაწყვიტეთ – არ დაივიწყოთ კონტრაცეფციის შესახებ.

კანონგარეშე

თუ თქვენს პირად ცხოვრებაში განსაზღვრული სტილის დრო დადგა, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება: 

  • საკუთარი თავის შეცოდება. მოსაწყენი მტირალები საინტერესონი აღარ არიან არა მარტო გარშემომყოფთათვის, არამედ საკუთარი თავისთვისაც. 
  • წუწუნი ცხოვრებაზე დაქალებთან. ეს არა მარტო თქვენი აქციების ფასს აგდებს, არამედ თქვენს თვითშეფასებასაც.
  • თავით გადაეშვათ შემთხვევით და უწესო კავშირებში. საეჭვო თავგადასავლები უსიამოვნო და მწარე გემოს მეტს არაფერს ტოვებენ.
  • მწუხარების ჩაკვლა ალკოჰოლით ან აუარებელი ტკბილეულით. შედეგები სასტიკი იქნება. 
  • ეცადოთ დაუმტკიცოთ ყველას და ყველაფრით, რომ მარტოობაშიც ბედნიერი ხართ.
კატეგორია: ფსიქოლოგის რჩევები | ნანახია: 985 | დაამატა: dvanca | რეიტინგი: 5.0/1
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Copyright MyCorp © 2017