რა გაქვთ ჩანთაში (ქალური საიდუმლოები) - 23 აპრილში 2009 - მედიცინა

მოგესალმები, სტუმარი · RSS










მთავარი » 2009 » აპრილი » 23 » რა გაქვთ ჩანთაში (ქალური საიდუმლოები)
22:56
რა გაქვთ ჩანთაში (ქალური საიდუმლოები)

 

ამბობენ, იმის მიხედვით, რა ინახება ქალის ჩანთაში, მის პატრონზეც ბევრს გაარკვევთო. იქნებ ვცადოთ მსგავსი ანალიზის ჩატარება? გამორიცხული არ არის, რომ საკუთარ თავზე ბევრ რამეს გავიგებთ საინტერესოს.

მაშ ასე, ვხსნით ჩანთას და...

«ქაოსი»
უეჭველია, რომ ამ ჩანთაში პირველადი მოხმარების საგნები ფსკერზეა. შიგთავსის ნახევარი უნდა ამოალაგო (ხანდახან მეტიც), რომ სამგზავრო ბილეთი ან ბლოკნოტი იპოვო...

რის თქმა შეიძლება ასეთი ჩანთის პატრონზე?

როგორც ჩანს, მისი დევიზია – “არანაირი პრობლემა”. ბუტია არ არის, გულღიაა, თუმცა არაორგანიზებულობის გამო, ერთხელაც, შესაძლოა, დაგაღალატოს, ადვილად ეცნობა და ადვილად შორდება ადამიანებს. კიდევ ერთი განსაკუთრებული თვისება ის არის, რომ შეუძლებელია, რამე ძალიან სწრაფად იპოვოს ან გააკეთოს. თუ ამას მოთხოვთ, წონასწორობას დააკარგვინებთ. ყოფით ცხოვრებაშიც და სამსახურშიც ასეთ ადამიანთან ურთიერთობა ძნელია. 

«სამაგალითო წესრიგი»
ეს ჩანთა წინას სრული “ანტიპოდია”: რაც საჭიროა, ყველაფერი ხელის გაწვდენაზეა. თვითონ ჩანთა არასდროს იქნება კაშკაშა და მყვირალა ფერის, უპირატესობა რბილ და მკაცრ ფერებს აქვთ. იმ ქალის ხასიათი, რომელსაც ასეთი ჩანთა აქვს, აქტიურია და საიმედო. კორექტულია, თავაზიანი, საკუთარ თავში დარწმუნებული და ორგანიზატორული ნიჭიც აქვს.

«ცხოვრების ყველა შემთხვევისთვის»
ამ ჩანთაში ყველაფერია! სათადარიგო სათვალეები, წამლების ნაკრები, დეზოდორანტი, მანიკიურის ხელსაწყოები, გასაღებების რამდენიმე აცმა, ნემსი და ძაფი, პოლიეთილენის პაკეტები – ესეც არაა სრული სია! ასეთი საწყობი საქმიანობაზე, პრაქტიკულობაზე და ყოფით სიბრძნეზე მიუთითებს. და თუ ეს ყველაფერი მამაკაცის ჩანთაში აღმოჩნდა, მისი პატრონი პედანტური ჩანს და ცხოვრებაც მოუწყობელი აქვს.

«კოლექციური ჩანთა»
რას აღარ იპოვით ასეთ ჩანთაში: ბილეთები, დაკეცილი რეცეპტები, სარეკლამო ფურცლები, ღილები, გაზეთისა და ჟურნალის ამონაჭრები, წერილები და ფოტოები. ასეთი ჩანთა მეოცნებე და ცოტა დაბნეულ, თავმოუბმელ ქალს ეკუთვნის, არც ისე პრაქტიკულს ყოფით საქმეებში.

«საქმიანი სტილი»
ქალბატონის ჩანთაში ყოველთვის დევს დავთარი, კონვერტები, რვეული, კალკულატორი, გაზეთი და რამდენიმე კალამი.  ასეთი ჩანთის პატრონი – თავდაჯერებული ადამიანია, ნაკლებად განვითარებული იუმორის გრძნობით და ცხოვრებაზე მიამიტური წარმოდგენით.

კატეგორია: იცით რომ... | ნანახია: 766 | დაამატა: dvanca | რეიტინგი: 5.0/1
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Copyright MyCorp © 2017