გაიგეთ საკუთარ თავზე უფრო მეტი - რით გძინავთ - 23 აპრილში 2009 - მედიცინა

მოგესალმები, სტუმარი · RSS










მთავარი » 2009 » აპრილი » 23 » გაიგეთ საკუთარ თავზე უფრო მეტი - რით გძინავთ
22:53
გაიგეთ საკუთარ თავზე უფრო მეტი - რით გძინავთ

 

ცოტაოდენი დაკვირვების უნარიც კი ადამიანის ბევრ თვისებას გამოააშკარავებს.

მაგალითად, ამერიკელი ფსიქოლოგები თვლიან, რომ პიროვნების თავისებურების ამოცნობა იმის გაგებითაც შეიძლება, თუ რაში სძინავს მას.

არ გვჯერა? შევამოწმოთ!

 

ქალები:
- გრძელ ღამის პერანგში იძინებენ მგრძნობიარე, ძალიან შთაბეჭდილებიანი და უკიდურესად რომანტიკული ქალბატონები. იდეალურად გამოიყურებიან ხოლმე, გარეგნობა ხომ მათი ყოველდღიური საზრუნავის მთავარი თემაა; გარშემომყოფების თვალში ნამდვილ დედოფლად უნდა გამოიყურებოდნენ.

- სქელ ფლანელის პიჟამაში სიზმრებს კეთილი, რბილი, გულიანი ადამიანები ხედავენ, რომლებიც პრობლემებში ჩავარდნილი საყვარელი ადამიანის დახმარებას ცდილობენ. რა ესიზმრებათ? ალბათ, ხმაურიანი წვეულებები და შორეული მოგზაურობები, რომლებსაც აღმერთებენ.

- მოკლე მაქმანებიან გამჭვირვალე პერანგში ნამდვილი ლედი იძინებს. ეს ”ასპროცენტიანი” ქალი ალერსსა და კომპლიმენტებს აღმერთებს. კიდევ რა უყვარს? ალბათ, დახვეწილი მიღებები.

- ბავშვურ პიჟამაში «სახლის კატუნია», ოჯახური კერის დამცველი, ერთგული ცოლი, კარგი დაქალი, მოწესრიგებული მუშაკი იძინებს.

- ბამბის ქვედა პერანგი გულღია და გულწრფელი გოგონას ძილს ათბობს, მისი გაცნობა და მეგობრობა ადვილია, პატივს სცემენ მეგობრები და კოლეგები, და რატომ? ამად ღირს და იმიტომ.

- თუ ქალბატონი დედიშობილა ძილს ამჯობინებს, მისი დამოუკიდებლობისა და მოულოდნელობებით სავსე განრიგისთვის მოემზადეთ. ამ შთაბეჭდილებიან ქალს ძალიან უყვარს ბედისწერის გამოწვევა და სირთულეების აბსოლუტურად არ ეშინია. ვერ იტანს ინტრიგებს და  თვალთმაქცობას, ადამიანების სჯერა – არ უნდა მოატყუონ.

კატეგორია: იცით რომ... | ნანახია: 639 | დაამატა: dvanca | რეიტინგი: 0.0/0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Copyright MyCorp © 2016