საშვილოსნოს მიომა - 6 აპრილში 2009 - მედიცინა

მოგესალმები, სტუმარი · RSS










მთავარი » 2009 » აპრილი » 6 » საშვილოსნოს მიომა
22:55
საშვილოსნოს მიომა

საშვილოსნოს მიომა (ლეიმიომა) – კუნთოვანი ქსოვილიდან განვითარებული კეთილთვისებიანი, ჰორმონ-დამოკიდებული სიმსივნეა. იგი ყველაზე გავრცელებული გინეკოლოგიური დაავადებაა და გინეკოლოგიურ დაავადებათა 10-27%-ს შეადგენს. პროფილაქტიკური შემოწმების დროს ეს სიმსივნე ქალების 1-2,5%-ს აღმოაჩნდება.
საშვილოსნოს მიომა მიომეტრიუმის ყველა შრეში განლაგებული სხვადასხვა ზომის მიომური კვანძებისგან შედგება. საშვილოსნოს ყველა მიომა მრავლობითია. მიომური კვანძები, ძირითადად (95%), საშვილოსნოს სხეულში და შედარებით იშვიათად(5%) საშვილოსნოს ყელში მდებარეობს. საშვილოსნოს სხეულის კუნთოვან შრესთან დამოკიდებულების მიხედვით მიომური კვანძების სამ ფორმას გამოყოფენ: სუბსეროზულს, ინტერსტიციულს და სუბმუკოზურს. მიომური კვანძები მუცლის ღრუს ან საშვილოსნოს ღრს მიმართულებით იზრდება.

კლინიკა. საშვილოსნოს მიომის გამოვლენა პირველად, ძირითადად, 30-35 წლის ასაკში ხდება. ასეთი ავადმყოფებისათვის დამახასიათებელია მენსტრუალური ფუნქციის დარღვევა მენარქეს პერიოდიდან (ციკლის გვიან ჩამოყალიბება; ხანგრზლივი, ჭარბი, მტკივნეული მენსტრუაცია), ანემიზაცია, სქესობრივი ფუნქციის დარღვევა, რეპროდუქციული ფუნქციის დაქვეითება (პირველადი, მეორადი უნაყოფობა), შედარებით გვიანი პოსტმენოპაუზა.

კატეგორია: ქალის ჯანმრთელობა | ნანახია: 635 | დაამატა: dvanca | რეიტინგი: 0.0/0
სახელი *:
Email:
კოდი *:
Create a website for free
Copyright MyCorp © 2014