საკვერცხეების პოლიკისტოზი - 6 აპრილში 2009 - მედიცინა

მოგესალმები, სტუმარი · RSS










მთავარი » 2009 » აპრილი » 6 » საკვერცხეების პოლიკისტოზი
22:53
საკვერცხეების პოლიკისტოზი

საკვერცხეების პოლიკისტოზი არის საკვერცხეებში მიმდინარე, იმ პათოლოგიური, სტრუქტურული და ფუნქციური ცვლილებების ერთობლიობა, რომელიც საკვერცხეების მიერ ანდროგენების ჭარბ სეკრეციას განაპირობებს, კერძოდ:

  • ცენტრალური მარეგულირებელი მექანიზმის დარღვევები;
  • გენეტიკურად განპირობებული ან შეძენილი ენზიმური უკმარისობა, როგორც საკვერცხეებში, ასევე თირკმელზედა ჯირკვალში;
  • ინსულინრეზისტენტობა.
  • ამდენად ორგანიზმში გროვდება რა ანდროგენული აქტივობის მქონე სტეროიდული შენაერთები, ისინი ამცირებენ ესტროგენულ ზემოქმედებას ჰიპოთალამუსის იმ სტრუქტურაზე, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ჰიპოფიზის ჰონადოტროპულ აქტივობაზე. ამდენად, ჰონადოტროპინები გამოიყოფა მუდმივად და არაციკლურად, – მალუთეინიზირებელი ჰორმონის – (ЛГ) ოვულაციის წინა პიკის გარეშე, რაც ქმნის ხანგრძლივ, მყარ ანოვულაციურ მდგომარეობას.
  • მუდმივი, მყარი ანოვულაცია კი საკვერცხეების მორფოლოგიურ და ფუნქციურ ცვლილებებს განაპირობებს.
  • ლიპოლიზური ფერმენტების (ესთერაზა, ლიპაზა) აქტივობა მატულობს ცხინმოვან ქსოვილში, რაც ადროსტენდიონის ესტრონად არომატიზაციის პროცესს უწყობს ხელს და ამდენად ყალიბდება ჰიპერესტროგენული მდგომარეობა.
  • ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე საკვერცხეებში არ ხდება დომინანტი ფოლიკულის მომწიფება და უკუგანვითარება, რაც საბოლოო ჯამში, – საკვერცხეების პოლიკისტოზურ გადაგვარებას აყალიბებს.

პოლიკისტოზური საკვერცხეების ფორმები

  • პირველადი პოლიკისტოზი, პოლიკისტოზური საკვერცხეების დაავადება, შტეინ-ლევენტალის სინდრომი.
  • მეორადი პოლიკისტოზი:
  • – ენდოკრინულ-ცვლითი ფორმა, – ჰიპოთალმური სინდრომი.
  • – საკვერცხეების პოლიკისტოზის ინსულინ-რეზისტენტული ფორმა.
  • შერეული ფორმა: საკვერცხეების მეორადი პოლიკისტოზი, ადრეგენიტალური სინდრომის რბილი ფორმა

პირველადი პოლიკისტოზი, შტეინ-ლევინტალის სინდრომი

  • მენსტრუაციული ციკლის დარღვევა, ოლიგო-ამენორეის ტიპით მენარხეს პერიოდიდან
  • ჰირსუტიზმი
  • პირველადი უნაყოფობა
  • ჰირსუტიზმი
  • სერობეა
  • acne vulgaris
  • მენსტრუალური ციკლის დარღვევა, ოლიგო-ამენორეის ტიპით.
  • სპორტული აღნაგობა
  • უნაყოფობა
  • ულტარსონოგარფიით: ორმხრივად გადიდებული საკვერცხეები, 8-12 მმ,
    3-8 მმ დიამეტრის მქონე ფოლიკულარული კისტებით გასქელებული კაფსულით.

მეორადი პოლიკისტოზი

ა) ჰიპოთალმური სინდრომი, ენდოკრინულ-ცვლითი ფორმა, საკვერცხეების მეორადი პოლიკისტოზი

  • მენსტრუალური ციკლის დარღვევა, ოლიგო-ამენორეის ტიპით.
  • მსუბუქად გამოხატული ჰირსუტიზმი
  • ფემინური გაცხიმოვნება
  • კანის საფარვლის stiria distensae, ვარდისფრიდან მუქ იისფერამდე
  • ვეგეტატიური ჩივილები
  • პირველადი და მეორადი უნაყოფობა

ბ) საკვერცხეების მეორადი პოლიკისტოზის ინსულინ-რეზისტენული ფორმა

  • მენსტრუაციული ციკლის დარღვევა, ოლიგო-ამენორეის ტიპით.
  • ჰირსუტიზმი
  • ვირსცერალური ტიპის სიმუქე
  • კლიმაქტერიული კუზი
  • სერობეა
  • acne vulgaris
  • acantosis nigricans
  • პირველადი ან მეორადი უნაყოფობა

საკვერცხეების პოლიკისტოზის შერეული ფორმა

  • ჰირსუტიზმი
  • სერობეა
  • acne vulgaris
  • მენსტრუალური ციკლის დარღვევა, ოლიგო-ამენორეის ტიპით.
  • სპორტული აღნაგობა
კატეგორია: ქალის ჯანმრთელობა | ნანახია: 1092 | დაამატა: dvanca | რეიტინგი: 0.0/0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Copyright MyCorp © 2016