დისფუნქციონალური სისხლისდენები - 6 აპრილში 2009 - მედიცინა

მოგესალმები, სტუმარი · RSS










მთავარი » 2009 » აპრილი » 6 » დისფუნქციონალური სისხლისდენები
22:52
დისფუნქციონალური სისხლისდენები

დისფუნქციური საშვილოსნოსმიერი სისხლდენები, ჰიპოთალამო – ჰიპოფიზ – საკვერცხეების ურთიერთქმედების ციკლურ სისტემაში, _ ფუნქციური ხასიათის დარღვევებით განპირობებული, _ ანოვულაციის შედეგია.

აღნიშნული პროცესი შეიძლება გამოიწვიოს:

  • ჰორმონალური ჰომეოსტაზის დარღვევებმა (აბორტი);
  • ნეიროენდოკრინულმა დაავადებებმა (იცენკო-კუშინგი);
  • ენდოკრინული ჯირკვლების პათოლოგიებმა (ფარისებრი ჯირკვალი);
  • ემოციურმა და ფსიქიურმა სტრესმა;
  • ინფექციებმა და ინტოქსიკაციამ;
  • ნეიროლეპტიური მედიკამენტების მიღებამ;
  • ორგანიზმის თერმულმა და ინსოლაციურმა გადატვირთვამ;
  • კლიმატის შეცვლამ;
  • გაცხიმოვნება (სიმსუქნე);
  • ჰიპოვიტამინოზმა.


რეპროდუქციული ასაკის დისფუნქციური საშვილოსნოსმიერი სისხლდენა

კლინიკა:

  • სხვადასხვა ინტენსივობის საშვილოსნოსმიერი სისხლდენა ანემიით ან მის გარეშე.
  • საერთო სისუსტე
  • ადინამია
  • თავბრუსხვევა
  • თავის ტკივილი
  • ტაქიკარდია
  • კანისა და ხილული ლორწოვანი გარსების სიფერმკრთალე


პრემენოპაუზური  საშვილოსნოსმიერი დისფუნქციური სისხლდენები

  • ითრგუნება მალუთეინიზირებელი ჰორმონის ოვულატორული პიკი; ვითარდება ყვითელი სხეულის უკმარისობა-მონოტონური და ხანგრძლივი ესტროგენული სტიმულაცია, რაც განაპირობებს ენდომეტრიუმის ჰიპერპლაზიას, ჯირკვლოვან-კისტოზურ ცვლილებებს. ირღვევა სისხლის მიმოქცევა, ენდომეტრიუმში ჩნდება ნეკროზული უბნები და ხდება ენდომეტრიუმის ხანგრძლივი, არათანაბარი მოცილება.     
  • კლინიკური სურათი: აციკლური, ჭარბი, გახანგრძლივებული მენსტრუალური გამონადენი ან სისხლდენები.


დიფერენციალური დიაგნოსტიკა

  • ენდომეტრიუმის ადენოკარცინომა
  • ენდომეტრიუმის ატიპიური ჰიპერპლაზია
  • ადენომიოზი
  • საშვილოსნოს სუბმუკოზური მიომა
  • ესტროგენმაპროდუცირებელი სიმსივნეები
  • საშვილოსნოს გარეორსულობა
  • შეწყვეტილი ორსულობა   
  • პლაცენტარული პოლიპი
კატეგორია: ქალის ჯანმრთელობა | ნანახია: 1139 | დაამატა: dvanca | რეიტინგი: 0.0/0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Copyright MyCorp © 2017