მოგესალმები, სტუმარი · RSS










მთავარი » 2009 » აპრილი » 6 » კონტრაცეფცია
22:50
კონტრაცეფცია

გახსოვდეთ!

თქვენი ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებებს მხოლოდ სპეციალისტი ექიმი შეგირჩევთ, რადგან აქ აუცილებლად გასათვალისწინებელია ქალის ასაკი, ფენოტიპი, მისი ფიზიკური და ანამნეზური მონაცემები.


ორსულობა და მშობიარობა 19-დან 35 წლამდე!

არასასურველი ორსულობის აცილება ექიმ-სპეციალისტის მიერ შერჩეული, ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებებით და არა აბორტის გზით!

მშობიარობებს შორის 2-2,5 წლის შუალედების დაცვა – ჯანმრთელი შვილის, ჯანმრთელი დედის და ჰარმონიული ოჯახის საწინდარია.

მე აღარ მაქვს ორსულობის შიში, მენსტრუაცია შემიწყდა.

თუ ქალი 50 წლამდეა, მან კონტრაცეპტული საშუალება უნდა გამოიყენოს 2 წლის განმავლობაში, თუ 50 წელზე მეტისაა 1 წლის განმავლობაში.


სასურველი ბავშვის სასურველ დროს!

ჩასახვის საწინააღმდეგოდ არსებობს განსხვავებული საშუალებები და მეთოდები:

1) სტერილიზაცია – ეს არის ოპერაციული მეთოდი, რომლის დროსაც ხდება კვერცხსავალი მილების და სპერმის გამავალი მილების გადაკეტვა. აღნიშნული გზით შვილოსნობის უნარი შეუქცევადია.

2) არასრული სქესობრივი კავშირი, რომელიც არღვევს რა ბუნებრივ პროცესს, იწვევს ცენტრალური ნერვული სისტემის დაზიანებას, პოტენციის დაქვეითებას და უმეტეს შემთხვევაში არასაიმედოა.

3) უსაფრთხო დღეების მეთოდი (ოგინო-კნაუსის), 28 დღიანი მენსტრუაციული ციკლის დროს, მენსტრუალური ციკლის მე-11 დღიდან მენსტრუალური ციკლის მე-15 დღის ჩათვლით პარტნიორები წყვეტენ სქესობრივ კავშირს. ეს მეთოდი ნაკლებ უსაფრთხოა, რადგან ძლიერი ორგანიზმის დროს ოვულაცია (კვერცხუჯრედის გამოყოფა) შეიძლება მოხდეს მენსტრუალური ციკლის ნებისმიერ დღეს.

4) პრეზერვატივი – კონდომი (მამაკაცის) – გიცავთ სქესობრივი გზით გადამდები დაავადებებისგან და საშვილოსნოს ყელის კიბოსგან. არ სჭირდება სპეციალისტის კონსულტაცია. მორგების დროს შეიძლება გაწყდეს სქესობრივი კავშირი, გაიხეს კონდომი, ხოლო აქტის შემდეგ შესაძლოა სპერმა ჩაიღვაროს საშოში. მისი ეფექტურობაა 97%.

5) დიაფრაგმა – მას გამოიყენებს ქალი სპერმიციდებთან ართად, იგი თავსდება საშოში, ისე რომ დაიფაროს საშვილოსნოს ყელი. ამდენად მისი ზომა უნდა შეირჩეს სპეციალისტთან (ზომის შესატყვისობა შესამოწმებელია წონის დაკლება – მომატების დროსაც), შესაძლოა ცისტიტის გამწვავება დიდი ზომის დიაფრაგმის გამოყენებისას. გასათვალისწინებელია სპერმიციდების მიმართ მგრძნობელობა. გარანტია 94%-ია.

6) საშვილოსნოსშიდა საშუალებები (ე.წ. სპირალი), რომელიც არის ორი სახის: ა) ჰორმონალური და ბ) არაჰორმონალური

არაჰორმონალურს მხოლოდ ექიმი ჩადგამს. მისი ჩადგმა არ   შეიძლება საშვილოსნოს ყელის ეროზიის, გენიტალიის ანთებითი დაავადებების გამწვავების, სასქესო ორგანოებიდან გამონადენის, მტკივნეული მენსტრუაციის დროს. შესაძლებელია გამოიწვიოს მენსტრუაციის გახანგრძლივება, მტკივნეული თვიური, გარდა ამისა ზრდის შიგნითა სასქესო ორგანოების ინფიცირების საშიშროებას, რადგან მისი ძაფები საშოში ჩადის. მართალია იგი 5-10 წლიანია, მაგრამ ნებისმიერ ზემოთ აღნიშნული დარღვევის შემთხვევაში, აუცილებლად უნდა იქნას გამოღებული და ჩატარდეს შესაბამისი ღონისძიება.

ჰორმონალური საშოს შიდა სპირალი შეიცავს ჰორმონ პროგესტინს. მოქმედებს 3 წელი. პერიოდულად შეიძლება გამოიწვიოს გამონაყარი, მკერდის მგრძნობელობის მომატება, მენსტრუალური ციკლის მოშლა და სხვა რაც არაჰორმონალური სპირალის დროს იყო აღნიშნული. მისი ეფექტურობაა 98-99%.

7) საინექციო საშუალებები – ეს არის ჰორმონალური პრეპარატი, შეყვანილი ორგანიზმში ინექციის სახით, ეფექტურია 3-12 თვის განმავლობაში. ამდენად გვერდითი მოვლენების შეჩერება, ტუკი ასეთს ექნა ადგილი, გრძელდება 3-12 თვეს. სასურველი დაორსულების აღდგენა ხდება 3-12 თვის გასვლიდან 5 თვის ფარგლებში.

8) ინპლანტანტი – ეს არის ჰორმონ გესტაგენის მცირე ზომის კაფსულა, რომელიც თავსდება ადგილობრივი ანესთეზიით მხრის შიგნითა ზედაპირზე კანქვეშ. მისი ეფექტი 5 წლამდეა. შეიძლება ახლდეს მენსტრუალური ციკლის დარღვევა (გადაცდენების ან სისხლდენების სახით), თავის ტკივილი, მკერდის მგრძნობელობის მომატება. მისი ეფექტურობა 100%-მდეა.

9) ჰორმონალური კომბინირებული აბები – მისი შერჩევა ხდება კვალიფიციური სპეციალისტის მიერ ქალის ცხოვრების წესისა და მისი ჯანმრთელობის მთელი ისტორიის გათვალისწინებით. უკუჩვენების არ მქონე და არამწეველ ქალებს მისი მიღება შეუძლიათ მენოპაუზამდე. ხოლო მწეველი ქალებისთვის იგი არ არის რეკომენდირებული, განსაკუთრებით 30-35 წლის ზემოთ. აბების მიღების განაწესის მკაცრი დაცვისა და სწორი შერჩევის შემთხვევაში იგი ეფექტურია – როგორც ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალება – 99%-ით. მისი გვერდითი მოვლენები შეიძლება იყოს გულისრევა, თავბრუსხვევა, მადის მომატება, ჭარბი თვიური, ზედაპირილი თრომბოფლებიტი და სხვა.

10) მეარტაგენის აბები – იგი შეიძლება გამოიყენონ როგორც მწეველმა ქალებმა, ასევე ქალებმა, რომელთათვისაც არ შეიძლება კომბინირებული აბების მიღება ძუძუთი კვების დროსაც.

11) ადგილობრივი კონტრაცეფცია ჩასახვის საწინააღმდეგო ეს მეთოდი გულისხმობს სპერმატოზოიდის დამღუპველი ნივთიერებების მოთავსებას საშოში. არ საჭიროებს სისტემატურ გამოყენებას, ის მხოლოდ სქესობრივი კავშირის წინ თავსდება საშოში. ადგილობრივი ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებები ქმნიან ბარიერს სპერმატოზოიდებისათვის საშვილოსნოს ყელის დონეზე. ადგილობრივი ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებები ხელს უშლიან სექსუალური გზით გადამდები დაავადებების გავრცელებას.
ისინი სხვადასხვა ფორმისაა: აბი, მალამო, სანთელი, ღრუბელი და  ერთმანეთისგან განსხვავდებიან მოქმედების ხანგრძლივობით.

12) არსებობს ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებები, რომლებიც მიიღება
ერთჯერადად – სქესობრივი კავშირიდან 72 საათის განმავლობაში, ე.წ. პოსტკოიტალური აბები.


რა დადებითი თვისებები აქვს ორალურ კონტრაცეფციულ საშუალებებს ორგანიზმისთვის?

  • არეგულირებს მენსტრუალურ ციკლს!
  • ჭარბი თვიურის ან სასქესო ორგანოებიდან სისხლდენის დროს, იცავს ორგანიზმს რკინადეფიციტური ანემიისაგან.
  • საშვილოსნოს ყელის ლორწო ხდება გაუმტარი და აფერხებს მიკრობების შეჭრას, ხელს უშლის ანთებითი დაავადებების განვითარებას.
  • იცავს საკვერცხეებსა და საშვილოსნოს ავთვისებიანი სიმსივნეებისაგან!
  • იცავს საშვილოსნოსა და სარძევე ჯირკვლებს კეთილთვისებიანი სიმსივნეებისაგან!
  • ხელს უშლის ათეროსკლეროზის განვითარებას!
  • ხელს უშლის ოსტეოპოროზის განვითარებას!
  • თითქმის გამორიცხავს საშვილოსნოს გარეორსულობას.

პრაქტიკულად კონტრაცეფციის თითოეულ მეთოდს აქვს მკაცრად რეგლამენტირებული დადებითი და უარყოფითი მხარეები, ამიტომაც მხოლოდ კვალიფიციურ ექიმ-სპეციალისტთან კონსულტაციის შემდეგ შეგიძლიათ მათი გამოყენება.


და ბოლოს ცნობისათვის

სპერმატოზოიდების სათესლე სითხე შეიცავს ჰორმონებს და სხვა კომპონენტებს, რომლებიც სქესობრივი აქტის გზით ხვდებიან რა ქალის ორგანიზმში – აწესრიგებენ ნივთიერებათა ცვლას

კატეგორია: ქალის ჯანმრთელობა | ნანახია: 1950 | დაამატა: dvanca | რეიტინგი: 0.0/0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Copyright MyCorp © 2024