თქვენ სრულყოფილი ხართ! - 21 მარტში 2009 - მედიცინა

მოგესალმები, სტუმარი · RSS










მთავარი » 2009 » მარტი » 21 » თქვენ სრულყოფილი ხართ!
23:56
თქვენ სრულყოფილი ხართ!
უდიდესი მაცდური - კლეოპატრა - იყო შეუმჩნეველი, დიდცხვირა, პატარა, ახლო-ახლოს ჩამჯდარი თვალებით, მაგრამ ამ ყველაფრის მიუხედავად არსებობდნენ მამაკაცები, რომლებიც სიცოცხლეს დათმობდნენ მხოლოდ ერთი ღამის გატარებისათვის მასთან ერთად.
მაგრამ რატომ ხდება ისე, რომ საიდანღაც მოსული არასრულფასოვნების კომპლექსი ფარავს ადამიანის ყველა ღირსებას.

თანამედროვე ქალის არსენალში არსებობს უამრავი ხერხი, რომ საკუთარი თავი განუმეორებლად აქციოს. მაგრამ ამას ხშირად არავინ აქცევს ყურადღებას.

გადიან წლები და მათთან ერთად ქრება საკუთარი მიმზიდველობის შეგრძნება, ჩნდება თავდაუჯერებლობა და ეჭვები. პირველად ამას ისინი ამჩნევენ, ვისგანაც პირველ რიგში მოისურვებდით ამის დამალვას - საყვარელი ადამიანები, შეყვარებულები, ქმრები.

აქ ვერავის დაადანაშაულებთ, ვერც დროს, ვერც საზრუნავს, ვერც ცხოვრებას. დამნაშავე მხოლოდ თქვენ ხართ და ამის შეჩერება შესაძლებელია, ოღონდ ამისათვის უნდა შეცვალოთ დამოკიდებულება საკუთარი თავის მიმართ.

თქვენს ცხოვრებაში ყველაზე მთავარი ადამიანი - ეს მხოლოდ თქვენ ხართ. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეგოისტი უნდა იყოთ და ყურადღება არ მიაქციოთ სხვა ადამიანებს. უბრალოდ, სხვანაირად განსაზღვრეთ პრიორიტეტები და ნუ აქცევთ საკუთარ თავს გარემოებების მსხვერპლად.

მოიწონეთ საკუთარი საქციელი, მაშინაც კი, თუ ისინი დადებით შედეგებს არ იძლევიან და აუცილებლად დაიტოვეთ შეცდომის უფლება - ადამიანს საერთოდ, ახასიათებს შეცდომები.

ნუ გალანძღავთ საკუთარ თავს წარუმეტებლობებისა და შეცდომებისათვის, პირიქით, უთხარით კომპლიმენტი, აღფრთოვნდით საკუთარი მიღწევებით, შეიქეთ თავი. საოცარია, მაგრამ ფაქტია: როცა ადამიანს უყვარს და პატივს სცემს საკუთარ თავს, სხვებიც ასევე ეპყრობიან მას.

იცხოვრეთ აწმყოთი. ნუღარ გაიხსენებთ შეცდომებს, ეს ვერაფერს შეცვლის თქვენს ცხოვრებაში. აწყმოზე კი ნამდვილად ბევრი რამაა დამოკიდებული. იქეცით საკუთარი თავის მეგობრად, მოუფრთხილდით ისე, როგორც თქვენთვის ძვირფას ადამიანს გაუფრთხილდებოდით. ისწავლეთ დასვენება და ნუ მიიყვანთ თავს ‘’კრიტიკულ’’ წერტილამდე. ყველაფერი გააკეთეთ იმისათვის, რომ ყოველი დღე ერთ სასიამოვნო მომენტს მაინც განიჭებდეთ, ერთ სასიამოვნო მოვლენას, თუნდაც მცირედს.

ყოველი ქალი - სრულყოფილია. ეს ყოველთვის უნდა გახსოვდეთ. მოუარეთ და გიყვარდეთ საკუთარი თავი ისეთი, როგორიც ხართ, როგორიც ბუნებამ შეგქმნათ. იგრძენით საკუთარი სხეული, იზრუნეთ მასზე. სექსუალური ქალი ის არის, რომელიც მამაკაცში იწვევს დაუოკებელ სურვილს შეეხოს მას, მივიდეს ახლოს, შეისუნთქოს მისი სუნამოს არომატი, მოისმინოს მისი ხმა. ამ ყველაფრისათვის არ არის აუცილებელი ლამაზმანი იყოთ.

თუ შეძლებთ შექმნათ ჰარმპონია საკუთარ თავში, შიგნით, ამით არა მარტო საკუთარ თავს დაეხმარებით, არამედ ახლობლებსაც. ამით ასწავლით მათ თქვენს სიყვარულს და დაფასებას! ეს კი ნიშნავს, რომ თქვენს ცხოვრებაში მეტი ჰარმონია იქნება.
კატეგორია: ფსიქოლოგის რჩევები | ნანახია: 928 | დაამატა: dvanca | რეიტინგი: 4.0/2
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Copyright MyCorp © 2017