მოგესალმები, სტუმარი · RSS










მთავარი » 2009 » მარტი » 21 » ინტუიცია. ლოგიკას ვთხოვთ, არ ჩაერიოს...
23:55
ინტუიცია. ლოგიკას ვთხოვთ, არ ჩაერიოს...
ინტუიცია (ლათინურიდან - გამჭოლი ყურება) - პოვნა, ხშირად მომენტალური გადაწყვეტა ამოცანისა ლოგიკური საფუძვლის გარეშე.

"არის ბევრი რამ ამ ქვეყნად, მეგობარო ჰორაციო..."
ინტუიციის არსებობის შესახებ ჯერ კიდევ სოკრატეს პერიოდიდან იცოდნენ. ძველბერძენი მოაზროვნე აღნიშნავდა, რომ ცხოვრებაში იგი მიყვებოდა რაღაც ხმას, რომელიც აკავებდა ამა თუ იმ საქციელისაგან. მაგრამ ამავდროულად იგი არაფერს იწვევს...

თავისი აღმოჩენებით ინტუიციას უნდა უმადლოდნენ ეინშტეინი, ედისონი, მარკონი და ჰენრი ფორდი. ქიმიკოს ფრიდრიხ კეკულემ ბენზოლის კლასიკური ფორმულა დაკლაკნილი გველის დანახვამ უკარნახა, ჩვეულებრივი აბლაბუდას ქსელი გახდა ინჟინერ ბრაუნის შთაგონების წყარო, რომელმაც დაკიდული ხიდი გამოიგონა. ხოლო სახელგანთგმული ჯორჯ სოროსი წელში მოულოდნელი ტკივილების შეტევისას ხვდებოდა, რომ სიტუაცია იმჟამად მის სასარგებლოდ არ აეწყობოდა.

თუმცა, ინტუიცია მხოლოდ მეცნიერებსა და ბიზნესმენებს არ აქვთ, არამედ პოეტებსა და კომპოზიტორებსაც. მათი თქმით, ისინი მხოლოდ ინიშნავენ ფურცელზე იმას, რაც "ზემოდან" მოდის. ადამიანები შემთხვევით არ იგვიანებენ ავია და რკინიგზის რეისებზე, რომლებიც ტრაგიკულად მთავრდება. კატასტროფების მშრალი სტატისტიკა ამტკიცებს, რომ ტრანსპორტი, რომელმაც კატასტროფა განიცადა, პრაქტიკულად ყოველთვის 61%-ით იყო სავსე. ვიღაც ცუდად გახდა, ვიღაცამ დაიგვიანა, ვიღაცამ უბრალოდ გადაიფიქრა წასვლა შინაგანი იმპულსის ძალით. ეს ინტუიციის კიდევ ერთი "გამოხატულებაა".

ლეგენდარული ფრეიდის მოსწავლე კარლ იუნგი ისეთ ადამიანებს, რომლებსაც "შინაგანი ხმა" აქვთ, კულტურის ავანგარდებად მიიჩნევდა. ეს ბედნიერები ისწრაფვიან კომპეტენტურობისაკენ, ეფექტურობისაკენ ყველაფერში და ამასთან, ნებისმიერ სამუშაოს ისე აღიქვავენ, როგორც თამაშს. საერთოდ კი, არ არსებობს ადამიანი პლანეტაზე, რომელსაც ინტუიცია არ აქვს...

ყველაფერში იდუმალი მინიშნებაა

მთელი მსოფლიოს მეცნიერები ცდილობენ გაარკვიონ, საიდან მოდის ინტუიტიური ცოდნა? დღეს დღეისობით ისინი მხოლოდ ერთ რამეზე თანხმდებიან(თუმცა, არც ეს ხდის ფარდას იდუმელებას): ეს არის აბსოლუტურად ახალი მატერიის ფორმა. თუმცა, სხვდასხვანაირად ეძახიან: ნოოსფერო, კოლექტიური გონი, კოლექტიური ქვეშემეცნება.

მოცემული თეორიის თანახმად, მატერიალურია ცნობიერებაც, აზრებიც, გრძნობებიც. ადამიანების მთელი გამოცდილება ინახება თავისებურ "ბიბლიოთეკაში", საიდანაც ნებისმიერს შეუძლია მისთვის საინტერესო ცნობების აღება.

"მოთხოვნის" პროცესი ასე ხდება: თავიდან "ჰომო საპიენსი" აზროვნებს ყოველდღიურ, მატერიალურ სიბრტყეში, ეყრდნობა რა ლოგიკას. შემდეგ მოულოდნელად ეფლობა საინფორმაციო ველში და იღებს პასუხს - რადგან იქ, შეუცნობელ "საცავში", ყველაფერია ცნობილი წარსულზე, აწმყოზე და მომავალზე. პრობლემა იმაშია, რომ ყველას არ შეუძლია მოისმინოს და გაშიფროს გზავნილი "ნახევარფრაზებისა და ნახევარმინიშნებების" სამყაროდან. მაგრამ "ინტუციის ბიბლიოთეკაში" მოსახვედრი აბონემენტის მიღება არც ისე რთულია, საჭიროა მხოლოდ რამდენიმე წესის დაცვა.

წესი 1. "წარმატებას წინ უძღვის სიხარული"

გაიხსენეთ მთავარი წარმატებები თქვენს ცხოვრებაში და შეგრძნებები, რომლებიც წინ უსწრებდნენ ყოველ "ტრიუმფს". "გამარჯვების დღის" წინა დღეს აუცილებლად კარგ განწყობაზე იქნებოდით, თითქოს ფრთაშესხმული, ან თავდაჯერებული იყავით და მშვიდი: "ყველაფერი გამომივა!" და პირიქით, გრანდიოზული ჩავარდნის წინა დღეს ალბათ ნერვიულობდით და წუხდით საიდანღაც გაჩენილი აპათიის, გაურკვევლი შიშის გამო და არ გსურდათ საქმეზე ხელის მოკიდება. ერთი სიტყვით, ფაქტი ფაქტად რჩება: სერიოზული მოვლენების წინ ადამიანი იღებს ინფორმაციას "ზემოდან" კომფორტული ან დისკომფორტული მდგომარეობის სახით.

ტექნიკის სრულყოფა: იმისათვის რომ განავითაროთ წინათგრძნობა (ცატათი მაინც!), თუ რა მოელის თქვენს ახალ წამოწყებას - ცარიელი ხლაფორთები თუ წარმატება, გაითავისეთ ერთი რიტუალი: წარმოსახვაში დახატეთ სურათი - მთელი თქვენი მოქმედებები ასახეთ. რა გელოდებათ - საქმიანი მოლაპარაკებები? ეცადეთ საკუთარი თავი გვერდიდან დაინახოთ: შედიხართ ოფისში, ხვდებით პარტნიორს... რას გრძნობთ? სიხარულს? შიშს? საფრთხეს? მოწყენილობას? სიცარიელეს? მალე დარწმუნდებით, რომ "ცარიელი გასროლა" და "აცდენა" სულ უფრო ნაკლები ხდება, წინათგრძნობები არ გატყუებენ.

წესი 2. "წამოცდენები" ფრეიდის აზრით შემთხვევითი არ არის.

ხანდახან ინტუიციის "საიდუმლო კანცელარიიდან" მიღებული "გზავნილი" ადრესატს ბოროტ ხუმრობას უმზადებს.

ბანალური სიტუაცია: მოღალატე ცოლი, რომელიც მსმენელებს მეუღლის მიმართ სიყვარულზე ესაუბრება, უცებ მას სხვა სახელით იხსენიებს. თანაც არა უბრალოდ სხვის, არამედ საყვარლის სახელით. უბრალოდ წამოსცდა, იტყვის ვიღაც. ჰო, რა თქმა უნდა, მაგრამ იქამდე, ვიდრე ენას შეეშლებოდა, გზას ასცდა აზრი.

კლასიკური ვარიანტი: საუბარში საერთო ნაცნობის გახსენებისას შეიძლება წამოგცდეთ დახასიათება: "ჰო, კარგი აფერისტია!" უი, ეს თქვენ წამოგცდათ, მაგრამ სულ სხვა რაღაცის თქმა გინდოდათ, მაგალითად - სპეციალისტის, რადგან მისი საწინააღმდეგო არაფერი გაქვთ. რა მოხდა? ეს ინტუიციაა საკუთარი პერსონით.

კიდევ ერთი მსგავსი სიუჟეტი: ადამიანზე უცებ წარსულ დროში გაიფიქრეთ. მერე კი თავს უსაყვედურეთ, თუ რა აზრები მოგდით და დაივიწყეთ. მალე კი იგებთ, რომ იგი გარდაიცვალა... მთელი საქმე კი მათშია, იდუმალ "გზავნილებში ზემოდან".

ტექნიკის სრულყოფა: ჩვეულებრივი ადამიანის თავში ქაოსი მეფობს: როცა მას ღვიძავს, ყოველწამიერად ებრძვის ფიქრების შემოტევას, მელოდიების, შინაგანი დიალოგების და ა.შ. სცადეთ 10-15 წუთის განმავლობაში მისდიოთ ინფორმაციის დინებას. გააანალიზეთ, როგორი აზრები გიტრიალებთ თავში და დაფიქრდით, რისი თქმა უნდოდა თქვენთვის ქვეშეცნეულს? ყურადღების გარეშე ნუ დატოვებთ შემთხვევით მოქმედებებსაც: როცა საუბარი მიდის მომავალ მოვლენაზე ან კონკრეტულ ადამიანზე, შემთხვევით ღვრით ჩაის, იწვავთ ხელს, ხელიდან გივარდებათ ვაზა... შესაძლოა ეს ნიშნები იყოს გაფრთხილება ფარული საშიშროების არსებობისა.

წესი 3. "წინასწარ ვიცი..."

ეს მოვლენა აბსოლუტურად აუხსნელია, მაგრამ მას აუცილებლად შეხვდებოდა ყველა: სკოლაში ზუსტად იცოდით, რომ დღეს გეოგრაფიის მასწავლებელი გაგიძახებდათ დაფასთან. და ზუსტად...ინსტიტუტშიც, ისე ხდებოდა, რომ გამოცდაზე წასვლისას იცოდით მხოლოდ ერთი ბილეთი და ზუსტად ის ბილეთი გხვდებოდათ! ადამიანი განსაკუთრებით კარგად გრძნობს იმ მოვლენებს, რომლებიც მის ახლობლებს უნდა შეემთხვას.

ტექნიკის სრულყოფა: "გამონათების მომენტები" რომ უფრო ხშირი გახადოთ, ამისათვის ცოტა წაავარჯიშეთ ინტუიცია. აიღეთ ჩვეულებრივი კარტი და, პირველი ათი ცალი დაალაგეთ წითელ და შავ მასტებად, ცალ-ცალკე. შემდეგ კი, ისე რომ არ შეხედოთ, მხოლოდ შინაგანი ხმის დახმარებით განსაზღვრეთ კარტის ფერი და შესაბამის "ბანაკში" დადეთ. როგორც წესი, პირველი ცდა წარმატებული გამოდის, შემდეგ კი "მიზანში მოხვედრა" იკლებს. ამიტომ, გააკეთეთ ორ-სამ საათიანი შესვენებები.

სანამ გაჩერებაზე ავტობუსს ელოდებით, ეცადეთ გამოიცნოთ იმ ტრანსპორტის ნომერი, რომელიც პირველი მოვა. მონეტის აგდების შემდეგ, სანამ ხელს გაშლით, გამოიცანით რომელ მხარეს დაეცა იგი.

წესი 4. "ვისაც თვალი აქვს, დაინახოს"

მთელი მსოფლიოს კინოსცენარისტებს უყვართ ისეთი სიუჟეტები, სადაც მთავარი გმირი გარშემორტყმულია ნიშნებით და სიმბოლოებით, რომლებიც მიუთითებენ, თუ რა გადაწყვეტილება უნდა მიიღონ მათ ამა თუ იმ საკითზე, რომელიც აინტერესებთ. მაგალითად, ახალგაზრდა, ლამაზი ქალი, მიიღებს რა წინადადებას ხელისა და გულის თხოვნის შესახებ, ორჭოფობს, მიიღოს თუ არა იგი. ამ ფიქრებით შეპყრობილი იგი დაეხეტება ქუჩებში და შემთხვევით, ესმის ასეთი სიტყვები: "მე მგონი არ იქნება ბედნიერი..." - პასუხი ზედაპირზე ტივტივებს...

თქვენც ალბათ არა ერთხელ შეგინიშნავთ სიგნალი-მინიშნებები: იმ წიგნის სახელწოდებამ, რომელსაც თქვენი თანამგზავრი კითხულობდა მატარებელში, თავბრუდამხვევი რომანი გიწინასწარმეტყველათ, ან სარეკლამო სლოგანმა სწორი გადაწყვეტილება გიკარნახათ...

ტექნიკის სრულყოფა: თუ ყველაფერში დაშიფრული მინიშნებების ძებნას დაიწყებთ, შეიძლება გაგიჟდეთ, ასე რომ, აუცილებელია მარცვალი თავთავისაგან გამოყოთ. მაგალითად, მოინიშნეთ განსაზღვრული დრო, მაგალითად, ხუთშაბათი - 14-დან 15 საათამდე და დააჯერეთ საკუთარი თავი, რომ ამ შუალედში მიიღებთ მნიშვნელოვან ინფორმაციას, არ აქვს მნიშვნელობა როგორი სახით - საუბრის ნაწყვეტებით, რადიოთი მოსმენილი მელოდიით თუ სხვა. მოახდინეთ მოსმენილ-გაგონილის აკუმულირება და სცადეთ გამოიცნოთ, სახელდობრ რაზე მიგანიშნებთ ინტუიცია.

ოღონდ ერთი პირობით, ნუ ჩაიციკლებით თქვენი აზრით ნეგატიურ სიგნალებზე. თუ რომელიმე მინიშნება გაშინებთ, უბრალოდ იგნორირება გაუკეთეთ მას და გაიხსენეთ ფრაზა ანეკდოტიდან: "ხანდახან ბანანი - უბრალოდ ბანანია".

წესი 5. "რაღაცამ მაიძულა..."

ადამიანები, რომლებიც სასწაულებრივად გადაურჩნენ ავარიას და უბედურ შემთხვევებს, არც თუ იშვიათად წარმოთქვამენ ფრაზას: "...თითქოს რაღაცამ ხელი მკრა. უკანასკნელ წუთში რაღაცამ მაიძულა სახლში დავბრუნებულიყავი (სხვა გზით წავსულიყავი, სხვაგან გადავმჯდარიყავი და ა.შ.)". უნდა აღინიშნოს თუ არა ის, რომ იმ "წერტილში", სადაც ისინი არ მოხვდნენ უეცარი იმპულსის წყალობით, რაღაც საშინელება მოხდა.

რა თქმა უნდა, მინიშნებებს კეთილი ფინალიც აქვთ. მაგალითად: ზაფხულის შვებულებაზე ვერც კი იოცნებებდით, მაგრამ მაინც შეიძინეთ ახალი საცურაო კოსტიუმი. ერთი კვირის შემდეგ კი იგებთ, რომ მივლინებაში მიდიხართ, დიახ, ზღვისკენ!

ტექნიკის სრულყოფა: თუ მოულოდნელად რაიმე საფრთხე იგრძენით, აუცილებლად შეცვალეთ ჩვეული მარშრუტი, გადადეთ შეხვედრა ან სხვა ადგილას გადაიტანეთ იგი. რაღაც დროის შემდეგ კი შეამოწმეთ, ხომ არ მომხდარა იმ ადგილებში რაიმე უსიამოვნო შემთხვევა.

ხო მართლა, დაამუხრუჭეთ თქვენი ვნება მფლანგველობის მიმართ, რათა 12 წყვილი ფეხსაცმლის შეძენის შემდეგ ყველაფერი ინტუიციას არ დააბრალოთ და შემდეგ უშედეგოდ არ ელოდოთ მინიშნებებს "ზემოდან". :)))

კატეგორია: ფსიქოლოგის რჩევები | ნანახია: 892 | დაამატა: dvanca | რეიტინგი: 3.5/2
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Copyright MyCorp © 2017