რა ვქნათ, როცა "სული გვტკივა"? - 21 მარტში 2009 - მედიცინა

მოგესალმები, სტუმარი · RSS










მთავარი » 2009 » მარტი » 21 » რა ვქნათ, როცა "სული გვტკივა"?
23:53
რა ვქნათ, როცა "სული გვტკივა"?
ნებისმიერ ქრონიკულ დააავადებას ემოციური საფუძველი აქვს, ფსიქოლოგიური კომპონენტი, რომლის გარეშეც დაავადება არასოდეს გამოვლინდებოდა.

ყოველი ადამიანისათვის ცნობილია ფიზიკური ტკივილი, მაგალითად კბილის, ან თავის, ტკივილი ზურგის ან წელის არეში. მაგრამ არსებობს ასევე ემოციური, ფსიქიკური ტკივილი და თუ ვიცით, როგორ გავუმკლავდეთ ფიზიკურ ტკივილს, პრაქტიკულად არავინ იცის რა უყოს ემოციურ ტკივილებს.

რა არის ემოციური ტკივილი?

ხშირად ისმის კითხვა - რა არის ეს? სადღაც შიგნით რაღაც სიმძიმე გვაწევს და "გვწვავს". ამ შეგრძნებას დარწმუნებით შეგვიძლია ვუწოდოთ ემოციური ტკივილი? შიში, სევდა, განრისხება, გაბრაზება - ეს ყველაფერი ემოციური ტკივილია. ნებისმიერი გრძნობა, რომელიც უსიამოვნოა თქვენთვის და უამრავი პრობლემის მოტანა შეუძლია, წარმოადგენს ემოციური და ფსიქოლოგიური რღვევის წყაროს და შესაძლოა ფიზიკურ ტკივილში გადაიზარდოს. უკვე დიდი ხანია დამტკიცებულია, რომ ძალიან ბევრი დაავადება სწორედ სულიერი განცდების გამო ჩნდება.

ტრადიციული ჩინური მედიცინის თანახმად ძლიერი ნეგატიური ემოციები და მათი ჩახშობა(ანუ გამოუთქმელობა) ერთნაირად ცუდად მოქმედებს ჩვენს ჯანმრთელობასა და თვითშეგრძნებებზე. ცნობილია, რომ ნებისმიერ ქრონიკულ დაავადებას ემოციური საფუძველი აქვს, ფსიქოლოგიური კომპონენტი, რომლის გარეშეც იგი შესაძლოა არასდროს გამოჩნდებოდა. წყენა, სევდა ფა იმედგაცრუება, ნევროზები - იწვევს მაღალ წნევასა და სტრესს, რაც არღვევს ადამიანის იმუნური სისტემის ნორმალურ მუშაობას. ამგვარად, დაავადება კი არ იკურნება, არამედ ჩვენთან რჩება მრავალი წლის მანძილზე. ბევრ ადამიანს ნერვიულობისაგან თავი სტკივდება, ან ჰაერი არ ჰყოფნის, ან მუცელი სტკივა. ასე რომ, სხეული ითხოვს ყურადღებას, სიმშვიდეს და დასვენებას და თუ იგი ამას არ მიიღებს, შედეგები ძალიან სამწუხარო შეიძლება აღმოჩნდეს. ძველბერძენი ფილოსოფოსის ნათქვამია - "ჯანმრთელ სხეულში - ჯანმრთელი სული დევს". თუ თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა უკეთესობის სურვილს გიტოვებთ, თქვენ კი მიზანმიმართულად აგრძელებთ მის გაუარესებას, ნუღარ გაგიკვირდებათ რომ ნევროზები და სტრესი გდევთ თან.

ადამიანი ხშირად უგულებელყოფს ფიზიკურ კეთიდღეობას, არასწორად იკვებება, არასაკმარისად მოძრაობს, ცოტას ისვენებს ან ცოტა სძინავს. ამას გარდა, მისი ჰიპერაქტიური ტვინი მუდმივად აწვდის იდეებს, თუ როგორ გააღრმაოს და გაამწვავოს მდგომარეობა. მაგალითად, ალკოჰოლის გამოყენება ან დიდი რაოდენობით ყავა თითქოს იმისათვის, რომ გამოფხიზლდეს, ან სიგარეტი. ამას გარდა, იგი გამუდმებით იძლევა შეფასებებს. ყურადღება მიაქციეთ იმას, თუ დღეში რამდენჯერ განსჯით და ატრიალებთ გონებაში ამა თუ იმ მოვლენას და ისევ და ისევ იწვევთ საკუთარ თავში ნეგატიურ შეგრძნებებსა თუ ემოციებს. ის, ვინც გამუდმებით ცუდზე ფიქრობს, ადვილად და მალე ივიწყებს სიტყვას "ბედნიერება", ან ეს სიტყვა მისთვის ცოტა სხვა აზრს იძენს. მაგალითად, მხიარული დროსტარება კლუბში, ღვინის მირთმევა, ხოლო უძილო ღამის შემდეგ ისევ სამუშაო. ამ შემთხვევაში მხიარულების გახსენება მისთვის თავის ტკივილთან ასოცირდება და ემოციურ ტკივილს იწვევს ... ხელმძღვანელობის უკმაყოფილობის, მდივნის, ან თანამშრომლების უკმაყოფილობის გამო.

როგორ ავარიდოთ თავი ემოციურ ტანჯვას?

საკუთარი თავი უნდა შეიყვაროთ. მნიშვნელოვანია საკუთარ თავზე ზრუნვა და სამუშაო თუ დასვენების დღეების სიამოვნებით გატარება. ერთი ჭიქა ჩაისა და საყვარელი ნამცხვრის გამოც კი, რომელსაც სიმშვიდეში მიირთმევთ, თქვენი სული და სხეული მადლიერი დაგრჩებათ. აკეთეთ მხოლოდ ის, რაც მოგწონთ და რაც ნამდვილ სიამოვნებას განიჭებთ, და არა მოჩვენებითს. ნუ იტყვით უარს პატარა სიხარულებზე და დასვენებაზე - ეს თქვენი სიმშვიდისა და კეთილდღეობის გარანტია.
შემდგომში თავი აარიდეთ ისეთ ცხოვრებისეულ სიტუაციებს, რომლებიც ძალებს გართმევენ. ნუ აჰყვებით ემოციებს, შიშებსა და სტრესებს. უმჯობესია თავი აარიდოთ მათ ან აიძულოთ, რომ თქვენს მხარეზე იმუშაონ. როგორ? შეიძლება იმის სწავლა, თუ როგორ გაუკეთოთ იგნორირება უსიამოვნი სიტუაციებს. დაბლოკოთ ისინი. თუ ეს არც ისე გეადვილებათ, შეცვალეთ თქვენი დამოკიდებულება. არასოდეს ეცადოთ გადაჭრათ რთული სიტუაცია თუ გრძნობთ, რომ უკვე დაძაბული ხართ. უმჯობესია დამშვიდდეთ და დაისვენოთ, ძალები მოიკრიბოთ და მაშინ გადაწყვეტილება თავად მოვა.

ნუ დაივიწყებთ პატარ-პატარა სიხარულებს. შემოიკრიბეთ ისინი გარშემო და მალე შენიშნავთ, რომ საქმე კარგად მიდის. მეტი იცინეთ, საკუთარ თავზეც კი. ეს სასარგებლოა.

როგორ აისახება ემოციური ტკივილები საყვარელ ადამიანთან ურთიერთობებზე?

ემოციური ტკივილი ჩვენი ბალასტია, რომელსაც თან დავათრევთ ყველგან და რომელიც განსაკუთრებულად გვიშლის ხელს სხვა ადამიანებთან ურთიერთობებში. ეს არის ჩვენი თავისებური მგრძნობიარე წერტილები, რომლებზეც თითი დაჭერის შემთხვევაში მუშაობას იწყებს თავდაცვის მექანიზმი. ჩვენ უჩვეულოდ ვრეაგირებთ, ხანდახან აგრესიულადაც და ამან შესაძლოა ყველაზე მყარი ურთიერთობებიც კი დაარღვიოს. უარყოფითი და უსიამოვნო ემოციები როგორც წესი საკუთარ თავში ჩაკეტვას იწვევს, ხოლო პარტნიორს აბსოლუტურად არაფერი ესმის და ვერაფრით გვეხმარება ძალიანაც რომ სურდეს. არ დაივიწყოთ ასევე, რომ აგრესია და სიბრაზე მეორე ადამიანშიც იგივე გრძნობებს იწვევს. გამოდის, რომ ემოციური ტკივილი ხელს უშლის ურთიერთობებს და გვაშორებს სიყვარულს, რომლისკენაც ასე მივილტვით.

საიდან ჩნდება ადამიანის თავში აზრი იმის შესახებ, რომ იგი არ არის სიყვარულის ღირსი ან საკმარისად კარგი არ არის?

უმეტეს შემთხვევებში ასეთი აზრები გამოწვეულია გაუგებრობით და სიტუაციის არასწორი ინტერპრეტაციით. ისინი ჩვენი ტვინის დასკვნებს წარმოადგენენ, რომლებიც ძალიან ადრე, შესაძლოა ბავშვობის ასაკში გავაკეთეთ. ასეთი დასკვნები ხშირად წარმოადგენენ იმ რეაქციის შედეგს, რომელიც ამა თუ იმ სიტუაციაში მტკივნეული იყო ჩვენთვის და ჩვენ შესაძლოა არასწორად მოვიქეცით.

შემდგომში ასეთი მოგონებები ძალიან დიდხანს გვდევს თან და გამუდმებით იწვევს უსიამოვნო გრძნობებს. თუმცაღა ხანდახან ამ ყველაფრის მიზეზი მშობლების მხრიდან ემოციური ან ფიზიკური ზემოქმედებაა. მაგალითად, მშობლების მეტისმეტად ტრადიციული შეხედულებები თან გვდევს მთელი ცხოვრების განმავლობაში, სანამ ჩვენ შეგნებულად და გაცნობიერებულად არ შევცლით მათ. მაშინ ცხოვრება სხვაგვარად იწყებს დინებას. მაგრამ რა თქმა უნდა დაჭიროა ზომიერების დაცვა და არა ერთი უკიდურესობიდან მეორეში გადავარდნა, მაგალითად, ნუ გადაიქცევით დამჯერი და თითით საჩვენებელი გოგონასაგან უხეშ, უზრდელ და ყველაფერზე წამსვლელ არსებად. შეიცვალეთ მხოლო ის შეხედულებები და მოიშორეთ მხოლოდ ის გრძნობები, რომლებიც ნამდვილად გიშლით ხელს დატკბეთ ყოველი განვლილი დღით.

ჩვენს საზოგადოებაში არსებობს განსაზღვრული ქცევის ტიპები და ჩვენც ვირჩევთ ერთ-ერთ მათგანს და მივყვებით მას, ანუ ვეწყობით განსაზღვრული სტერეოტიპის ქვეშ. ამგვარად, ხშირად ვართმევთ საკუთარ თავს ბევრ სიხარულს, რაც თავის მხრივ საკუთარი თავითა და ცხოვრების მიმართ უკმაყოფილებას იწვევს. ეს ბადებს ემოციურ ტკივილს, მაგრამ არჩევანი ყოველთვის არსებობს.

როგორ გავთავისუფლდეთ ემოციური ტკივილისაგან?

თქვენ წინაშე უამრავი საშუალებაა ამისათვის: სპორტი, სუნთქვა, მედიტაცია და რა თქმა უნდა ეკლესია. ასევე სამკურნალო ბალახები, განტვირთვის მეთოდები ან სულაც გულითადი საუბარი დაგეხმარებათ წონასწორობის აღდგენაში და ტკივილისაგან გათავისუფლებაში, ასევე, გაგათავისუფლებთ უსიამოვნო გრძნობებისაგან, ემოციებისაგან და კომპლექსებისგანაც კი.

კატეგორია: ფსიქოლოგის რჩევები | ნანახია: 1162 | დაამატა: dvanca | რეიტინგი: 5.0/1
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Copyright MyCorp © 2016