მოგესალმები, სტუმარი · RSS










მთავარი » 2009 » მარტი » 13 » რომელ მუსიკას მოვუსმინოთ?
11:52
რომელ მუსიკას მოვუსმინოთ?
ფსიქოლოგებისა და ნეირობიოლოგების ჯგუფის მიერ ჩატარებული იქნა უცნაური ექსპერიმენტი. მათ შესთავაზეს სტუდენტთა ჯგუფს ტესტი, რომლითაც ფასდებოდა სივრცული აზროვნების განვითარების ხარისხი. კვლევის ჩატარებამდე 10 წთ-ით ადრე სტუდენტთა ერთი ჯგუფი უსმენდა მოცარტის მუსიკას, ხოლო მეორე კი ფილიპ გლასის ოპუსებს. შედეგები გასაოცარი აღმოჩნდა: მათ, ვინც უსმენდა მოცარტს, აღენიშნათ შემოქმედებითი ძალების ნამდვილი მოზღვავება და 62%-ით მეტად წარმატებულნი აღმოჩნდნენ. გარდა ამისა, როგორც სურდოლოგები (სპეციალისტები, რომლებიც შეისწავლიან სმენის დეფექტებს) და ლოგოპედები (სპეციალისტები, რომლებიც დაკავებულნი არიან მეტყველების პრობლემების კორექციით) აღნიშნავენ, კლასიკური მუსიკას გააჩნია სამკურნალო ეფექტი. კერძოდ, მოცარტის მუსიკის ეფექტი განპირობებულია მასში მაღალი სიხშირის ტალღების პრევალირებით. ეს ბგერები, ერთის მხრივ, აძლიერებენ შუა ყურის მიკროსკოპულ კუნთებს, მეორეს მხრივ კი, 3000-დან 8000ჰც და მეტი სიხშირის ბგერები იწვევენ განსაკუთრებით მაღალ რეზონანსს თავის ტვინის ქერქში, რაც აუმჯობესებს მეხსიერებას და ასტიმულირებს აზროვნებას.
ბევრი ფსიქოთერაპევტი იყენებს მუსიკას რიგი დაავადებების კომპლექსური და ინტენსიური მკურნალობის სქემებში. ზოგიერთი მათგანის დაკვირვებით, განსაკუთრებული ეფექტით ხასიათდება სიმებიან ინსტრუმენტებზე შესრულებული მუსიკა, წუთში 64 მეოთხედი ნოტით. ჩვენი გულის შეკუმშვათა რიტმი შეადგენს საშუალოდ 68-72 დარტყმას. ბახის, ჰენდელის, ვივალდისა და კორელის მუსიკა წუთში მხოლოდ 60 მეოთხედს შეადგენს. ამ მუსიკის მოსმენისას გული “ფეხს უწყობს” ასეთ რიტმს და ადამიანიც თავისდაუნებურად დუნდება და ისვენებს.
ხმაურიანი, სწრაფი და დისონანსური მუსიკა, პირიქით, უფრო ასუსტებს ორგანიზმს, რაც დამტკიცებული იქნა იტალიელი ნეირობიოლოგებისა და ფიზიკოსების მიერ. ისინი აკვირდებოდნენ ლაბირინთში მზა საკვების ძებნით დაკავებული თაგვების ორ ჯგუფს. თაგვების ერთ ჯგუფს ასმენინებდნენ შტრაუსის ვალსებს, ხოლო მეორეს კი - დოლზე დაკვრას. მუსიკალური გამოცდის შედეგები ასეთი იყო: “ვალსის ჯგუფმა” ლაბირინთში ადრინდელთან შედარებით უფრო უკეთესი ორიენტაცია გამოამჟღავნა, ხოლო მეორე, “დოლის ჯგუფის”, თაგვებმა 3 კვირის მანძილზე ვერ შესძლეს ლაბირინთში გზის გაგნება. ამის შემდეგ, მეცნიერების მიერ შესწავლილი იქნა მეორე ჯგუფის თაგვების ტვინის ქსოვილი, სადაც გამოვლენილი იქნა ტვინის გარკვეულ უბნებში გადახრა ნეირონების განვითარებაში. მეცნიერთა აზრით, სწორედ ეს ცვლილებები უშლიდნენ ხელს თაგვებს სივრცეში ორიენტაციასა და სიახლის ათვისებაში.

კატეგორია: საინტერესო | ნანახია: 958 | დაამატა: dvanca | რეიტინგი: 5.0/2
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Copyright MyCorp © 2017