მოგესალმები, სტუმარი · RSS










მთავარი » 2009 » მარტი » 13 » ემოციურმა სტრესმა შეიძლება გამოიწვიოს მიოკარდიუმის ინფარქტის მსგავსი სიმპტომები
11:47
ემოციურმა სტრესმა შეიძლება გამოიწვიოს მიოკარდიუმის ინფარქტის მსგავსი სიმპტომები

ამერიკელი კარდიოლოგების მიერ (ჯონ ჰოპკინსის სახელობის უნივერსიტეტი, ბალტიმორი, მერილენდის შტატი) ჩატარებული იქნა კვლევები ემოციური სტრესით გამოწვეული პათოლოგიური მდგომარეობის მიზეზების დასადგენად, რომელიც კლინიკურად ძალიან წააგავს მიოკარდიუმის ინფარქტს. კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ ზ.ა. ფენომენი გამოწვეულია სიმპათიკური ნერვული სისტემის გადაჭარბებული აგზნებით, რაც იწვევს ორგანიზმის დამცველობითი ძალების სტიმულაციას სიცოცხლისათვის საშიშ სიტუაციებში. კერძოდ, ხდება სისხლში მნიშვნელოვანი რაოდენობით სტრესული ჰორმონების გადმოსროლა, რაც იწვევს გულის შეკუმშვათა გაძლიერებას და ასტიმულირებს ენერგიით მდიდარი ქიმიური ნივთიერებების მოდინებას. სიმპათიკური ნერვული სისტემის ზედმეტმა აგზნებამ ზოგჯერ შეიძლება გულის გაჩერებაც კი გამოიწვიოს.
მეცნიერების მიერ გამოკვლეული იქნა მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის სიმპტომების მქონე 19 ავადმყოფი. მათ სისხლში აღმოჩენილ იქნა ძალიან დიდი რაოდენობით სტრესორული ჰორმონები, მათ შორის ადრენალინი და ნორადრენალინი. დიაგნოზი “მიოკარდიუმის ინფარქტი” არცერთ პაციენტში არ დადასტურებულა.

კატეგორია: დეპრესია, ნერვოზი | ნანახია: 2329 | დაამატა: dvanca | რეიტინგი: 4.0/3
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Copyright MyCorp © 2024