მოგესალმები, სტუმარი · RSS










მთავარი » 2009 » მარტი » 13 » კომპიუტერთან ხანგრძლივი მუშაობა იწვევს გლაუკომას
11:45
კომპიუტერთან ხანგრძლივი მუშაობა იწვევს გლაუკომას

კომპიუტერის მონიტორთან მუდმივი მუშაობა თვალის მძიმედაავადების - გლაუკომის, განვითარების ერთ-ერთ მაპროვოცირებელფაქტორად ითვლება. ამის შესახებ განაცხადეს იაპონელმაოფთალმოლოგებმა ბრიტანეთის ოფთალმოლოგიური ჟურნალისფურცლებზე.
იაპონელმა მეცნიერებმა დოქტორ Masayuki Tatemichi-ხელმძღვანელობით ტიხოს უნივერსიტეტიდან (ტოკიო) შეისწავლესსხვადასხვა პროფესიის მქონე 10 ათასამდე ადამიანი, რომლებიცრამოდენიმე წლის განმავლობაში მთელ სამუშაო დღესკომპიუტერთან ატარებდნენ. გამოკითხულთა საშუალო ასაკი იყო 43 წელი. 5%- აღენიშნებოდა მხედველობის ესა თუ ის დარღვევა. როგორც შემდგომმა კვლევებმა აჩვენა, მათ მესამედს აღმოაჩნდაგლაუკომის ესა თუ ის ნიშანიმხედველობის ველის შევიწროება ანპერიოდულად მხედველობისდაბინდვა”. საინტერესოა ის ფაქტი, რომ გლაუკომის პარალელურად, მათ უმრავლესობაში ასევე იქნადიაგნოსტირებული სხვადასხვა ხარისხის ახლომხედველობა, რისსაფუძველზეც გაკეთდა დასკვნა, რომ ყველაზე ხშირად გლაუკომითავადდებიან კომპიუტერთან მომუშავე ახლომხედველები, ანუკომპიუტერის მომხმარებელთა სწორედ ეს კატეგორია არის ყველაზემეტად თვალის მძიმე დაავადების განვითარების რისკის ჯგუფში.
მეცნიერებმა აღმოაჩინეს სტატისტიკურად სანდო კავშირიგლაუკომის განვითარების ალბათობასა და კომპიუტერის ეკრანთანგატარებულ დროს შორის. აღმოჩნდა, რომ დაავადება ყველაზეხშირად ემართებათ იმ ადამიანებს, რომელთაც კომპიუტერთანმუშაობის 15 წელზე მეტი სტაჟი აქვთ, ხოლო ყოველდღიურადმონიტორთან გატარებული დრო მინიმუმ 5 საათია.
სტატისტიკის მიხედვით, მთელს მსოფლიოში ბრმათა 1/3-მხედველობა გლაუკომის გამო აქვს დაკარგული. იგი თვალის მძიმედაავადებათა რიცხვს მიეკუთვნება, რომლის გამოვლენაც საწყისეტაპზე საკმაოდ ძნელია. გლაუკომის დროს იზრდება თვალის შიგაწნევა, ზიანდება მხედველობის ნერვი და შეიძლება განვითარდესსიბრმავე.
გლაუკომის განვითარების რისკ-ფაქტორებს მიეკუთვნება თამბაქოსმოხმარება და მაღალი არტერიული წნევა. იაპონელი მეცნიერებისაზრით, ამ ჩამონათვალს უნდა დაემატოს კომპიუტერთან მუშაობაც. ადამიანები, რომლებიც მონიტორთან ატარებენ დღეში 8სთ- დამეტს, ორჯერ უფრო ხშირად ავადდებიან გლაუკომით იმათთანშედარებით, ვინც ცოტას ან სრულებით არ მუშაობს კომპიუტერთან. ამ დაავადების განვითარების შანსი იზრდება ახლომხედველობისპირობებში.
უნდა აღინიშნოს, რომ კვლევაში მონაწილეობდნენ მხოლოდიაპონელი მამაკაცები. მეცნიერთა აზრით, თუკი ეს შედეგებიდადასტურდება უფრო მრავალფეროვანი პოპულაციის პირობებშიკვლევის განმეორებისას, ეს, რასაკვირველია, კომპიუტერისმილიონობით მომხმარებელთათვის არასასიამოვნო სიახლე გახდება.

კატეგორია: გაფრთხილდით | ნანახია: 1462 | დაამატა: dvanca | რეიტინგი: 5.0/2
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Copyright MyCorp © 2024