მოგესალმები, სტუმარი · RSS

მთავარი » 2009 » მარტი » 13 » ახალგაზრდები უჩივიან მეხსიერების გაუარესებას
11:41
ახალგაზრდები უჩივიან მეხსიერების გაუარესებას

ექიმები ადასტურებენ იმ ფაქტს, რომ «კომპიუტერული თაობა» თანდათან კარგავს მეხსიერებას - ამ დასკვნამდე მივიდნენ იაპონელი და ინგლისელი ექიმები ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად. ისინი ყურადღებას ამახვილებენ იმ ფაქტზე, რომ სულ უფრო იზრდება რიცხვი 20-დან 35 წლის ასაკში მყოფი იმ პაციენტებისა, რომლებსაც უჭირთ საკუთარი გეგმების, ვალდებულებების, მარშრუტებისა და უბრალოდ წაკითხული სიტყვების დამახსოვრება, ანუ უჩივიან მეხსიერების გაუარესებას. საქმე იქამდეც კი მიდის, რომ ზოგიერთები ამ მიზეზით პრესტიჟულ სამუშაოსაც კი კარგავენ.

როგორც წერს The Sunday Times, მეცნიერებმა ჰოკაიდოს უნივერსიტეტიდან გამოიკვლიეს 20-დან 35 წლამდე ასაკის 150 ადამიანი, რომელთა 10%-ს აღმოაჩნდა მეხსიერების დარღვევა. «ისინი კარგავენ ახლის დამახსოვრების, ძველის გახსენების, მნიშვნელოვანისა და შემთხვევითის გარჩევის უნარს» - ამბობს ნეირობიოლოგიის დოქტორი ტოსიეკუ სავაგუჩი ახალგაზრდა თაობის შესახებ.
ექიმები ამ ფაქტს უკავშირებენ სხვადასხვაგვარი ელექტრონული «გარე მეხსიერების» განვითარებას (ორგანაიზერები, გაფართოებული კომპიუტერული სერვისი და ინტერნეტის შესაძლებლობები, საავტომობილო ელექტრონული ნავიგატორები და სხვ.) და მათი მოხმარების გაადვილებას. ახალგაზრდები, რომლებიც იზრდებიან კომპიუტერული სისტემების გარემოცვაში, აღარ ავარჯიშებენ საკუთარ მეხსიერებას, იმდენად, რამდენადაც «გარე მეხსიერება» სულ ხელთ აქვთ და ამავე დროს კარგავენ იმის შეფასების უნარს, რა ესაჭიროებათ და რა არა იმ ზღვა ინფორმაციიდან, რომელზეც ხელი მიუწვდებათ.

კატეგორია: გაფრთხილდით | ნანახია: 737 | დაამატა: dvanca | რეიტინგი: 5.0/1
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Copyright MyCorp © 2017