კალციუმი ხელს უწყობს გახდომას - 13 მარტში 2009 - მედიცინა

მოგესალმები, სტუმარი · RSS










მთავარი » 2009 » მარტი » 13 » კალციუმი ხელს უწყობს გახდომას
11:35
კალციუმი ხელს უწყობს გახდომას
სტანდარტულ რედუქციულ დიეტას ამატებდნენ 1200 მგ კალციუმს სპეციალური დანამატის სახით და 1200 მგ კალციუმს საკვები პროდუქტების სახით. ჭარბი წონის მქონე ავადმყოფები, რომლებიც იყენებდნენ კალციუმს დიეტაში, უფრო ინტენსიურად თავისუფლდებოდნენ ჭარბი წონისგან და კარგავდნენ ცხიმს ტანის არეში.
ეპიდემიოლოგიური კვლევები ადასტურებენ, რომ კალციუმის მაღალი შემცველობა ამცირებს კალციტრიოლის პროდუქციას, რაც იწვევს ცხიმოვანი უჯრედების მიერ ცხიმის დაკარგვას და ცხიმოვანი ქსოვილის წვის მექანიზმების ამოქმედებას. და პირიქით, კალციუმის არასათანადო რაოდენობა ასტიმულირებს ცხიმების დაგროვების პროცესს. კალციუმი, ასევე, აღკვეთს კუნთოვანი მასის დაკარგვას გახდომის პერიოდში. ადამიანისთვის აუცილებელი კალციუმის დღეღამური ნორმალური რაოდენობა მერყეობს 1500-2500 მგ-ის ფარგლებში (საკვები პროდუქტებით მიღებული კალციუმის გათვალისწინებით).


კატეგორია: ჯანსაღი კვება | ნანახია: 1339 | დაამატა: dvanca | რეიტინგი: 4.0/3
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Copyright MyCorp © 2017