მოგესალმები, სტუმარი · RSS










მთავარი » 2009 » თებერვალი » 26 » სუნთქვის უკმარისობით მიმდინარე მდგომარეობები
20:35
სუნთქვის უკმარისობით მიმდინარე მდგომარეობები

სუნთქვის უკმარისობა _ ეს არის არასათანადო რაოდენობით ჟანგბადის მიწოდება ორგანიზმისათვის. იგი შეიძლება განვითარდეს: სასუნთქი გზების ობსტრუქციის  (უცხო სხეულით ან წყალში დახრჩობისას), ფილტვებში აირთა ნორმალური ცვლის მოშლის (კვამლის შესუნთქვისას), სხვადასხვა მდგომარეობების გამო ფილტვების ფუნქციის დარღვევის (მაგ. გულმკერდის არეში შემავალი ჭრილობის არსებობისას და აქედან გამომდინარე ფილტვის შეჭმუხვნისას) დროს. სუნთქვის გაძნელება შეიძლება გამოწვეული იყოს ზოგიერთი ქრონიკული დაავადების (მაგ. ბრონქული ასთმის დროს), სტრესული მდგომარეობის (ჰიპერვენტილაციური სინდრომი) ან სხვადასხვა ინფექციური დაავადებების (მაგ. კრუპი) დროს სუნთქვის პროცესის დარღვევის გამო.

სუნთქვის უკმარისობის განვითარების დროს ორგანიზმში ჟანგბადის ნაკლებობა (ჰიპოქსია) იწვევს სიცოცხლისათვის საშიში მდგომარეობის განვითარებას, ამიტომ აუცილებელია პირველი დახმარების დროულად გაწევა.

 

ჰიპოქსიის ნიშნებია:

·         სუნთქვის გახშირება, მისი სიღრმისა და რიტმის შეცვლით;

·         აგზნებადობა, აგრესიულობა, ცნობიერების დაბინდვა, უგონო მდგომარეობა (ტვინის ნორმალური ფუნქციონირების დარღვევის გამო);

·         მორუხო-მოლურჯო ფერის კანი _ ციანოზი, (სისხლში ჟანგბადის ნაკლებობის გამო);

·         სუნთქვის ან გულის გაჩერება (თუ ჰიპოქსია არ მოიხსნა).

 

ახლა უფრო დაწვრილებით გავჩერდეთ სუნთქვის უკმარისობის გამომწვევ უხშირეს მიზეზებსა და პირველი დახმარების თავისებურებებზე:

 

კატეგორია: სასუნთქი სისტემის დაავადებები | ნანახია: 2231 | დაამატა: dvanca | რეიტინგი: 2.9/15
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Copyright MyCorp © 2017