მოგესალმები, სტუმარი · RSS










მთავარი » 2009 » თებერვალი » 26 » მოწევა იწვევს გამონაყარს სახეზე
02:07
მოწევა იწვევს გამონაყარს სახეზე
საიდუმლოს არ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ სიგარეტის მოწევის მავნე ჩვევა ბოლო წლებში სულ უფრო და უფრო მეტად გვხვდება მდედრობითი სქესის წარმომადგენლებში. ამაში დასარწმუნებლად, საკმარისია შეიხედოთ ნებისმიერი ოფისის სიგარეტის მოსაწევ ოთახში. ექიმების აზრით, მოწევა განსაკუთრებით საზიანოა ქალებისთვის.
იტალიელმა მკვლევარებმა დაამტკიცეს, რომ სიგარეტის მუდმივი მოხმარება პირდაპირი გზით აისახება ქალების სახის კანზე და ამას ვერ შველის ვერანაირი კოსმეტიკა.
რომის დერმატოლოგიური ინსტიტუტის ექიმებმა გამოიკვლიეს კავშირი მოწევასა და აკნეს – ფერისმჭამელების გამონაყარს შორის. ჩვეულებრივ, ასეთი ტიპის გამონაყარი დამახასიათებელია გარდატეხის ასაკისთვის. მაგრამ ნიკოტინმა შესაძლოა მოზრდილობის ასაკშიც გამოიწვიოს უსიამოვნო გამონაყარი სახეზე. ამასთან, ქალებში ასეთი გამონაყარის განვითარება უფრო ხშირია, ვიდრე მამაკაცებში.
გამოკვლეული მწეველი ქალების 40%-ს აღმოაჩნდა ფერისმჭამელები სახეზე, ხოლო არამწეველი ქალების მხოლოდ 10%-ში შეინიშნებოდა ასეთი გამონაყარი. აღსანიშნავია, რომ ნიკოტინი აკნეს არაანთებით ფორმას იწვევს.
კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ყოველივე ამის მიზეზს კანის მიერ ვიტამინი E-ს არასაკმარისი რაოდენობით გამომუშავება წარმოადგენს – მწეველებში ის ორჯერ ნაკლები რაოდენობით სინთეზირდება.
მკვლევარები იმედოვნებენ, რომ ზემოხსენებული საფრთხე დააფიქრებს ყველაზე ჯიუტ მწეველ ქალებსაც კი და ეს გახდება მათთვის სტიმული, რომ თავი დაანებონ მოწევას. თუმცა სკეპტიკოსების აზრით, ძლიერი მწეველებისთვის არც ამას ექნება მნიშვნელობა, ვინაიდან სუსტი სქესის წარმომადგენლების უმეტესობა მაინც არ ანებებს თავს სიგარეტს, იმის ცოდნის მიუხედავად, რომ სიგარეტის მოხმარება იწვევს დაბერებას, სექსუალური შარმის დაკარგვას და ჭარბ წონასთან დაკავშირებულ პრობლემებს.

კატეგორია: კოსმეტოლოგია | ნანახია: 957 | დაამატა: dvanca | რეიტინგი: 5.0/1
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Copyright MyCorp © 2017