კრიოთერაპია - 26 თებერვალში 2009 - მედიცინა

მოგესალმები, სტუმარი · RSS










მთავარი » 2009 » თებერვალი » 26 » კრიოთერაპია
02:06
კრიოთერაპია
კრიოთერაპია არის სიცივით მკურნალობა. იგი მოიცავს კრიომეთოდების კომპლექსს, რომელსაც გამოიყენებენ მედიცინასა და კოსმეტოლოგიაში. კრიოსაუნა - არის ზოგადი კრიოთერაპიის ნაირსახეობა. იგი ტარდება სპეციალურ კრიოკამერაში, რომელშიც ხდება დაბალი ტემპერატურის ზემოქმედება ადამიანის ორგანიზმზე.

აღნიშნული პროცედურა ხელს უწყობს ორგანიზმის დამცველობითი ძალების გააქტიურებას ტემპერატურული სტრესით, რომელსაც ადამიანი განიცდის 3 წუთის განმავლობაში, ამ დროის მანძილზე ცივდება კანის მხოლოდ ზედა შრე, სადაც განლაგებულია სითბოს რეცეპტორები. ინტენსიური თბოგაცვლის გამო ადამიანი კარგავს კალორიების მნიშვნელოვან რაოდენობას, ამიტომ კრიოსაუნა ითვლება გახდომის საუკეთესო საშუალებად.

მკვეთრად გამოხატული კოსმეტიკური ეფექტის გარდა (პროცედურის დროს ხდება კანის კვების მნიშვნელოვანი გაუმჯობესება, რაც ხელს უწყობს კანის საფარველის განახლებას), კრიოსაუნა ასტიმულირებს გულისა და შინაგანი ორგანოების მუშაობას, აუმჯობესებს ვენური სისხლის მიმოქცევას. კრიოსაუნა დადებითად მოქმედებს ორგანიზმის ჰორმონალურ ფონზე, რაც გამოიხატება პროცედურების ძლიერ გამაახალგაზრდავებელ ეფექტში.

ორგანიზმის იმუნური პასუხი ზოგად კრიოთერაპიაზე უტოლდება ორ-სამ წლიან რეგულარულ გაკაჟებას. ზოგადი კრიოსაუნა გამოიყენება ფართო დერმატოლოგიური პრობლემებისას, როცა გაძნელებულია ლოკალური კრიომეთოდების გამოყენება. კრიოსაუნა დადებითად მოქმედებს ადამიანის ფსიქიკურ და ემოციურ ფონზე: ამცირებს დაღლილობის გრძნობას, აქვს დამამშვიდებელი ეფექტი და ხელს უწყობს დარდის შემცირებას. კრიოსაუნაში რამდენიმე სეანსის შემდეგ შეგიძლიათ დაემშვიდობოთ ცნობილ ქალურ პრობლემას - ცელულიტს.

კრიოთერაპიის ლოკალურ მეთოდებს მიეკუთვნება: კრიოპილინგი, კრიომასაჟი, კრიოელექტროფორეზი, კრიოდესტრუქცია.

კრიოპილინგისას ხდება თხევადი აზოტის ზემოქმედება კანის ზედაპირზე. ამ დროს იყინება ეპიდერმისის თხელი ფენა, შედეგად იზრდება კანის ტურგორი, ვიწროვდება ფორები, ქრება პატარა იარები და მუწუკები, უმჯობესდება კანის გარეგნული სახე. გაახალგაზრდავების მნიშვნელოვანი ეფექტის მისაღწევად ახდენენ ღრმა აქერცვლას. კრიოპილინგი გამოიყენება კანის ასაკობრივი ცვლილებების საწინააღდეგოდ, ხელს უწყობს ასევე პიგმენტური ლაქების, აკნეს, ფერიმჭამელების პრობლემების გადაჭრას.

აღნიშნულ პროცედურას გააჩნია დიდი უპირატესობა ქიმიურ პილინგთან შედარებით, რადგან პრაქტიკულად უკუჩვენება არ აქვს და მისი გამოყენების შემდგომი აღდგენის პერიოდი ხანმოკლეა.

კრიომასაჟი რეკომენდებულია მოშვებული კანის, მუწუკების, თმის ცვენის დროს. პროცედურას აქვს მკვეთრად გამოხატული ლიფტინგ-ეფექტი. თხევადი აზოტით მასაჟი ტარდება განიერი აპლიკატორის მეშვეობით.

პროცედურის წინ კანს ამუშავებენ ეთილის სპირტით. კრიომასაჟისას სისხლი აქტიურად მიედინება სახის კანში, რაც მას ხდის ელასტიურს და მკვრივს. ამ დროს თანაბრდება კანის ზედაპირი, ვიწროვდება ფორები, სწორდება ნაოჭები და ლოყები შევარდისფერდება. კრიომასაჟის სეანსი გრძელდება 5-7 წუთი, რომლის დროსაც იგრძნობთ მსუბუქ წვას და ჩხვლეტას, იგი გაივლის პროცედურის დამთავრებიდან ცოტა ხანში.

კრიოელექტროფორეზისას პულსირებადი დაბალი სიხშირის დენით კანის ღრმა ფენებში შეყავთ გაყინული პრეპარატები. ძარღვების სიცივეზე რეაქციის გამო, პრეპარატის მოქმედება გრძელდება 10 სთ-მდე და ახდენს ლიფტინგ-ეფექტს. აღნიშნული პროცედურა რეკომენდებულია ნაადრევი დაბერებისას, აქრობს კანის მოშვებულობას, ეფექტურად ებრძვის ცელულიტს და ცხიმგროვებს.

კრიოთერაპიის კიდევ ერთი სახე - კრიოდესტრუქცია გამოიყენება მეჭეჭების, პაპილომების, კონდილომების, კელოიდური იარების, კონტაგეოზური მოლუსკის, ნევუსების სამკურნალოდ. Pპროცედურის დროს ახდენენ წარმონაქმნების ღრმა გაყინვას თხევადი აზოტით. მათი მოშორება ხდება 1-2 სეანსის შემდეგ. დაბალი ტემპერატურის აზოტში დასველებული ტამპონს ან სპეციალურ აპლიკატორს ადებენ წარმონაქმნებზე, რის შედეგადაც ის მუქდება და მალევე ძვრება. განმეორებით პროცედურას ატარებენ თუ წარმონაქმნი დიდი ზომისაა.
კატეგორია: კოსმეტოლოგია | ნანახია: 1159 | დაამატა: dvanca | რეიტინგი: 0.0/0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Copyright MyCorp © 2016