მოგესალმები, სტუმარი · RSS










მთავარი » 2009 » თებერვალი » 26 » ნიღბები მშრალი კანისათვის
02:05
ნიღბები მშრალი კანისათვის
ნიღაბი ყოველგვარი ტიპის კანისთვის აუცილებელია. მშრალ კანს განსაკუთრებით რგებს დამარბილებელი, დიდი რაოდენობის ცხიმის შემცველი ნიღბები, რომლებიც მას ვიტამინებისა და ლიპიდების (ლეციტინის, ქოლესტეროლის) შეწოვაში ეხმარება. სპეციალისტები ხშირად ზეთოვან ნიღბებსაც გვირჩევენ.
ზეთის ნიღაბი: სახეზე ბამბის ტამპონით წაისვით მცენარეული ზეთი (უმჯობესია ზეთისხილისა, ატმისა ან ნუშისა). უნიღბოდ მხოლოდ თვალები და ტუჩები დაიტოვეთ. შემდეგ სახეზე კომპრესის ქაღალდი დაიფარეთ და პირსახოცით შეიფუთეთ. 15 წუთში კანი ზეთის ნიღაბს თითქმის მთლიანად შეიწოვს, რის შემდეგაც შეგიძლიათ, სახე თბილი წყლით ჩამოიბანოთ და შეიმშრალოთ.
კვერცხის გულის, თაფლისა და ზეთის ნიღაბი: კვერცხის გული ერთ ჩაის კოვზ თაფლსა და ერთ სუფრის კოვზ მცენარეულ ზეთთან (ზეთის ნაცვლად შეგიძლიათ არაჟანი გამოიყენოთ) ერთად ათქვიფეთ, წაისვით სახეზე, 20-30 წუთით დაიტოვეთ და თბილი წყლით ჩამოიბანეთ. ასეთი ნიღბი გამოაცოხლებს და ნათელ ფერს მისცემს კანს.



კვერცხის ნიღაბი: ერთი კვერცხი კარგად ათქვიფეთ და სახეზე წაისვით. 10 -15 წუთის შემდეგ სახე თბილი წყლით ჩამობანეთ და მკვებავი კრემი გადაისვით.

ნიღაბი ნაოჭების წინააღმდეგ: რაკი მშრალ კანს ნაოჭების გაჩენისკენ აქვს მიდრეკილება, გვინდა შემოგთავაზოთ ნიღაბი, რომელიც ნაოჭების საწინააღმდეგო პროფილაქტიკურ საშუალებას წარმოადგენს. 30 გრამი ფუტკრის ცხელი ცვილი, 30 გრამი თაფლი და 30 გრამი ხახვის წვენი ერთმანეთში აურიეთ და ფაიფურის ჯამში კარგად ათქვიფეთ. ოდნავ რომ შეგრილდება, წაისვით სახეზე, 25 წუთს გაიჩერეთ და რასაც კანი არ შეიწოვს, ქაღალდის რბილი ხელსახოცით ჩამოიწმინდეთ.
ეს ნიღაბი 10 დღეში ერთხელ უნდა გაიკეთოთ.
დაიმახსოვრეთ: ნიღბების ყოველდღიური გამოყენება რეკომენდებული არ არის. კარგი იქნება, თუ ნიღაბს კვირაში ორჯერ გაიკეთებთ და კანს მეტისმეტად არ გადატვირთავთ. ასევე, გაითვალისწინეთ, ხომ არ გაქვთ ალერგია რომელიმე იმ პროდუქტზე, რომელიც ჩვენ მიერ რეკომენდებული ნიღბის შემადგენლობაშია ნახსენები.
გაითვალისწინეთ ჩვენი რჩევები და ზაფხული ტენიანი კანის გამოფიტვისა და გამოშრობის გარეშე.
კატეგორია: კოსმეტოლოგია | ნანახია: 1211 | დაამატა: dvanca | რეიტინგი: 4.0/2
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Copyright MyCorp © 2017