საუკეთესო დიეტა – ჯანსაღი ძილი - 26 თებერვალში 2009 - მედიცინა

მოგესალმები, სტუმარი · RSS










მთავარი » 2009 » თებერვალი » 26 » საუკეთესო დიეტა – ჯანსაღი ძილი
01:59
საუკეთესო დიეტა – ჯანსაღი ძილი
ჩიკაგოს უნივერსიტეტის პროფესორის ევა ვან კაუტერის (Eve Van Cauter) მიერ ჩატარებულმა კვლევებმა დაადასტურა, რომ უძილობა მოქმედებს ადამიანის ორგანიზმის ჰორმონალურ ბალანსზე.
ძილის საათების რეგულარული შემცირება გავლენას ახდენს ლეპტინისა და გრელინის თანაფარდობაზე. ლეპტინი “ატყობინებს“ ორგანიზმს, რომ ტვინი არ საჭიროებს მეტი რაოდენობით საკვებს, ხოლო გრელინი პირიქით – აძლიერებს შიმშილის გრძნობას.
კვლევების მიმდინარეობის დროს მონაწილეებს ეძინათ სულ 4 საათი ორი ღამის განმავლობაში. ამის შედეგად ლეპტინის დონემ იკლო 18%–ით, ხოლო გრელინის დონემ მოიმატა 28%–ით. გარდა ამისა, შემდეგი დღის განმავლობაში ცდების მონაწილეებს აღენიშნებოდათ ტენდენცია ტკბილი და სახამებლის შემცველი საკვებისადმი. ევა ვან კაუტერის თქმით, არასაკმარისი ძილით შეწუხებული ტვინი კვებისათვის “ეძებს” მარტივ ნახშირწყლებს.
როგორც ირკვევა, სტატისტიკურად ადამიანები, რომლებსაც ნაკლებად ძინავთ, შედარებით მეტი წონისანი არიან.


კატეგორია: დიეტოლოგია | ნანახია: 652 | დაამატა: dvanca | რეიტინგი: 5.0/1
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Copyright MyCorp © 2017