სასარგებლო პროდუქტების ათეული - 26 თებერვალში 2009 - მედიცინა

მოგესალმები, სტუმარი · RSS










მთავარი » 2009 » თებერვალი » 26 » სასარგებლო პროდუქტების ათეული
01:57
სასარგებლო პროდუქტების ათეული

შეიძლება თუ არა საკვები იყოს გემრიელი, სასარგებლო და ამავდროულად დაგვიცვას დაავადებებისაგან? სპეციალისტები მეიოს კლინიკიდან (მინესოტა, აშშ) თვლიან, რომ შეიძლება. მათ მოგვაწოდეს, მათი აზრით, ჯანმრთელობისათვის ყველაზე სასარგებლო პროდუქტების ასეთი სია:
• ვაშლი - ეს ხილი მდიდარია პექტინით და С ვიტამინით. პექტინი აქვეითებს სისხლში ქოლესტერინისა და გლუკოზის დონეს, ხოლო С ვიტამინი, ანტიოქსიდანტური თვისებების წყალობით, იცავს ორგანიზმის უჯრედებს. გარდა ამისა, ის ამაგრებს სისხლძარღვების კედლებს, ხელს უწყობს რკინისა და ფოლიუმის მჟავის შეწოვას.
• ნუში - შეიცავს უჯრედისს, რიბოფლავინს, მაგნიუმს, კალციუმს, რკინასა და ბუნებრივ ანტიოქსიდანტს Е ვიტამინს. ყველა ეს ნივთიერება ძალიან მნიშვნელოვანია გულისათვის. უჯერი ცხიმოვანი მჟავები ხელს უწყობენ ქოლესტერინის დონის დაქვეითებას. ნუში ნაკლებად შეიცავს ნატრიუმს.
• ბროკოლი - კალიუმის, კალციუმის, ფოლიუმის მჟავას, უჯრედისის, ბეტა-კაროტინის და С ვიტამინის საუკეთესო წყაროა. შეიცავს ფიტონუტრიენტებს, რომელიც ხელს უშლის შაქრიანი დიაბეტის, გულის იშემიური დაავადების და კიბოს ზოგიერთი ფორმების განვითარებას.
• მოცვი - ეს დაბალკალორიული კენკრა მდიდარია უჯრედისით, ანტიოქსიდანტებით და ფიტონუტრიენტებით. მისი რეგულარული გამოყენება აუმჯობესებს ხანმოკლე მეხსიერებას და ანელებს დაბერების პროცესს უჯრედებში.
• წითელი პარკოსნები - ცხიმს ნაკლებად შეიცავს, თუმცა მდიდარია ცილებით,, ანტიოქსიდანტებით, უჯრედისით და სპილენძით. იგი რკინის, მაგნიუმის ფოსფორის, კალიუმის და თიამინის კარგი წყაროა.
• ორაგული - ომეგა-3-არანაჯერი ცხიმოვანი მჟავების უნიკალური წყაროა, რომელიც იცავს გულ-სისხლძარღვთა სისტემას ათეროსკლეროზისაგან. შეიცავს ქოლესტერინსა და ნაჯერ ცხიმებს. ბუნებაში დაჭერილი ორაგული კულტივირებულთან შედარებით უფრო ნაკლებად შეიცავს ვერცხლისწყალს და სხვა მავნე ნივთიერებებს.
• ისპანახი - მდიდარია ვიტამინით, კალციუმით, ფოლიუმის მჟავით, რკინით, რიბოფლავინით, С და В6 ვიტამინებით. იგი ამაგრებს ადამიანის იმუნურ სისტემას და აქვეითებს კიბოს ზოგიერთი სახეობის განვითარების ალბათობას.
• ტკბილი კარტოფილი - შეიცავს ბევრ ბეტა კაროტინს, С და В6 ვიტამინებს, უჯრედისს, კალიუმს. ცოტა ცხიმებსა და კალორიებს.
• ბოსტნეულის წვენები - ეს არის თქვენს რაციონში ბოსტნეულის ჩართვის ყველაზე იოლი საშუალება. შეიცავს დიდი რაოდენობით ვიტამინებს, მინერალებს და საკვებ ნივთიერებებს. პომიდვრის წვენი განსაკუთრებით სასარგებლოა მასში არსებული ლეიკოპენის წყალობით, რომელიც, როგორც ანტიოქსიდანტი, აქვეითებს ინფარქტისა და ონკოლოგიური დაავადებების განვითარების ალბათობას. ეცადეთ აირჩიოთ უმარილო წვენები.
• გაღვივებული ხორბალი - წარმოადგენს სასარგებლო ნივთიერებების კონცენტრატს. დღეში ორი სუფრის კოვზი გაღვივებული ხორბალი უზრუნველყოფს ადამიანს თიამინით, მაგნიუმით, ფოლიუმის მჟავით, რკინით, ცინკით და ფოსფორით. ხორბლის დამატება შეიძლება ნამცხვარში, ბურღულეულში, სალათებსა და იოგურტებში.

კატეგორია: ჯანსაღი კვება | ნანახია: 920 | დაამატა: dvanca | რეიტინგი: 5.0/1
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Copyright MyCorp © 2016