მოგესალმები, სტუმარი · RSS










მთავარი » 2009 » თებერვალი » 21 » არითმიის შესახებ
23:13
არითმიის შესახებ
 - გულის რიტმის დარღვევას არიტმიას უწოდებენ. არითმიისას ირღვევა გულის შეკუმშვათა სიხშირე, ძალა და თანამიმდევრობა. არიტმიის მიზეზი გულის კუნთის გამტარი სისტემის ფუნქციური ან ანატომიური ცვლილებებია. ზოგადად გულის კუნთის ავტომატურად შეკუმშვის უზრუნველყოფა ხდება წინაგულში მდებარე ელექტროაქტიურ უბანში ე.წ. სინუსურ კვანძში წარმოქმნილი იმპულსით, რომელიც გულის გამტარი სისტემით ვრცელდება გულის კუნთის ყველა უბნისაკენ და იწვევს გულის შეკუმშვას. როცა ამ იმპულსის წარმოქმნის ან გავრცელების პროცესი რაიმე მიზეზით ირღვევა, სწორედ მაშინ ხდება გულის რიტმის დარღვევაც. იმპულსის წარმოქმნის დარღვევის მიზეზი შეიძლება იყოს გულის კუნთშიც (გულის კუნთის ორგანული პათოლოგიების დროს) და მის გარეთაც (ენდოკრინული დაავადებების, ნერვული პათოლოგიების დროს). 
ყველაზე ხშირია ე.წ. სინუსური არიტმიები: სინუსური ტაქიკარდია, სინუსური ბრადიკარდია და პაროქსიზმული ტაქიკარდია. არცთუ იშვიათად გვხვდება ექსტრასისტოლური არიტმია (გულის ნაადრევი შეკუმშვა ნაადრევადვი განვითარებული იმპულსის საპასუხოდ), მოციმციმე არიტმია (მას ახასიათებს წინაგულების ფიბრილაცია და პარკუჭების უწესრიგო შეკუმშვა). არიტმიის თითოეული ფორმის დროს მისი გამომწვევი მიზეზის გათვალისწინებით მკურნალობისა და პროფილაქტიკის მეთოდები განსხვავებულია.
კატეგორია: გულ-სისხლძარღვთა დაავადებები | ნანახია: 1359 | დაამატა: dvanca | რეიტინგი: 5.0/2
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Copyright MyCorp © 2017