მოგესალმები, სტუმარი · RSS










მთავარი » 2009 » თებერვალი » 16 » როგორ მოვიშოროთ შიმშილის გრძნობა დიეტაზე ყოფნისას?
21:27
როგორ მოვიშოროთ შიმშილის გრძნობა დიეტაზე ყოფნისას?
მათთვის, ვისაც ხშირად უწევს დიეტაზე ყოფნა, ძალიან კარგადაა ცნობილი შიმშილისაგან გამოწვეული სპაზმები და მუცლის ხმაური. საყვარელი ნუგბარი – ჩიფსები, თხილი, კაკალი, ორცხობილა –ყველაზე შორეულ ადგილასაა შენახული. როგორ გაუმკლავდეთ შიმშილის გრძნობას, ისე, რომ დიეტა არ დაარღვიოთ?

მოამზადეთ კარტოფილის სალათი

კარტოფილი სულაც არ არის საშიში მათთვის, ვისაც გახდომა უნდა. იგი შეიცავს სახამებელს, რომელიც, მოხვდება რა მომნელებელ სისტემაში, ორგანიზმზე მოქმედებს როგორც უჯრედისი, ხელს უწყობს შაქრის დონის შენარჩუნებას სისხლში და ამცირებს ცხოველური ცხიმების ფენას. ცივი კარტოფილი აორმაგებს სახამებლის სასარგებლო თვისებებს. 

ისაუზმეთ

სულ ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ საუზმე ხელს უშლის გასუქებას. უფრო მეტიც, ადამიანები, რომლებიც საუზმეზე უარს არ არმბობენ, საბოლოოდ 5%–ით ნაკლებ კალორიას ითვისებენ, ვიდრე ისინი, რომლებიც არ საუზმობენ. ამასთან, სულაც არ არის აუცილებელი, რომ საუზმე ნოყიერი იყოს: "ჰერკულესის" ფაფა, ხილი და დაბალკალორიული იოგურტები ავსებენ კუჭს და შიმშილის გრძნობას არ აძლევენ გამოჩენის საშუალებას სადილობამდე. 

გამოიყენეთ ბლენდერი

გამოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ თხელი საკვები უკეთ ავსებს კუჭს და უფრო სწრაფად იწვევს ნაყროვანების გრძნობას. დამტკიცებულია, რომ ბლენდერში ორჯერ უფრო მეტად დაქუცმაცებული ბოსტნეული, ვიდრე ინსტრუქციაშია, 12%–ით უკეთესად ანაყრებს. 

ტკბილეული არომატებით შეცვალეთ

ვანილის სუნი ადვილად უშველის დიეტაზე მყოფ ადამიანს ნაყინის ან სხვა აკრძალული ტკბილეულის მირთმევისაგან თავის შეკავებაში. მეცნიერების თეორიის თანახმად, ვანილის სურნელი "ატყუებს" ტვინს და აიძულებს ეგონოს მას, რომ ტკბილეული უკვე მიიღო. ამისათვის გამოდგება ვანილის ნებისმიერი არომატი: საპნის, შამპუნის, ტანის ლოსიონის, კრემის და არომატული სანთლისაც კი. გამოდგება ასევე სპეციალური სპრეი – ჰაერის გასაწენდად. 

მოიხარშეთ ოსპის წვნიანი

ახლახანს ჩატარებული გამოკვლევის შედეგების მიხედვით, ის ადამიანები, ვისაც თავის კვების რაციონში ჩართული აქვს პროდუქტები, რომლებიც დიდი რაოდენობით უჯრედისს შეიცავენ, უფრო მალე და იოლად ხდებიან, ვიდრე სხვა დიეტაზე მყოფი ადამიანები. ეს არის: ტკბილი კარტოფილი, ოსპი და ვაშლი. 

მიირთვით ჭკუით

აღმოჩნდა, რომ თუ ძირითადი საკვების გარდა ისეთ პროდუქტებს მიირთმევთ, როგორებიცაა მარწყვი, ბროკოლი და ტკბილი კარტოფილი – შიმშილის გრძნობა დიდი ხნით დაგტოვებთ. 

ისუნთქეთ ღრმად

სტრესი მკვეთრად ზრდის კორტიზოლის დონეს ორგანიზმში, ხოლო ის კი თავის მხრივ ხელს უშლის ლეპტინის წარმოქმნას – ეს ის ჰორმონია, რომელიც ხელს უწყობს ნაყროვანების შეგრძნების წარმოქმნას. საბოლოოდ, რაც უფრო მეტ სტრესს განიცდით, მით მეტად გშივდებათ. ამგვარად, ჩნდება "ემოციური ზედმეტი ჭამა". გამოსავალი ერთია: გააკეთეთ ღრმა ამოსუნთქვა ხუთამდე დათვლით და გამოუშვით დაძაბულობა; ჩამოუშვით მხრები, თითქოს ჩაფუშული ბუშტი ხართ. შემდეგ ხუთამდე დათვლით გააკეთეთ ღრმა ჩასუნთქვა და შემდეგ კი ყველაფერი ხელახლა გაიმეორეთ. გააკეთეთ ეს სუნთქვითი ვარჯიშები ხუთი წუთის განმავლობაში ყოველთვის, როცა ნერვიულობის ნიადაგზე რაიმეს გაღეჭვის სურვილი გაგიჩნდებათ.

კატეგორია: დიეტოლოგია | ნანახია: 1810 | დაამატა: dvanca | რეიტინგი: 5.0/1
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Copyright MyCorp © 2024