მოგესალმები, სტუმარი · RSS










მთავარი » 2009 » თებერვალი » 16 » ზამთრის დიეტა: ვხდებით და ვკაჟდებით
21:08
ზამთრის დიეტა: ვხდებით და ვკაჟდებით
რსებობს სეზონური უსიამოვნებებისგან თავის დაცვის რამდენიმე ხერხი: შეგიძლიათ, მიბრძანდეთ უახლოეს აფთიაქში და შეიძინოთ ოქსოლინის მალამო, ჩაიტაროთ გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ან ყურად იღოთ წინაპართა რჩევა და ორგანიზმი სწორი კვების მეშვეობით გაიჯანსაღოთ. სპეციალური დიეტა ყინვის გაძლებაშიც დაგვეხმარება და რამდენიმე ზედმეტ კილოგრამსაც გაუმკლავდება. დიეტის ხანგრძლივობა 7-14 დღეა.

როგორია დიეტის არსი?
ზამთრის დიეტის აუცილებელი კომპონენტია სრულფასოვანი ცილები. მათში შედის ამინომჟავები, რომელთაგანაც იმუნოგლობულინები წარმოიქმნება,

ეს უკანასკნელნი კი, თავის მხრივ, ორგანიზმის სენშეუვალობას უზრუნველყოფენ. თუ თქვენი ორგანიზ-მი მინიმალური ოდენობით იღებს ცილებს, დაცვით სისტემაში ხარვეზები ჩნდება და იქმნება ინფექციის შეჭრის საფრთხე. ეს რომ არ მოხდეს, ყოველდღიურ რაციონში უნდა ჩართოთ როგორც ცხოველური, ასევე მცენარეული წარმოშობის 100 გ ცილა. მაშასადამე, თქვენს მენიუში უნდა შედიოდეს ხორცი, თევზი, კვერცხი, პარკოსნები, სოკო, სოია.

არანაკლები მნიშვნელობა ენიჭება ცხიმებს, მედიცინის ენით რომ ვთქვათ, ლიპიდებს. ისინი იმუნური სისტემის საფუძველია. ლიმფოციტებისა და მაკროფაგების კედლები სწორედ მათგან შედგება. ამიტომ აუცილებელია, ზამთრის მენიუში ჩართოთ ცხოველური (ნაღების კარაქი) და მცენარეული (მზესუმზირის, შირბახტის, ზეითუნის, ნიგვზის, სოიის) ცხიმები. არ იდარდოთ ფიგურაზე, მთავარია, ცხიმის დღიური ულუფა 25-30 გრამს არ აღემატებოდეს.

ზამთრის მენიუ
ზამთრის დიეტა კი არ გაიძულებთ, შიმშილით თავი მოიკლათ, არამედ გთავაზობთ, კვების რეჟიმი სწო-რად დააბალანსოთ. პროდუქტების არჩევანი ფართოა და ადამიანი, რომელიც საკუთარი ჯანმრთელობის ბატონ-პატრონია, თავად წყვეტს, რა მიირთვას.

ცილები: უცხიმო ხორცი და თევზი, ზღვის პროდუქტები, სოკო, ლობიო, ბარდა, პარკოსნები, სოია, სა-ტაცური, წიწიბურა, რძის პროდუქტები; ცხიმები: ნაღების კარაქი, მზესუმზირის, ნიგვზის, ზეითუნის ზეთი; ნახშირწყლები: ჭვავისა და დაღერღილი ხორბლის პური, გაღივებული მარცვლეული  ხილ-ბოს-ტნეული, ვაშლი, ფორთოხალი, ლიმონი, მანდარინი, კივი და ბანანი, ჩირი, ხახვი, ნიორი, კომბოსტო, სტაფილო, გოგრა; სასმელი: სასმელებიდან რეკომენდებულია ხილ-ბოსტნეულის ფრეში, ბალახეულის (განსაკუთრებით - ვარდკაჭაჭას) ნაყენები; სანელებლები: მდოგვი, პირშუშხა, კოჭა.

რომელი პროდუქტები დავივიწყოთ?
კანფეტები და ნამცხვრები. კაროტინის ნაკლებობა კი მოყვითალო-ნარინჯისფერი პროდუქტებით (სტა-ფილო, ფორთოხალი, მანდარინი, ბულგარული წიწაკა) აინაზღაურეთ. როგორც ფსიქოლოგები ამტკი-ცებენ, ყვითელი და ნარინჯისფერი საკვები ამაღლებს განწყობას და აუმჯობესებს საჭმლის მონელების პროცესს. ერიდეთ მაგარ ყავას, კონსერვირებულ წვენებს, სპირტიან და ტკბილ გაზიან სასმელებს.

ზამთრის დიეტის ღირსებები
თუ ამ დიეტას ზუსტად დაიცავთ:

  • ორგანიზმს გაიმდიდრებთ მცენარეული უჯრედისით, რომელიც ნაწლავებისთვის თავისებური ცოცხია.
  • მიიღებთ ე ვიტამინს (კაკალი, მცენარეული ზეთი) და სხვა ანტიოქსიდანტებს, რომლებიც იმუნურ უჯრე-დებს თავისუფალ რადიკალებთან გამკლავებაში დაეხმარება.
  • მიიღებთ ნაკლებ კალორიას.
  • გაიუმჯობესებთ კუჭ-ნაწლავის მოქმედებას და გაიძლიერებთ ნერვულ სისტემას, რაც იმუნიტეტისთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია.

რამდენიმე რჩევა
ეცადეთ, მენიუ ისე შეადგინოთ, რომ საკვები მიიღოთ დღეში 4-6-ჯერ. ამგვარად თავიდან აიცილებთ ჭარბ წონას, გაიუმჯობესებთ ნივთიერებათა ცვლას და არ მისცემთ ორგანიზმს სასარგებლო ნივთიერე-ბების დაკარგვის საშუალებას. არ დაივიწყოთ ფიზიკური დატვირთვა. შეარჩიეთ ისეთი ვარჯიში, რომელიც მოგეწონებათ კიდეც და არც მეტისმეტად დაგღლით. ივახშმეთ არა უგვიანეს 19 საათისა.

ერთი დღის მენიუ
საუზმე
რძე (შეიძლება თხისაც) - 300 მლ
მეორე საუზმე
კაკალი - 100 გ
სადილი
ბოსტნეულის სალათი - 200 გ, მოხარშული ძროხის ხორცი - 200 გ, შავი პურის ნატეხი, ხილის სასმელი
სამხარი
კეფირი და ჩირი
ვახშამი
უმი მწყრის კვერცხი - 5 ცალი. ბალახეულის ჩაი, ვაშლი

კატეგორია: დიეტოლოგია | ნანახია: 1117 | დაამატა: dvanca | რეიტინგი: 5.0/1
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Copyright MyCorp © 2017