ქირურგიული ოპერაცია - 16 თებერვალში 2009 - მედიცინა

მოგესალმები, სტუმარი · RSS










მთავარი » 2009 » თებერვალი » 16 » ქირურგიული ოპერაცია
20:18
ქირურგიული ოპერაცია
ქირურგიული ოპერაცია მკურნალობის, დიაგნოსტიკისა და ორგანიზმის ფუნ-ქციათა კორექციის მიზნით ადამიანის ქსოვილებსა და ორგანოებზე კომპლექ-სური მოქმედებაა, რომელიც სხვადასხვა მეთოდით ქსოვილების განცალკევე-ბითა და შეერთებით ხორციელდება.

ცნობილია ადამიანის ქსოვილებზე ზემოქმედების რამდენიმე მეთოდი:
1. ტემპერატურული (კრიოქირურგია, თერმოკაუცია);
2. ელექტრული დენით (ელექტროკოაგულაცია);
3. რადიოსიხშირეებით (რადიოსიხშირული აბლაცია);
4. ლაზერული გამოსხივებით;
5. ულტრაბგერით;
6. მექანიკური (უშუალოდ ქირურგიული ინსტრუმენტებით).
მიზნისა და დანიშნულების კვალობაზე, განასხვავებენ სამკურნალო და სადიაგნოსტიკო ქირურგიულ ჩარევას.

სამკურნალო ოპერაციების ფორმებია:
რადიკალური - მისი მიზანია პათოლოგიური პროცესის სრული ლიკვიდირება, მაგალითად, კუჭის, ნაღვლის ბუშტის, ხილული სიმსივნური წარმონაქმნის სრულად ამოკვეთა. რადიკალური ოპერაციის მთავარი დანიშნულება მხოლოდ ქსოვილების ან ორგანოს ამოკვეთა არ არის. არსებობს საკმაოდ ბევრი აღდგენით-რეკონსტრუქციული ხასიათის რადიკალური ოპერაციაც.

პალიაციური - მისი დანიშნულება ქსოვილების ან ორგანოთა ნაწილობრივი მოცილებაა. ის ტარდება, როდესაც რადიკალური ოპერაციის ჩატარება მიზანშეწონილი არ არის ან შეუძლებელია.
სიმპტომური - მისი მიზანი პაციენტის მძიმე მდგომარეობის შემსუბუქებაა. ტარდება მაშინ, როდესაც რადიკალური ან პალიაციური ოპერაციების განხორციელება პაციენტის მდგომარეობის გამო შეუძლე-ბელია. ზოგჯერ სიმპტომური ოპერაცია ხორციელდება როგორც რადიკალური მეთოდის ერთ-ერთი ეტაპი ან მისი დამატება.

სადიაგნოსტიკო ოპერაცია ამა თუ იმ დაავადების დიაგნოზის დასადგენად ტარდება. ასეთია დიაგნოსტიკური ლაპაროსკოპია, ღვიძლის ფუნქციური ბიოფსია, ლიმფური კვანძის რეზექციური ბიოფსია და სხვა. ქირურგიული ოპერაცია გადაუდებელიც  შეიძლება იყოს და გეგმურიც. გადაუდე-ბელია ოპერაცია, რომელიც ტარდება დიაგნოზის დასმისთანავე, უახლოეს 1-2 საათში, რამდენადაც მისი მიზანი პაციენტის გადარჩენაა. გეგმური ოპერაცია წინასწარ იგეგმება და ხორციელდება ყველა წინასაოპე-რაციო ღონისძიების შემდეგ, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მისი გადადება განუსაზღვრელი ხნით შეიძლება.

ქირურგიული  ოპერაციის სქემა
ქირურგიული ოპერაციის ჩასატარებლად აუცილებელია კონკრეტული ოპერაციისთვის დადგენილი სქემის განუხრელი დაცვა, რომელიც რამდენიმე მახასიათებლისგან შედგება.
საოპერაციო ჩვენებები. არსებობს სასიცოცხლო (აბსოლუტური) და ნაწილობრივი, შეფარდებითი ჩვენებები. სასიცოცხლოა ჩვენება, რომლის არსებობის დროსაც ოპერაცია აუცილებელია, რადგან სხვაგვარად პაციენტი დაიღუპება.ნაწილობრივი ან შედარებითია ჩვენება, რომელიც დაუყოვნებლივ ოპერაციას არ მოითხოვს, თუმცა აუცილებელია მდგომარეობის ჯეროვანი შეფასება და სათანადო მკურნალობა.

უკუჩვენებები. განასხვავებენ ოპერაციული მკურნალობის აბსოლუტურ და ნაწილობრივ, შედარებით უკუჩვენებებს. ოპერაციის აბსოლუტური უკუჩვენება დღეისთვის სულ რამდენიმეა. მათ რიცხვს ეკუთვნის აგონიური მდგომარეობა. აბსოლუტური უკუჩვენებისას ოპერაცია არ ტარდება, თუნდაც მის პარალელურად ოპერაციის აბსოლუტური ჩვენება არსებობდეს. შედარებითი უკუჩვენების არსებობისას ოპერაციის ჩატარება არასასურველია, თუმცა პაციენტის ინდივიდუალური მდგომარეობის მიხედვით ქირურგიული ჩარევა შესაძლოა მაინც განხორციელდეს.

პირობები. ოპერაცია უნდა ჩატარდეს სათანადოდ ორგანიზებულ სამედიცინო დაწესებულებაში, რომე-ლიც აღჭურვილი იქნება ყველა საჭირო სპეციალისტით, აპარატურითა და მედიკამენტით. საოპერაციო ინსტრუმენტების ნაკრები. კონკრეტული ოპერაციისთვის საჭირო ინსტრუმენტების ნაკრებს განსაზ-ღვრავს ქირურგი ან საოპერაციო ბლოკის ხელმძღვანელი.

წინასაოპერაციო პერიოდის ღონისძიება. ყოველი, ოპერაციის წინ აუცილებელია პაციენტის სათანადო მომზადება, რაც ითვალიწინებს აუცილებელ გამოკვლევებს და სანიტარულ ღონისძიებებს. პაციენტის მდებარეობა საოპერაციო მაგიდაზე, ოპერაციის ხასიათიდან და შინაარსიდან გამომდინარე, სხვადასხვაა.
გაუტკივარება ქირურგიული მკურნალობის მეტად მნიშვნელოვანი ეტაპია, ამიტომ გაუტკივარების მეთოდს უშუალოდ ქირურგი ირჩევს.

საანესთეზიო ნივთიერებები რამდენადმე მომწამვლელია. როდესაც ადგილობრივსა და ზოგად ანესთე-ზიას შორის არჩევანის საშუალება არსებობს, მეთოდს თავად პაციენტი ირჩევს. ოპერაციულ მეთოდს ქირურგი ირჩევს ოპერაციამდე ან უშუალოდ მისი ჩატარებისას. ოპერაციის შემდგომი პერიოდი გულის-ხმობს ნაკერების მოხსნის, დრენაჟის ამოღების დროსა და ვადებს. ქირურგიულ ოპერაციათა უმრავლე-სობის შემდეგ ნაკერები მე-7-8 დღეს იხსნება.

ოპერაციის თანამდევი საფრთხე და გართულებანი - ასეთია, მაგალითად სისხლდენა, დაჩირქება, ნაკე-რების გახსნა, ჭრილობის შეხორცების შეფერხება და კონკრეტული გართულებანი, რომლებიც მხოლოდ მოცემულ ოპერაციას ახასიათებს. საფრთხემ და გართულებებმა შესაძლოა თავი იჩინოს როგორც ოპერა-ციის მსვლელობისას, ისე ადრეულ და გვიან ოპერაციის შემდგომ პერიოდებში.

ქირურგიული ოპერაცია და ორგანიზმი
მკურნალობის ქირურგიულ მეთოდს, გარდა მკვეთრად გამოხატული სამკურნალო ეფექტისა, ყოველთვის სდევს თან ნეგატიური მოვლენები, რადგან ქირურგიული განაკვეთი ორგანიზმისთვის სერიოზული ტრა-ვმაა. ექიმებმა მას სპეციალური ცნებაც კი მიუსადაგეს - ქირურგიული აგრესია. ქსოვილთა გაკვეთას, მათი მთლიანობის დარღვევას საკმაოდ დახვეწილი ანესთეზიის პირობებშიც კი თან სდევს უარყოფითი შედე-გები: პაციენტს უჭირს სუნთქვა, მოძრაობა, არასრულფასოვნად ფუნქციონირებს გული, ფილტვები, ნაწ-ლავები და თირკმელები.

ღია ქირურგიული ოპერაცია
ქირურგიული აგრესია შედარებით ძლიერია მუცლის ღრუსა და მცირე მენჯის ღრუს ორგანოებზე ღია ოპერაციის ჩატარებისას. ამ დროს ქირურგიულ აგრესიას რამდენიმე ფაქტორი განსაზღვრავს, რომელთა შორისაც აღსანიშნავია:
ღია და დიდი ზომის ჭრილობა. მუცლისა და მცირე მენჯის ღრუს ორგანოებზე ღია ქირურგიული ოპერა-ციების შესრულების ტექნიკა საკმაოდ დიდ განაკვეთს მოითხოვს. ამასთანავე, უმეტესად ერთი ადგილის გაჭრა არ კმარა.

მუცლის ფარის გაღიზიანება და დაზიანება. მუცლის ფარი თხელი ქსოვილოვანი წარმონაქმნია, რომელიც მუცლის ღრუს ორგანოებს ამოფენს, ამიტომ ღია ოპერაციის დროს ყველაზე ხშირად სწორედ ის ზიან-დება. საოპერაციოდ ქირურგი დამატებით ჭიმავს და გადასწევს მუცლის ფარს, მუცლის კედელს, რის-თვისაც სპეციალურ ქირურგიულ ინსტრუმენტს, ჭრილობის გამაფართოებელს იყენებს, მისი დახმარე-ბით იწევა ჭრილობის კიდეები. ღია ოპერაცია საშუალოდ 1-2 საათს, ზოგჯერ მეტხანსაც გრძელდება. ამ ხნის განმავლობაში მუცლის კედელი და ფარი საგრძნობლად ტრავმირდება.

შინაგანი ორგანოების მექანიკური გაღიზიანება ქირურგის ხელებით. ღია ოპერაციის დროს ქირურგის ხელები, მოგეხსენებათ, მუცლის ღრუშია, ისინი კი არც ისე პატარაა. მათი საშუალებით თავად ქირურგი აყენებს ტრავმას ორგანოებსა და ქსოვილებს.

შინაგანი ორგანოების მექანიკური გაღიზიანება საოპერაციო ინსტრუმენტებითა და სახვევი მასალით. ოპერაციის მსვლელობისას საოპერაციო ველში მრავლად იდება სხვადასხვა ინსტრუმენტი, საოპერაციო არემდე უკეთ მიღწევისთვის კი საჭიროა მუცლის ღრუში ტამპონების, ხელსახოცებისა და დოლბანდების ჩადება, რათა მეზობელმა ორგანოებმა და ნაწლავებმა გადაიწიოს, ეს კი ამ ორგანოებისთვის დამატებითი ტრავმაა.

ნაწლავთა პოსტოპერაციული პარეზი. ოპერაციის დროს შინაგანი ორგანოების მექანიკურ დაზიანებათა ჯაჭვი იწვევს ნაწლავების ოპერაციის შემდგომ პარეზს, რომელიც 2-დან 4 დღემდე გრძელდება. კუჭ-ნაწლავის არასრულფასოვანი მუშაობის გამო პაციენტს არ შეუძლია ნორმალური კვება.

გართულებანი ფილტვების მხრივ. ნაოპერაციევი ადამიანი ჭრილობის გახსნისა და ტკივილის შიშით უფრთხის ხველას, რაც ძლიერ არღვევს ფილტვების ვენტილაციას და ზოგჯერ პოსტოპერაციული პნევმონიის მიზეზად იქცევა.

ოპერაციის შემდგომი ნაწიბურები. მუცლის ფარი, ჩვეულებრივ, სველია. ოპერაციის დაწყებიდან 10-15 წუთის შემდეგ იგი შრება. ამას ემატება მექანიკური დაზიანება, რაც პოსტოპერაციულ პერიოდში მრავლობითი ნაწიბურების გაჩენის მთავარი ფაქტორია. ნაწიბურების გამო შინაგანი ორგანოები მუცლის ფარსა და ერთმანეთს არასწორად ემაგრება. დამატებითი ფიქსაცია არღვევს მათ ფუნქციურ და სტრუქტუ-რულ მდგომარეობას, რაც საბოლოოდ ნეგატიურად აისახება მათ  მუშაობაზე. განსაკუთრებით ზიანდება ნაღვლის ბუშტი, კუჭი, ნაწლავები, საკვერცხეები და კვერცხსავალი მილები.

ლაპაროსკოპიული ოპერაცია

  • ლაპაროსკოპიული ოპერაცია უსისხლო ქირურგიული მეთოდია, რომლის დროსაც:
  • ქირურგიული აგრესია მინიმუმამდეა დაყვანილი, შესაბამისად, უმნიშვნელოა პოსტოპერაციული ტკივილები და ორგანიზმის ფიზიოლოგიური ცვლილებები;
  • ოპერაცია ტარდება მინიმალური ოდენობის მედიკამენტების გამოყენებით, პრაქტიკულად არ გამოიყენება ანტიბიოტიკები და ტკივილგამაყუჩებლები, არც ჩანაცვლებითი შიდავენური თერაპია;
  • შედარებით იშვიათად ვითარდება ოპერაციის შემდგომი ნაწიბურები;
  • ლაპაროსკოპიული მეთოდი საშუალებას იძლევა, ოპერაცია ჩაუტარდეთ ხანშიშესულ პაციენტებს, ვისთვისაც ღია ქირურგიული ჩარევა რამდენადმე სარისკოა.
  • ოპერაცია მაინც ოპერაციაა, ამიტომ ქირურგიულ მანიპულაციას, როგორიც არ უნდა იყოს ის - ღია თუ უსისხლო, მაინც სდევს თან გარკვეული რისკი, ამიტომ აუცილებელია, ნებისმიერი ოპერაცია ჩატარდეს ზუსტად განსაზღვრული ჩვენების მიხედვით.

ჟურნალის ამ ნომრის მთავარ თემაში შევეცდებით, მკითხველს ამომწურავი ინფორმაცია მივაწოდოთ ქირურგიული ოპერაციების ჩვენებათა შესახებ. თემის სივრცელის გამო შეგნებულად არ შევეხებით კარდიოქირურგიულ პროფილს. მოგვწერეთ, რამდენად საინტერესოა ეს თქვენთვის. მკითხველის დაინტერესების შემთხვევაში ამ თემას უახლოეს ნომერში შემოგთავაზებთ.

კატეგორია: ზოგადი ქირურგია | ნანახია: 1073 | დაამატა: dvanca | რეიტინგი: 0.0/0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Copyright MyCorp © 2016