მოგესალმები, სტუმარი · RSS










მთავარი » 2009 » თებერვალი » 16 » სამკურნალო საშუალებათა მიღების წესები
20:05
სამკურნალო საშუალებათა მიღების წესები
წამლებს სხვადასხვა ფორმა, მიღების წესი და ორგანიზმში შეყვანის გზა იმიტომ კი არ აქვს, რომ ფარმაკოლოგებმა ასე გართობა მოიწადინეს, არამედ იმიტომ, რომ მათთვის მაქსიმალური სამკურნალო ეფექტის გამოვლენის საშუალება მიეცათ.

 

 

ორგანიზმში შეყვანის გზები
 პერორალური - პრეპარატთა მიღების ყველაზე ნაცნობი და გავრცელებული წესია. წამალი ჯერ კუჭში, შემდეგ წვრილ ნაწლავებში ხვდება, იქიდან შეიწოვება სისხლში, შემდეგ ხვდება ღვიძლში და აქტიურად იშლება მარტივ კომპონენტებად.
როცა პრეპარატს ჭამის დროს ვიღებთ, ის კუჭში საკვებთან ერთად იშლება და ნაწილობრივ კარგავს სამკურნალო თვისებებს, ამიტომ აბების მიღება სჯობს ჭამამდე ნახევარი საათით ადრე ან ჭამიდან ორი საათის შემდეგ.
არსებობს მედიკამენტთა ჯგუფები, რომლებიც იმდენად სწრაფად ხვდება ღვიძლში და იშლება, რომ სამკურნალო ეფექტის გამოვლენას ვერც კი ასწრებს. ასეთი წამლებისთვის არსებობს რექტალური მეთოდი - ორგანიზმში წამლის სწორი ნაწლავის გზით შეყვანა. სწორი ნაწლავიდან სისხლის მესამედი ღვიძლის გვერდის ავლით გაედინება, ამიტომ რექტალურად შეყვანილი წამლის ეფექტიც უფრო მეტად იზრდება.
სწრაფი ეფექტი ახასიათებს ორგანიზმში ოყნით წამლის წყალხსნარის შეყვანას. ეს მეთოდი უბადლოა უგონოდ მყოფთათვის, ასევე - მათთვის, ვისი კუჭიც აღარ ფუნქციონირებს.
როცა სურთ, თავიდან აიცილონ მედიკამენტის კუჭ-ნაწლავის ტრაქტში მოხვედრა, მას ენის ქვეშ ათავსებენ, ინექციით კანქვეშ, კუნთში ან არტერიაში შეჰყავთ. შესაძლოა წამლის მიღება სასუნთქი გზების (ინჰალაციები) და კანის (მალამოები, კრემები, პასტები) მეშვეობითაც.
აქტიურად მუშავდება წამლის ორგანიზმში გადაადგილების, ტრანსპორტირების ტექნოლოგიები. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ონკოლოგიაში, სადაც ავთვისებიან წარმონაქმნებთან საბრძოლველად გადამწყვეტი მნიშვნელობა წამლის სასურველ ადგილამდე სასურველი კონცენტრაციით დროულ მიტანას ენიჭება.

 

პრეპარატთა მიღების წესები

აბები
როგორ გამოიყურება, ყველამ იცის. ისინი ფხვნილის ან გრანულების დაწნეხვით მიიღება.
როგორ მივიღოთ - დანიშნულებისამებრ, უნდა დავლიოთ ან ენის ქვეშ დავიდოთ, ნებისმიერი აბი უნდა გადავყლაპოთ მჯდომარემ, შესაძლებელია მისი დანაწევრებაც, რა თქმა უნდა, თუ აბი შუშხუნა არ არის ან ვაგინალური გამოყენებისთვის არ არის გათვალისწინებული.

კრემები, გელები
როგორ გამოიყურება - შედარებით თხელი კონსისტენციის მალამოებია.
როგორ მივიღოთ - უნდა წავისვათ კანსა და ლორწოვან გარსებზე, თხლად. სქლად წასმისას წამალი უაზროდ იკარგება.

სუპოზიტორიები
როგორ გამოიყურება - ბურთის ან ჩხირისმაგვარი სანთლებია.
როგორ მივიღოთ - საჭიროა საშოში ან სწორ ნაწლავში მოთავსება. სხეულის ტემპერატურაზე თვითონვე დნება.

სუსპენზია
როგორ გამოიყურება - მყარი სამკურნალო ნაწილაკების შემცველი თხევადი წამლებია.
როგორ მივიღოთ - სუსპენზიის შემცველი სამკურნალო ამპულები განკუთვნილია კანზე წასასმელად ან თმაში შესაზელად. ორგანიზმის შიგნით ინექციის გზით ხვდება.

ბრიკეტები
როგორ გამოიყურება - სამკურნალოდ გამიზნული დაწნეხილი მცენარეულობაა.
როგორ მივიღოთ - სასტიკად აკრძალულია მათი ჩაყლაპვა. ბრიკეტები გამიზნულია მხოლოდ და მხოლოდ ნაყენებისა და ნახარშების მოსამზადებლად.

კაფსულები
როგორ გამოიყურება - მკვრივი ჟელესებრი გარსის მქონე წამალი, რომლის შიგნითაც აქტიური ნივთიერებაა მოთავსებული.
როგორ მივიღოთ - ისინი ფეხზე დამდგარმა უნდა ჩავყლაპოთ, რადგან მწოლიარე მდგომარეობაში ჩაყლაპული კაფსულა შესაძლოა საყლაპავს მიეკრას და ანთება გამოიწვიოს. აკრძალულია გარსის მოცილება და მთლიანობის დარღვევა, მოქმედი ნივთიერება სისხლში თანდათანობით, კაფსულების გახსნის კვალდაკვალ უნდა მოხვდეს. ამასთანავე, შიგთავსი გარსის გარეშე მთლიანადაც რომ ჩაყლაპოთ, კუჭამდე დაიშლება.

გრანულები
როგორ გამოიყურება - შუშხუნა, დამცავი გარსით დაფარული ან დაუფარავი მყარი მარცვლებია.
როგორ მივიღოთ - ოღონდ ნუ ჩაყლაპავთ! ისინი ორალური სითხეების მოსამზადებლად არის განკუთვნილი.

გაითვალისწინეთ: სიროფის
ფორმის მქონე სამკურნალო
საშუალებები შაქარს, საღებავსა
და არომატიზატორებს შეიცავს,
ამიტომ თუ არსებობს ანალოგიური პრეპარატი აბების სახით, უმჯობესია, უპირატესობა მას მიანიჭოთ.

კატეგორია: ანტიბიოტიკები | ნანახია: 2237 | დაამატა: dvanca | რეიტინგი: 0.0/0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Copyright MyCorp © 2024