მოგესალმები, სტუმარი · RSS










მთავარი » 2009 » თებერვალი » 14 » რას ნიშნავს საშვილოსნოს ყელის ეროზია და როგორ უნდა ვუმკურნალოთ მას?
01:30
რას ნიშნავს საშვილოსნოს ყელის ეროზია და როგორ უნდა ვუმკურნალოთ მას?
 -საშვილოსნოს ყელის ეროზია საშვილოსნოს ლორწოვანი გარსის დეფექტია, რომელიც ლორწოვანის მფარავი ეპითელური უჯრედების ჩამოფცქვნის შედეგად ვითარდება. დეფექტის მდებარეობა სხვადასხვაგვარია. ზოგჯერ იგი მთლიანად ფარავს საშვილოსნოს ყელს. ეს დაავადება ხშირად უსიმპტომოდ მიმდინარეობს და საფრთხეს უქმნის ქალის ჯანმრთელობას. ლორწოვანის დეფექტი შეიძლება იქცეს ქლამიდიების, გონოკოკების, ჰერპეს-ვირუსის და სხვა ინფექციათა გამომწვევების ორგანიზმში შემავალ კარად. საშვილოსნოს ყელის ეროზია ადამიანის პაპილომავირუსის საყვარელ ადგილადაა მიჩნეული, ეს ვირუსი კი, როგორც მოგეხსენებათ კონდილომებს, სიმსივნისწინა მდგომარეობებს და სიმსივნეების განვითარებასაც კი იწვევს. ეროზიის გამომწვევ მიზეზად შეიძლება იქცეს სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები, შარდ-სასქესო სისტემის ანთებითი პათოლოგიები, საშვილოსნოს ყელის ტრავმები, ჰორმონული ფონისა და მენსტრუაციული ციკლის დარღვევები, იმუნიტეტის დაქვეითება, სქესობრივი ცხოვრების ნაადრევად დაწყება. ეროზიის კლინიკური ნიშნებია თითქმის მუდმივად არსებული ჭარბი ლორწოვანი გამონადენი, აგრეთვე - ტკივილი და სისხლიანი გამონადენი სქესობრივი კავშირის შემდეგ. ყველა ქალმა უნდა იცოდეს, რომ თუ ექიმმა დასვა ეროზიის დიაგნოზი, ეს იმას ნიშნავს, რომ მკურნალობა აუცილებელია. მკურნალობის ერთ-ერთი ყველაზე ძველი და ნაცადი მეთოდია ელექტროკოაგულაცია – ე.წ. მოწვა. ბოლო დროს პოპულარული გახდა ეროზიის მკურნალობა მოყინვით (დაბალი ტემპერატურის ზემოქმედებით), ამასთან ერთად გამოიყენება ლაზერული და ულტრაბგერითი თერაპია. ზოგიერთ შემთხვევაში საჭირო ხდება ოპერაციული მკურნალობა.
კატეგორია: ქალის ჯანმრთელობა | ნანახია: 3042 | დაამატა: dvanca | რეიტინგი: 5.0/1
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Copyright MyCorp © 2024