სექსუალური პრობლემები - 14 თებერვალში 2009 - მედიცინა

მოგესალმები, სტუმარი · RSS










მთავარი » 2009 » თებერვალი » 14 » სექსუალური პრობლემები
01:28
სექსუალური პრობლემები

 - დავიწყოთ იმით, რომ ქალის სექსუალური სიცივე - ფრიგიდულობა, არცთუ იშვიათად წარმოადგენს სხვადასხვა ენდოკრინული ან ფსიქონევროლოგიური პათოლოგიის გამოვლინებას. მას შეიძლება იწვევდეს აგრეთვე ქრონიკული ინტოქსიკაცია, ვიტამინების ნაკლებობა, გადაღლა. პირველ რიგში უნდა გამოირიცხოს ეს ფაქტორები. მათი არსებობის შემთხვევაში კი სათანადო მკურნალობა უნდა ჩატარდეს.
სექსოლოგთა მონაცემებით მათთან მისული ქალების 40% უჩივის ორგაზმის არარსებობას. ამ დროს მკვეთრადაა დაქვეითებული ქალის სექსუალური ლტოლვა. ანორგაზმია შემთხვევათა მხოლოდ ერთ მესამედშია განპირობებული ქალის ორგანიზმის თავისებურებებით, დანარჩენ ორ მესამედში კი მიზეზი მეუღლეთა ურთიერთობის დისჰარმონიაა. ასეთი დისჰარმონია სავსებით ჯანმრთელ ისეთ მეუღლეთა ურთიერთობის დროსაც წარმოიქმნება ხოლმე, რომლებიც სიყვარულით დაქორწინდნენ და ერთმანეთის მიმართ კეთილგანწყობილნი არიან. ამის მიზეზი კი უხშირესად მამაკაცის არასწორი ქცევა ან მის მიერ ქალის ფსიქოლოგიისა და ფიზიოლოგიის უცოდინრობა, საჭირო ინტუიციის უქონლობა და ინტიმურ სფეროში ურთიერთგაგების დეფიციტია.

ქალის ფსიქოტიპი რადიკალურად განსხვავდება მამაკაცის ფსიქოტიპისაგან. ჯერ კიდევ ოჯახის შექმნამდე გოგონები ოცნებობენ რომანტიკულ თაყვანისმცემელზე, მეგობარზე, დამცველზე, პლატონურ ურთიერთობებზე, ბიჭები კი ჩქარობენ ფიზიკურ სიახლოვეს. ოჯახის შექმნიდან რამდენიმე წლის შემდეგაც კი ქალები აფასებენ მეუღლეში სიყვარულის, სიკეთის, ყურადღების გამოხატვის უნარს. მამაკაცის უყურადღებობა, არადელიკატურობა, უაზრო კამათი ყოველგვარ წვრილმანზე ამუხრუჭებს ტვინის იმ სტრუქტურების რეაქციებს, რომლებიც სექსუალური გამაღიზიანებლებისადმი ქალის ორგანიზმის მგრძნობელობას ზრდიან. “მთელი დღეები ისე გადის, რომ ქმარი ერთხელაც არ მომეხვევა და თბილ სიტყვას არ მეტყვის, საჩუქარზე და ყვავილზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია” - ხშირად აღნიშნავენ ქალბატონები. სექსუალური გაღიზიანებისადმი განწყობა განსხვავებულია ქალებსა და მამაკაცებში: მამაკაცი მომენტალურად განეწყობა სქესობრივი ურთიერთობისათვის და ასევე მომენტალურად განიმუხტება ამ ურთიერთობის შემდეგ, ქალი კი თანდათანობით, ნელ-ნელა ემზადება სექსუალური აგზნების მომენტისათვის და ასევე თანდათან მშვიდდება ურთიერთობის შემდეგ. ამიტომ ქალი ინტიმური ურთიერთობისათვის მამკაცმა უნდა მოამზადოს ყოველდღიური ქცევით, სითბოთი და ყურადღებით, მანვე უნდა მიიყვანოს ქალი იმ ემოციამდე, რასაც საყვარელ ადამიანთან ყოფნის სურვილი ჰქვია. ეს, რაც შეეხება ფსიქოლოგიურ მომენტებს, მაგრამ არსებობს კიდევ სექსოლოგიური პრობლემები, რომელთა დადგენა სექსოლოგს შეუძლია ორივე პარტნიორთან გასაუბრების შემდეგ.

ნებისმიერ შემთხვევაში ამ პრობლემის მოგვარება შესაძლებელია მედიკამენტებით, ფიზიოთერაპიით, ფსიქოთერაპიით.
ამ ყველაფრის გათვალისწინებით ასეთ კონკრეტულ რჩევას მოგცემთ: მიიღეთ პროფილაქტიკის მიზნით ორგანიზმის მასტიმულირებელი პრეპარატები-ვიტამინები, თაფლის პრეპარატები(აპივიტი, ფუტკრის რძე, აპის რეზისტანტი), ჟენ-შენი; სადილზე მიირთვით თითო ჭიქა შავი ღვინო. გამონახეთ თუნდაც მცირე დრო ვარჯიშისთვის, მოიწესრიგეთ დღის რეჟიმი და კვების რაციონი გაამდიდრეთ ხილ-ბოსტნეულით. თუ რაიმე ქრონიკული დაავადება გაწუხებთ, მიხედეთ საკუთარ ჯანმრთელობას. ამასთან ერთად ეცადეთ, მოაგვაროთ მეუღლესთან პირადი ურთიერთობა, თქვენც გადადგით ნაბიჯი მისკენ, რათა მისი დამოკიდებულება თქვენს მიმართ შეიცვალოს, ეცადეთ, გახდეთ უფრო საინტერესო მეუღლისთვის, ესაუბრეთ მას საკუთარ პრობლემაზე და სთხოვეთ მეტი ყურადღება დაგითმოთ.
თუ ამ ყველაფერმა შედეგი არ გამოიღო, გირჩევთ, აუცილებლად მიმართოთ ენდოკრინოლოგსა და სექსოლოგს, რადგან სექსუალური პრობლემები შემდგომში ოჯახური ურთიერთობის პრობლემებად გადაიზრდება.


კატეგორია: ჯანმრთელობა დ სექსი | ნანახია: 1493 | დაამატა: dvanca | რეიტინგი: 5.0/1
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Copyright MyCorp © 2017